ათენიდან 21 წლის ბიჭის გადასარჩენად

by admin | 21 июля, 2018 23:23

რამდენიმე ხნის წინ „ჟოლომ“ მოგითხროთ ათენში მცხოვრები იმ ქართველი გოგონას [1]შესახებ, რომელიც საკუთარ თავზე მეტად სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავს. ქველმოქმედების შედეგად შეგროვილი ფულით მას ბევრჯერ უხსნია სხვების სიცოცხლე.

ნესი რობაქიძე ამჯერადაც საქველმოქმედო ღონისძიების ერთ-ერთი ინიციატორი გახლავთ. დღეს ის 21 წლის შოთიკო ვართუმაშვილის დასახმარებლად იბრძვის.

[2]

საქველმოქმედო პოეზიის საღამო კვირას, 22 ივლისს 15:00 საათზე, ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანებისა და ჯგუფ „ქართველები საბერძნეთში“ (ადმინისტრატორი სოფია ბასილაძე) ერთობლივი ძალებით გაიმართება.

მონაწილეობენ:

პოეზია-
სოფია კაკაჩია,
ნესი რობაქიძე,
უჩა ქათამაძე,
ქრისტი ჩაჩხიანი,
ზაირა კეღოშვილი,
თამო სულაქველიძე
გიორგი მანჯავიძე

მუსიკა : დიმიტრი ბიბიჩაძე, ანანომორჩილაშვილი.
ასევე იგეგმება ხელნაკეთი ნივთებისა და სამკაულების, წიგნების გამოფენა გაყიდვა.

21 წლის შოთიკო ვართუმაშვილი 2 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა და დღემდე საწოლს არის მიჯაჭვული.  მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა — მძიმე ავადმყოფია, თავის ტვინის დაავადებით, რომელიც ვერავის ცნობს, ის ნათესავებმა წაიყვანეს მოსავლელად. შოთიკოს 80 წლის ბებია უვლის, რომელსაც თითქმის ყველაფრის გაყიდვა მოუხდა რომ შვილიშვილისთვის მიეხედა. ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა  ერთი წელია, რაც სოციალური დახმარება მოუხსნეს.

„ნაკვეთები გაქვსო და ამიტომ მოგიხსენითო…არ მინდა ეს ნაკვეთები, აბა როგორ უნდა დავამუშავო მე მიწა? წაიღონ … ოღონდ სოციალური დახმარება დამიბრუნონ, რომ ეს თანხა ჩემს ავადმყოფ შვილიშვილს მოვახმარო…გული უკვე ვერ უძლებს ამდენ ტკივილს, იგი სადაცაა გაჩერდება, ხშირად ვფიქრობ — ხომ არ წავიდე და გადავარდე ხრამში, მაგრამ ვინ მოუვლის ჩემს უმწეო შვილიშვილს?“, — ამბობს თამარ ვართუმაშვილი.

ავადმყოფს მედდის 24 საათიანი მომსახურეობა ესაჭიროება, ბებია სიძვირის გამო ხშირად წამლებს ვერ ყიდულობს, წამლის გარეშე შოთიკოს კრუნჩხვები ემართება…

ნესი რობაქიძე: ბებია და შვილიშვილი კეთილი ადამიანების იმედად ცხოვრობენ. მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. პირველ რიგში, ეს არის მედიკამენტები, საყლაპავი მილები და პამპერსები, რასაც ბებიის პენსია არ ჰყოფნის, ხოლო სოციალური დახმარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ მოუხსნეს. ამიტომ მინდა მივმართო ყველას. მეგობრებო, თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, შემოგვიერთდით, ერთად ხომ ყველაფერი შეგვიძლია.

მისამართი: პატისიონის 81. განათლებისა და კულტურის ცენტრიკავკასია“.
საკონტაკტო ტელეფონები: 6992355777, 6946050333 

გადარჩენილი სიცოცხლე და ქართველი გოგონას კეთილი საქმეები ათენიდან[3]

 

ნანახია:(443)-ჯერ


Endnotes:
  1. ქართველი გოგონას : http://www.jolo.ge/gadarchenili-sicocxle-da-qartveli-gogonas/
  2. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/07/12.jpg
  3. გადარჩენილი სიცოცხლე და ქართველი გოგონას კეთილი საქმეები ათენიდან: http://www.jolo.ge/gadarchenili-sicocxle-da-qartveli-gogonas/

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/atenidan-21-wlis-bichis-gadasarchenad/