10 მძლავრი მტკიცებულება, რომელიც შეგცვლით და შეგიცვლით ცხოვრებას | Jolo.ge


10 მძლავრი მტკიცებულება, რომელიც შეგცვლით და შეგიცვლით ცხოვრებას

10 მძლავრი მტკიცებულება, რომელიც შეგცვლით და შეგიცვლით ცხოვრებას

გარე სამყარო შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ცალკე აღებული ყოველი აზრი, ყოველი ემოცია და  ყოველი მოქმედება განაპირობებს იმას ვინ ხართ. ე.წ. რეალობა მათი შედეგია. რამეთუ ნებისმიერი სურვილი რომლითაც დაკავებულია თავი, ადრე თუ გვიან, პოულობს განსახორციელებელ შესაძლებლობებს.

გაეცანით 10 უმძლავრეს მტკიცებულებას, რომელიც შეგცვლით თავად და შეგიცვლით ცხოვრებას

1. მე ვარ განუმეორებელი, დიდებული

იმის რწმენა, რომ ადამიანი არის განუმეორებილი, განსაკუთრებული და დიდებული პიროვნება წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ შინაგან რწმუნებულებას. შეიძლება მოცემულ მომენტში სრულებითაც არ თვლის თავს დიდ პიროვნებად, მაგრამ ამ აფირმაციის ხშირი განმეორება, ერთხელაც მიიყვანს იქამდე, რომ დაიჯერებს. მეცნიერულად უკვე დამტკიცებულია, რომ საკუთარ თავთან საუბრებს ადამიანი მიჰყავს ტვინში ცვლილებებამდე. როგორც კი ამას დაიჯერებს გონება, ჩაირთვება ისეთი პროცესები, რომელიც მოქმედებაში გადასაყვან შესაძლებლობებს გააჩენს.

ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ დადებითად მუშაობს აფირმაციები, არის ლეგენდარული მოკტივე მუჰამედ ალი ან სხვა მსოფლიოში ცნობილი ადამიანები. მოუსმინეთ მათ ჩანაწერებს და გაიგეთ რამდენად ხშირად იყენებდნენ ისინი მსგავს აფირმაციებს და საბოლოო ჯამში, გახდნენ კიდეც დიდებულნი თავიანთ საქმეში.

2. მე დღეს მოჭარბებულად მაქვს პოზიტიური განწყობა და სავსე ვარ ენერგიით 

პოზიტივი მოდის ადამიანის შინაგანი სამყაროდან და არავითარ შემთხევაში არ იბადება და არ ჩნდება გარე მოვლენებით. დღის ხასიათი ყალიბდება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი იღვიძებს. ამიტომ გაიღვიძებისთანავე რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს აფირმაცია.

და გახსოვდეთ: არავის და არფერს შეუძლია გაგიფუჭოთ ხასიათი მანამ, სანამ თავად არ მისცემთ ამის უფლებას თავს და მანამ სანამ არ დაეთანხმებით.

3. მე საკუთარი თავი მიყვარს სწორედ ისეთი, როგორიც ვარ

ითვლება, რომ საკუთარი თავის სიყვარული — ეს ყველაზე სუფთა და უმაღლესი ფორმაა სიყვარულის. თუ კი ადამიანს არ მოსწონს და გამუდმებით აკრიტიკებს თავს, ეს ნეგატიურად მოქმედებს მისი ცხოვრების ყველა სფეროზე. საკუთარი თავის მიუღებლობა და დაწუნება ადამიანს ექაჩება ფსკერისკენ – ანგრევს, უკარგავს ცხოვრების ხალისს, საკუთარ თავში და ძალებში რწმენას, უგდებს თვითშეფასებას…

თუ ხედავთ, რომ ეს სიტყვები თქვენზეა დაწერილი და ვერაფრით ეგუებით თქვენს თუნდაც, ერთ-ერთ ნაკლს, ჩემი რჩევა იქნება: იმეორეთ ეს აფირმაცია რაც შეიძლება ხშირად.

4. მე ვფლობ ჯანმრთელ სხეულს, გონებამახვილურ ჭკუას და სულის სიმშვიდეს

ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სულის და  გონების შედეგია. თუ ადამიანს გული აქვს დამძიმებული და შინაგანად აფორიაქებულია, ეს ნეგატივია და დამღუპველად იმოქმედებს მის გონებაზე და საბოლოო ჯამში სხეულზე. ანუ თუ ამსამიდან ერთ-ერთი ელემენტი დაზიანებულია, მთლიანი მექანიზმი ვერ იმუშავებს ჰარმონიულად.

ადამიანის ჯანმრთელობა მისი ცნობიერი მდგომარეობაა. თუ მან შეძლო და თავი იმაში დაარწმუნა, რომ კაჟივით ჯანმრთელია, ასეც იქნება. მაგრამ თუ დარწმუნებულია – ყველა გარშემო ავად არის და ისიც შეიძლება ადვილად დაავადდეს, ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ავად.

5. მე ვიცი რომ ყველაფერი შემიძლია

ეს არის ის, რაც უნდა ჩაიდოს ადამიანმა თავში (არა მარტო მან, ასწავლოს შვილებსაც, შვილიშვილებსაც და ახლობლებსაც). ეს არის ის, რისიც უნდა დაიჯეროს, რომ მერე არ შერცხვეს უაზროდ განვლილი დღეების, წლების და ათწლეულების.

6. რაც კი ხდება ჩემს ცხოვრებაში, ხდება უკეთესობისკენ

საშიშროებას წარმოადგენენ არა ის გარემოებები და ნეგატიური მოვლენები, რომელბსაც ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, არამედ დამოკიდებულება მათ მიმართ..

