ათენიდან 21 წლის ბიჭის გადასარჩენად | Jolo.ge


ათენიდან 21 წლის ბიჭის გადასარჩენად

ათენიდან 21 წლის ბიჭის გადასარჩენად

რამდენიმე ხნის წინ „ჟოლომ“ მოგითხროთ ათენში მცხოვრები იმ ქართველი გოგონას შესახებ, რომელიც საკუთარ თავზე მეტად სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავს. ქველმოქმედების შედეგად შეგროვილი ფულით მას ბევრჯერ უხსნია სხვების სიცოცხლე.

ნესი რობაქიძე ამჯერადაც საქველმოქმედო ღონისძიების ერთ-ერთი ინიციატორი გახლავთ. დღეს ის 21 წლის შოთიკო ვართუმაშვილის დასახმარებლად იბრძვის.

საქველმოქმედო პოეზიის საღამო კვირას, 22 ივლისს 15:00 საათზე, ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანებისა და ჯგუფ „ქართველები საბერძნეთში“ (ადმინისტრატორი სოფია ბასილაძე) ერთობლივი ძალებით გაიმართება.

მონაწილეობენ:

პოეზია-
სოფია კაკაჩია,
ნესი რობაქიძე,
უჩა ქათამაძე,
ქრისტი ჩაჩხიანი,
ზაირა კეღოშვილი,
თამო სულაქველიძე
გიორგი მანჯავიძე

მუსიკა : დიმიტრი ბიბიჩაძე, ანანომორჩილაშვილი.
ასევე იგეგმება ხელნაკეთი ნივთებისა და სამკაულების, წიგნების გამოფენა გაყიდვა.

21 წლის შოთიკო ვართუმაშვილი 2 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა და დღემდე საწოლს არის მიჯაჭვული.  მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა – მძიმე ავადმყოფია, თავის ტვინის დაავადებით, რომელიც ვერავის ცნობს, ის ნათესავებმა წაიყვანეს მოსავლელად. შოთიკოს 80 წლის ბებია უვლის, რომელსაც თითქმის ყველაფრის გაყიდვა მოუხდა რომ შვილიშვილისთვის მიეხედა. ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა  ერთი წელია, რაც სოციალური დახმარება მოუხსნეს.

„ნაკვეთები გაქვსო და ამიტომ მოგიხსენითო…არ მინდა ეს ნაკვეთები, აბა როგორ უნდა დავამუშავო მე მიწა? წაიღონ … ოღონდ სოციალური დახმარება დამიბრუნონ, რომ ეს თანხა ჩემს ავადმყოფ შვილიშვილს მოვახმარო…გული უკვე ვერ უძლებს ამდენ ტკივილს, იგი სადაცაა გაჩერდება, ხშირად ვფიქრობ – ხომ არ წავიდე და გადავარდე ხრამში, მაგრამ ვინ მოუვლის ჩემს უმწეო შვილიშვილს?“, – ამბობს თამარ ვართუმაშვილი.

ავადმყოფს მედდის 24 საათიანი მომსახურეობა ესაჭიროება, ბებია სიძვირის გამო ხშირად წამლებს ვერ ყიდულობს, წამლის გარეშე შოთიკოს კრუნჩხვები ემართება…

ნესი რობაქიძე: ბებია და შვილიშვილი კეთილი ადამიანების იმედად ცხოვრობენ. მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. პირველ რიგში, ეს არის მედიკამენტები, საყლაპავი მილები და პამპერსები, რასაც ბებიის პენსია არ ჰყოფნის, ხოლო სოციალური დახმარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ მოუხსნეს. ამიტომ მინდა მივმართო ყველას. მეგობრებო, თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, შემოგვიერთდით, ერთად ხომ ყველაფერი შეგვიძლია.

მისამართი: პატისიონის 81. განათლებისა და კულტურის ცენტრიკავკასია“.
საკონტაკტო ტელეფონები: 6992355777, 6946050333 

გადარჩენილი სიცოცხლე და ქართველი გოგონას კეთილი საქმეები ათენიდან

 

ნანახია:(444)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მოიპოვეთ გავლენა თქვენს სფეროში

ნებისმიერი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წარმატებისთვის გავლენის მოპოვებაა. თუ თქვენ შეძლებთ გახდეთ პოპულარული მაშინ წარმატება გაცილებით უფრო მარტივად მისაღწევი იქნება.


ადამიანთა უბედურება მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია

ადამიანთა უბედურება მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია. ჩვენ არავის უნდა ვუხსნათ რაიმე და არავის წინაშე ვართ ვალდებულები, მანამ, სანამ ჩვენი


რა არ უნდა უთხრათ მეუღლეს, როცა ჩხუბობთ

ამ სტატიით შეიტყობთ თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ წყვილებმა ოჯახური იდილია. ამაში წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია დაგეხმარებათ. ის იმ ფრაზებს გთავაზობთ,


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort