„ აუცილებლად მივიღებთ იმას, რასაც დავიმსახურებთ“ … | Jolo.ge


„ აუცილებლად მივიღებთ იმას, რასაც დავიმსახურებთ“ …

„ აუცილებლად მივიღებთ იმას, რასაც დავიმსახურებთ“ …

ზოგიერთი ადამიანი იმასაც ვერ ხვდება, რატომ და რისთვის იტანჯება. თეორიულად კეთილი ადამინებით გაივსო ქვეყანა. გაშმაგებული იდეების ქურდობით გააქვთ თავი და დაუხვეწავი პლაგიატიზმით ზეობენ.

ქურდული, ფლიდი, უწესო ბრძოლით მოპოვებული დიდება კრახით მთავრდება. წარმავალია აწმყოში ტკბობა. რჩება მხოლოდ შეულამაზებული წარსული და ნამდვილი სახე. აუცილებლად მივიღებთ იმას, რასაც დავიმსახურებთ.

ცხოვრება ხანმოკლეა, გამარჯვება დროებითი.

კეთილი გულისთქმები ადამიანის მომავალზე აისახება. დიდხანს სიცოცხლე ნიშნავს რამდენ ხანს იყავი ბედნიერი.

გამოსავალი მხოლოდ სწრაფვაა სრულყოფილებისკენ.

თუ შეძლებთ საკუთარ თავს გამოუტყდეთ შურიანი და ბოროტი რომ ხართ, გაიაზრებთ მიზეზს, რამ გაგაბოროტათ, აუცილებლად განთავისუფლდებით და დამშვიდდებით.

ნუ მოექცევით სხვებს ცუდად, როგორც ადრე გექცეოდნენ თქვენ. იყავით ლმობიერი და იცხოვრეთ ლაღად.

ღირსეული დამარცხება გერჩიოს უღირს გამარჯვებას.

ეს სტატუსი ტესტია.
ვინც ამ სტატუსს რიტორიკად ჩათვლის, ან აგრესიაში ჩავარდება, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. კედე ერთხელ გაიაზრეთ, რომ ჩვეულებრი ადამიანი ხართ, არავიზე აღმატებული.

ჩვენ ყველანი მოვედით იმისთვის, რომ რაღაც კარგი გავაკეთოთ და დავტოვოთ.

ყველანი გარდაცვალების რიგში ვდგავართ, ეს არის გარდაუვალი რეალობა. სანამ ვართ ვიყოთ, გულს ნუ ვატკენთ ერთმანეთს.

მე ბედნიერი ვარ, თუნდაც იმისთვის, რომ სურვილი და მოთხოვნილება მაქვს ყველა კარგად იყოს.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(232)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ყველაფერი იწყება ცნობიერი ყურადღებით» — ევგენია დრონი

საკუთარი ენერგიის გასაწმენდად, თითოეულს დიდი ნებისყოფა გვჭირდება . ყველაზე ხშირად ადამიანები დახმარებას სხვაგან ეძებენ, ხსნა კი ჩვენშია. პირველ რიგში ყველაფერი იწყება


3 მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოთ სანამ ახალგაზრდა ხართ!

ფსიქოლოგი ჯეფრი ჯენსენ არნეტი თავის ნაშრომში 3 ძირითად და უმთავრეს მიზანს გამოყოფს, რომელიც ადამიანმა ახალგაზრდობაში უნდა მოიპოვოს. ესენია: 1. საკუთარ


დავიდ ჰოკინსის ცნობიერის რუქა

მსოფლიოში ცნობილმა ცნობიერის მკვლევარმა დევიდ ჰოკინსმა, გამოყენებითი კინეზოლოგიის მეშვეობით შექმნა ცნობიერის რუქა. რუქის თანახმად, ადამიანის ცნობიერი დაყოფილია დონეებად. სადაც, სიცოცოხლის აღსაქმელად, ესა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*