ადამიანს არ სჭირდება იმის ცოდანა თუ რა მოუმზადა სამყარომ მას მომავლისთვის. სრულიად შესაძლებელია, ის რაც დღეს ეჩვენება საშინელებად  (მაგალითად, შემცირება სამსახურში, ჩაშლილი ქორწილი…), არის საუკეთესოსთვის მოზადება.
ადამიანში არ დევს მომავლის წინასწარმეტყველების შესაძლებლობა, მაგრამ მას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი დამოკიდებულება არსებული რეალობის მიმართ . მოცემული აფირმაცია კი ამაში დაეხმარება.

7. მე ვარ ჩემი ცხოვრების ატქიტექტორიც და მშენებელიც

ადამიანი ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობას შეძლებს, თუ წინასწარ მომართავს ცნობიერს და ქმედებებს წარმატებისკენ. დაიხ, წარმატება წარმოადგენს – დაგეგმილ მოქმედებებს და  იშვიათ შემთხვევაში – შემთხვევითობას.

ყოველი ახალი დღე ადამიანს ჩუქნის ახალ შესაძლებლობებს და მას შეუძლია აავსოს ის სწორედ იმით, რასაც მიანიჭებს ყველაზე დიდბ მნიშვნელობას. ის ხომ თავად აშენებს თავის ცხოვრებას და არა ცხოვრება აშენებს მას, მეთანხმებით?

დაიწყეთ დღე პოზიტიური აზრებითი  იმაზე, რომ სრულად აკონტროლებთ თქვენს ცხოვრებას და ძალიან მალე შეიამჩნევთ – ცხოვრებაში დაგიდგებათ საოცარი ცვლილებების პერიოდი.

8. მე ვემშვიდობები მათ, ვინც ტკივილი მომაყენა და სიყვარულით ვუშვებ

ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი პატიობს რაც დაუშავეს და ეს საკითხი უკვე აღარ აწუხებს. გაკვეთილი ათვისებულია და დასკვნები გამოტანილია.

პატიების უნარი — ეს არის ის, რაც ადამიანს აძლვს წინ სიარულის საშუალებას და არა წარსულის წყენებზე ჩაციკვლას (ჩეკეტილ წრეში ტრიალს).

ადამიანის რეაქცია ამა თუ იმ გარემოებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე. ადამიანი იმდენად ძლიერი ინდივიდია, რომ მას შესწევს უნარი და ძალა აპატიოს ათასობით ადამიანს, თუნდაც იმის გააზრებითაც კი, რომ სხვები ასე არ მოიქცეოდნენ და არ აპატიებდნენ.
გაიმეორეთ  მოცემული აფირმაცია ხშირად  და მაშინაც კი თუ კი კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვდებით.

9. მე სიხარულით ვეგებები გამოწვევებს, მე მათ გადასალახად ვფლობ უსაზღვრო პოტენციალს და რესურსს

ადამიანს აქვს განუსაზღვრელი პოტენციალის რეზერვი და ეს ყველაფერი არსებობს მის შიგნით.

როგორი ცხოვრება გსურთ? რა გაჩერებთ ან გზღუდავთ? რა წინააღმდეგობებს და ბარიერებს აშენებთ თქვენს წინაშე?

ეს აფირმაცია ხელს შეგიწყობთ გამოხვიდეთ ჩვეული დოგმებიდან და გააფართოვოთ შესაძლებლობების საზღვრები

10. დღეს მე უარს ვამბობ ძველ ჩვევებზე და ვნერგავ ახალს

ყოველი ადამიანის ცალკე აღებული აზრი და ყოველი მისი ქმედება განსაზღვრავს, ვინ არის და როგორი იქნება მისი ცხოვრება.  აზრი, ემოცია და დისციპლინირებული ქმედება აყალიბებს ჩვევას. ადამიანი წარმოადგენს იმას, რა აზრებიც უტრიალებს, რა ემოციურ ტალღაზეა და რასაც მუდმივად აკეთებს.

საკმარისია შეიცვალოს აზრი, დანერგოს ახალი ჩვევა, რაც გამოიწვევს ცვლილებებს ყველა ცხოვრების სფეროში. მოცემული აფირმაცია რეკომენდირებულია წარმოთქვათ დღის დასაწყისში. ის მოგიწოდებთ და შეგახსენებთ – სწორედ, დღეს დადგა თქვენთვის ცვლილებების დრო..

წყარო: zrda.wordpress.com

ნანახია:(430)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბენჯამინ ფრანკლინი: 13 სათნოება

1. თავშეკავება: ● ნუ შეჭამთ ძღომამდე, ნუ დალევთ დათრობამდე. 2. დუმილი: ● ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე,რაც თქვენთვის და სხვათათვის სასარგებლოა. ეცადეთ


ყველა თვითონ ირჩევს ჩაიხრჩოს თუ ამოვიდეს მშრალზე

კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა ვმართოთ ჩვენი ფიქრები და ემოციები. ნეგატივი ჭაობივითაა, როცა ჩავარდები, გგონია, სხვა გზა არ არის, აუცილებლად


„იცხოვრე მშვიდად სანამ ხარ, შეირგე რაც მოგეცა და გაუფრთხილდი“…

როცა ვიბადებით, უხილავი ნათელი სხივები დაგვყვება თან. თანდაყოლილი სხივები სულს უნათებს, აძლიერებს და ენერგიას აძლევს ადამიანს. უხილავი სხივები, გვაძლევს ძლიერ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*