ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება | Jolo.ge


ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება

ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება

„ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება“ ბევრ საინტერესო და საჭირო ღონისძიებას ახორციელებს და თავადაც მონაწილეობს სხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

ამა წლის 21 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საბერძნეთის აფრიკული ქსელისა“ (African Network in Greece) და „საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმის“ (Greek Forum of Migrants — Ελληνικό Φόρουμ Μεταναστών) თანამშრომლობით, გაიმართა მეორე საერთაშორისო ფესტივალი «აფრიკული ზეიმი» (#AfricanFest 2018), რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების დიასპორული ორგანიზაციები და მოხალისეები მონაწილეობდნენ, მათ შორის „ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება“.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნესი რობაქიძემ განაცხადა, ქართველმა ახალგაზრდებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის ორგანიზებასა და წარმატებით ჩატარებაში.

ნესი რობაქიძე: „ჩვენ მნიშვნელოვანი და სერიოზული კონტაქტები დავამყარეთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეები ძალიან დაკავებული ვიყავით, 22 ივლისის საქველმოქმედო საღამოს მომზადებით, მაინც შევძელით ამ საერთაშორისო პროექტშიც ჩვენი ქართული ღირსეული წვლილი შეგვეტანა“.

ნანახია:(298)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სოფო ფოცხვერაშვილის შემოქმედება და მეზღაპრე ინგულა

ბავშვებს ჯერ ემიგრანტი პოეტი გააცნო, მერე კი თითოეული მოიხმო და წამყვანის როლი მოარგო. გზადაგზა, საბავშვო პოეტ სოფო ფოცხვერაშვილთან ერთად იმ


„ძმებო ნუ ითაკილეთ ამას , სირცხვილი ისაა თქვენს არ ყოფნაში მოხუცებულს თავში რომ“ …

გულთან მისატანი თხოვნით შემოვდივარ, ჩემო ძმებო და დაიკოებო, ვისაც საავადმყოფოში გიწევთ მშობელი, ბებია ან ბაბუა ან სულაც დიდი ბაბუა თუ


სიყვარულის ერთ-ერთი უჩვეულო თვისება

„ სიყვარულის ერთ-ერთი უჩვეულო თვისებაა: ბრმა — პოულობ; თვალახელილი — კარგავ“.    სულა სულაშვილი: საშინელებაა, როდესაც სიყვარული გაბრმავებს და დარწმუნებული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*