აუცილებლად გჯეროდეთ სასწაულების | Jolo.ge


აუცილებლად გჯეროდეთ სასწაულების

აუცილებლად გჯეროდეთ სასწაულების

..იმისათვის რომ დიადი საქმეები აკეთო, ნაბიჯი უნდა გადადგა…
ნაბიჯი იქით, საითაც გინდა და გეშინია… ნაბიჯის გადადგმა არ არის გარანტი სიდიადისა და წარმატებისა, თუმცა…
მისი არ გადადგმა ნამდვილად არის გარანტი იმისა,რომ არაფერი შეიცვლება თავისით…

ყოველთვის როცა წინ მიდიხარ და გზას კვალავ, გაცილებით დიდ ძალისხმევას ხარჯავ, ვიდრე გაკვალულ გზაზე სიარულისას…
ხანდახან იმდენად ძნელია, რომ რადგან დიდ ნაბიჯებს ვერ დგამ, გეჩენება რომ აღარ მოძრაობ…
უამრავჯერ მიფიქრია — «ხომ შეიძლება შეირგო ადამიანმა ეს გაკვალული გზები და ავტობანები???
მაგრამ არა… 
მე მახსოვს როცა 15 წლის წინ მეკითხებოდნენ «ტრენინგ-ცენტრი რა არის? ქოუჩინგი რა არის? »
შარშან ამ დროს ვისმენდი კითხვებს «სპიკერფესტივალი რას ნიშნავს?»
ახლაც ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რომ მედიტაცია ყურადღების კონცენტრაციაა მხოლოდ და მხოლოდ და არა რაიმე სხვა 
მაგრამ მთავარია რომ გზა იკვალება….იგი აუცილებლად მოპირკეთდება, გაფართოვდება, ფერადად მოირთვება და უამრავ ადამიანს მოუტანს სარგებელს.

რწმენა ამ გზის მთავარი კომპონენტია… ბავშვური რწმენა სასწაულების და მხოლოდ მაშინ როცა შენ გჯერა, ის აუცილებლად მოდის… მოდის და სინათლით ავსებს ყველა შენს ნაბიჯს და ის რაც ზღაპარი გეგონა, რეალობად ჩნდება შენს თვალწინ 🙂
ნიკოლოზობას გილოცავთ…
აუცილებლად გჯეროდეთ სასწაულების 😉

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(184)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დაფიქრდით რა არის უკეთესი თქვენთვის“

დეილ კარნეგი გვირჩევს: «კამათს ისე მოერიდეთ, როგორც ჩხრიალა გველს!» დაფიქრდით, რა არის უკეთესი თქვენთვის, მოჩვენებითი გამარჯვება თუ ადამიანების კეთილგანწყობა? ბენჯამინ


არასოდეს, არასოდეს დაკარგოთ იმედი!

ერთ ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ანტიკვარიატის მაღაზიებში სიარული და ეგზოტიკური ნივთების ყიდვა. ერთ მშვენიერ დღესაც ისინი ერთ მაღაზიას ათვალერებდნენ, როდესაც მათი


ყველა წინაღობა შენს „წონით კატეგორიაზეა“ გათვლილი — შენ ამის დაძლევა შეგიძლია :)

უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები ყველაფერს გააჩნია….უბრალოდ ინსტრუქცია არ მოყვება ყველაფერს სადაც ეწერებოდა შავით თეთრზე მაგ. სამსახურში თავდადებული მუშაობა: გამოიყენება —


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*