აუცილებელი პირობა წარმატების მისაღწევად | Jolo.ge


აუცილებელი პირობა წარმატების მისაღწევად

აუცილებელი პირობა წარმატების მისაღწევად

რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით მეტი სილამაზე იშლება ჩვენს თვალწინ. მთავარია დავიწყოთ აღმასვლა და ჯიუტად გავაგრძელოთ სიარული“ — ამბობსჟოლოსთანსაუბრისას პიროვნების ზრდის „ქოუჩითამარ კვარაცხელია.  

თამარ კვარაცხელია: „მოგზაური, აფრიკაში ყოფნისას შეესწრო, თუ როგორ ცდილობდ, აფრიკული პეპელა თავი დაეღწია ჭუპრისთვის. მას ძალიან შეეცოდა, ეს ბუნენის უმშვენიერესი ქმნილება და შეეცადა დანით, ოდნავ, ჩაეჭრა ჭუპრი. პეპელა ადვილად განთავისულდა, მაგრამ ამ დროს მან დაკარგა საოცარი ფერები.  ბრძოლა რომელსაც ის ეწეოდა იყო აუცილებელი, რათა  სრულიად შეფერილიყო.

არა თუ პეპელას,  არამედ ჩვენც გვჭირდება, ცხოვრებისეული სიძნელეები. იგი გვამზადებს შემდგომი მიღწევებისთვის. ცხოვრება, — ბრძოლაა, აღმასვლა კი გარდუვალია თუ მიზნის მისაღწევად იბრძვი…

სიმამაცეს და დაუღალავ ძალისხმევას კი შეუძლია აგვიყვანოს მწვერვალზე. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით მეტი სილამაზე იშლება ჩვენს თვალწინ. მთავარია დავიწყოთ აღმასვლა და ჯუტად გავაგრძელოთ სიარული.

გაიხსენეთ, პატარა ბავშვის პირველი ნაბიჯები… მიუხედავად იმისა რომ ეცემა, ჯიუტად განაგრძნობს წამოდგომას და ნაბიჯის გადადგმას.

დასანანია, რომ გაზრდასთან ერთად სადღაც მიდის ეს შეუპოვრობა! ადამიანი   თავადვე ნებდება გერემოებებს. როცა ზედიზედ ვაგებთ ცხოვრებისეულ ბრძოლებს, შემდგომ გამოწვევას ვერ ვუმკლავდებით, ბრძოლის უნარს ვკარგავთ და დასაწყისშივე ვნებდებით. არადა პირიქით, სწორედ ამ დროს უნდა გააკეთო ბევრად მეტი ვიდრე ამას შენგან ელიან.

„გააკეთო მეტი,  ვიდრე ამას შენგან ელიან, ეს აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად“…

 გააკეთე მეტი  — უბრალოდ კი არ იარსებო, იცხოვრე.

გააკეთე მეტი  — უბრალოდ კი არ შეეხო, შეიგრძენი.

გააკეთე მეტი  — უბრალოდ კი ნუ კითხულობ, შეისრუტე.

გააკეთე მეტი  — უბრალოდ კი ნუ უსმენ, შეისმინე, ყური უგდე.

გააკეთე მეტი  — უბრალოდ კი ნუ უყურებ, დაინახე.

გააკეთე მეტი  — უბრალოდ კი ნუ ფიქრობ, იაზროვნე.

გააკეთე მეტი  — უბრალოდ კი ნუ  დაგეგმავ, იმოქმედე.

გააკეთე მეტი  — უბრალოდ კი ნუ ლაქლაქებ, ილაპარაკე აზრიანად.

ჩვენ ვერასოდეს მივხვდებით ჩვენს შესაძლებლობებს, თუ არ გამოვეცლებით იმ ჩვეულ გარემოს რომლებსაც მიჩვეულნი ვართ, ანუ ჩვენს კომფორტულ ზონას.

ადამიანთა  უმრავლესობა სწორედ იმ ჩვეულ გარემოშია,  სადაც მათ ყოფნა არ სურთ. ისინი კითხვაზე — » როგორ ხარ?» პასუხობენ : » ისე რა» , «რა ვქნა», «არა მიშავს».  მათი დამახასიათებელი თვისებაა წუწუნი, მუდმივი უკმაყოფილება . ძალიან ხშირად,  დრო გარბის ასეთ ყოფაში და ბევრი ვერც მიხვდება რა პოტენციალის მატერებელი იყო,

ამოძვერით, გამოდით, გაარღვიეთ თქვენი „კომფორტული ზონა“- ამით დაიწყება ცვლილებები თქვენში.

გისურვებთ წარმატებებს!

სიყვარულით, თამარ კვარაცხელია

http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

 

 

ნანახია:(3545)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დაცემის მიზეზები (იგავი)

აფრიკელი შამანი თავის ახალგაზრდა მოწაფეს გაუძღვა ჯუნგლებში და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოხუცი იყო, სწრაფი და მყარი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. მოსწავლე


„შენ ახლა ბედნიერი ხარ, შეირგე“ …

შენ ახლა ბედნიერი ხარ და შეირგე. გვიან მიხვდები, რომ ბედნიერი ყოფილხარ და ვერ ხვდებოდი. თითქმის ყველა ადამიანი ამბობს, მაშინ რა


როგორ გახდე ოპტიმისტი…

უამრავი ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა თავი უმწეოდ იგრძნოს. გარემო ფაქტორები, ზოგჯერ სრულიად უიმედო სიტუაციაში გვაგრძნობინებენ თავს, მაგრამ ამასთან გამკლავება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<