აუცილებლად გჯეროდეთ სასწაულების

by admin | Декабрь 19, 2018 12:15

..იმისათვის რომ დიადი საქმეები აკეთო, ნაბიჯი უნდა გადადგა…
ნაბიჯი იქით, საითაც გინდა და გეშინია… ნაბიჯის გადადგმა არ არის გარანტი სიდიადისა და წარმატებისა, თუმცა…
მისი არ გადადგმა ნამდვილად არის გარანტი იმისა,რომ არაფერი შეიცვლება თავისით…

ყოველთვის როცა წინ მიდიხარ და გზას კვალავ, გაცილებით დიდ ძალისხმევას ხარჯავ, ვიდრე გაკვალულ გზაზე სიარულისას…
ხანდახან იმდენად ძნელია, რომ რადგან დიდ ნაბიჯებს ვერ დგამ, გეჩენება რომ აღარ მოძრაობ…
უამრავჯერ მიფიქრია — «ხომ შეიძლება შეირგო ადამიანმა ეს გაკვალული გზები და ავტობანები???
მაგრამ არა… 
მე მახსოვს როცა 15 წლის წინ მეკითხებოდნენ «ტრენინგ-ცენტრი რა არის? ქოუჩინგი რა არის? »
შარშან ამ დროს ვისმენდი კითხვებს «სპიკერფესტივალი რას ნიშნავს?»
ახლაც ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რომ მედიტაცია ყურადღების კონცენტრაციაა მხოლოდ და მხოლოდ და არა რაიმე სხვა 
მაგრამ მთავარია რომ გზა იკვალება….იგი აუცილებლად მოპირკეთდება, გაფართოვდება, ფერადად მოირთვება და უამრავ ადამიანს მოუტანს სარგებელს.

რწმენა ამ გზის მთავარი კომპონენტია… ბავშვური რწმენა სასწაულების და მხოლოდ მაშინ როცა შენ გჯერა, ის აუცილებლად მოდის… მოდის და სინათლით ავსებს ყველა შენს ნაბიჯს და ის რაც ზღაპარი გეგონა, რეალობად ჩნდება შენს თვალწინ 🙂
ნიკოლოზობას გილოცავთ…
აუცილებლად გჯეროდეთ სასწაულების 😉

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(167)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/aucileblad-gjerodet-saswaulebis/