ათენის პატარა ქართველი ემიგრანტების დაუვიწყარი დღე | Jolo.ge


ათენის პატარა ქართველი ემიგრანტების დაუვიწყარი დღე

ათენის პატარა ქართველი ემიგრანტების დაუვიწყარი დღე

„ქართული შემოდგომა ათენში“ წელს განსხვავებული ზეიმით მოეწყო.  საბერძნეთში მცხოვრებ პატარა ქართველებს ლამაზი და დაუვიწყარი დღე საბავშვო პოეტმა, სოფო ფოცხვერაშვილმა აჩუქა. 

შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა და საბავშვო პოეტმა გადაწყვიტა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ქართულ ოჯახებს საბავშვო ლექსების კრებული გადასცეს საჩუქრად.

ამჯერად, ავტორი საბერძნეთს ესტუმრა და ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი „დედამიწა რაზე დგას“ ათენში მცხოვრებ პატარებს დაურიგა.

საბერძნეთამდე წიგნები ფერეიდანში გაგზავნა, მანამდე კი საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახის პატარები გაახარა.

ძალიან მალე სოფო ფოცხერაშვილის ლექსებს ბელგიაში მცხოვრები  ქართველებიც გაეცნობიან, როგორც ათენში, მათთანაც წიგნების ჩატანას თავად ავტორი აპირებს.

 

„ათენში ამ წიგნმა ბევრი ბავშვი გაახარა და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.  ვიცი, ეს წიგნი პატარებს ენის დავიწყების საშუალებას არ მისცემს. ამიტომაც სადაც ხელი და ხმა მიმიწვდება ყველგან მინდა საჩუქრად გადავცე მათ წიგნები. მინდა ჩემი ლექსებით მოვეფერო თითოეულ პატარას“ — ამბობს ემიგრანტი პოეტი.

ათენში დაგეგმილ ღონისძიებას, განათლებისა და კულტურის ცენტრმა „კავკასიამ“ უმასპინძლა. ეს არის ადგილი, სადაც საბერძნეთში მცხორები ქართველები ქართულ კულტურას ეზირებიან. ბაშვები აქ სწავლობენ ქართულ ცეკვას, ქართულ სიმღერას. პროფესიონალურ დონეზე ეუფლებიან მუსიკას, ესწრებიან სხვადასხვა საღამოებს და ხშირად ღონისძიებები მათი მონაწილეობით იმართება. ამჯერადაც ასე იყო, სიმღერებთან ერთად „კავკასიის“ აღსაზრდელებმა სოფო ფოცხვერაშვილს თავისივე ლექსები შეაგებეს. ღონისძიებას ბრიუსელსა და ჟენევაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ეწვივნენ. ისინი ათენში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ.

ამ ყოველივეს სულისჩამდგმელი საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ელინისტი და ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი  ავთანდილ მიქაბერიძე გახლავთ. სწორედ მისი დამსახურებით შეხვდნენ ათენში მცხოვრები ქართველი ბავშვები ემიგრანტ პოეტს

ავთანდილ მიქაბერიძე: „დიდი ზეიმი გვაქვს ათენში, კონკრეტულად „კავკასიაში“, განათლებისა და კულტურის ცენტრში, საბავშვო პოეტთან სოფო ფოცხვერაშვილთან შეხვედრა შედგა, რაც დიდხანს დაამსახსოვრებათ აქ მყოფ ბავშვებს. დაახლოებით 80 წიგნი დავარგიგეთ… ამ ქალბატონის კეთილშობილურმა სურვილმა რომ დაურიგოს მესამე თაობის ემიგრანტებს წიგნები ჩვენზე ძალიან იმოქმედა, მადლობა ქალბატონ სოფოს ამ დიდი სურვილისთვის, ძალიან ამაღელვებელი დღე იყო ჩვენთვის. “

ავტორი: დეა თავბერიძე

 

 

 

 

ნანახია:(540)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დევით დეფის ახალი წიგნები და სიახLOVE მკითხველთან

„ვინც დღეს მოსვლა ვერ მოახერხეთ გულით გელით შაბათს,“ – ამბობს დავით დეფი და ჩვეულ ხელწერასაც არ ღალატობს — „სიახLOVE“.       არადა


ერლომ ახვლედიანის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

26 ნოემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა ერლომ ახვლედიანის 80 წლისადმი მიძღვნილი


ზურა ყიფშიძე, ლევან უჩანეიშვილის სპექტაკლში ბროდვეიზე

თეატრმა ნოსტალგია იცის, წყურვილი… თქვა მსახიობმა და ალბათ, სწორედ ეს არის მთავარი „დამნაშავე“ იმაში, რომ ლევან უჩანეიშვილი სპექტაკლს დგამს, ამ


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort