ატარეთ 21 დღე იასამნისფერი სამაჯური და ნახეთ, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში | Jolo.ge


ატარეთ 21 დღე იასამნისფერი სამაჯური და ნახეთ, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში

ატარეთ 21 დღე იასამნისფერი სამაჯური და ნახეთ, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში

ამერიკელ მღვდელმსახურ უილ ბოუენს უბრალო და იმავდროულად გენიალური აზრი დაებადა იმის შესახებ, რომ მთელი ჩვენი სამყარო უკეთესად შეიძლება ვაქციოთ…იისფერი სამაჯურის წყალობით!

„ცხოვრება წუწუნის გარეშე!“

უილლ ბაუენი  აკვირდებოდა რა ადამიანის ქცევებს, მივიდა იმ დასკვნამდე:  თუ რაზე საუბრობს და ლაპარაკობს ადამიანი, გამომდინარეობს მისი აზროვნებიდან. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე და ვლინდება ქმედბებში.

აღმოჩნდა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად  – ვწუწუნებთ, ვაკრიტიკებთ, ვჭორაობთ, ვაბრალებთ, განვიკითხავთ, ვკიცხავთ…

რა, არ გჯერათ?

მოსინჯეთ და დააკვირდით თქვენს თავს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღის მანძილზე!

უილიამ ბოუენმა 2006 წელს გამოიგონა, ადამიანის ბედნიერად გადაქცევის უნიკალური და ამავე დროს, ძალიან უბრალო საშუალება.

მან შესთავაზა, მსურველებს, შეეცვალათ ცხოვრება უკეთესობისკენ  მისი მოფიქრებული მეთოდით:

გაიკეთეთ მაჯაზე, იასამნისფერი სამაჯური მBომდევნო 21 დღის მანძილზე და ამ ხნის განმავლობაში შეწყვიტეთ კრიტიკა, ჭორაობა და უკმაყოფილობის გამოთქმა.

თქვენ დაინახავთ, როგორ შეცვლება თქვენი ყოველდრიურობა. მიეჩვევით ცხოვრებას წუწუნის გარეშე!

თუ ამ დღეების განმავლობაში, დაგავიწყდათ და წარმოსთქვით „აკრძალული“ სიტყვები, მაშინ ის უნდა გადაიტანოთ, ერთი ხელიდან მეორეზე და ათვლა (21 დღიანი) დაიწყოთ დავიდან. გააგრძელეთ მანამ სანამ სამაჯური ერთ ხელზე არ შეგრჩებათ სრული 21 დღე.

ექსპერიმენტის შედეგი, სცდება ყველა მოლოდინს!!!

ადამაინები ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროგრამაში შეიცვალნენ, თანაც ძალიან. მათში ძველი პიროვნების ამოცნობა იყო შეუძლებელი. ეს მოვლენა, არ დარჩა ყურადღების გარეშე და შემდეგში, ამ მეთოდს მიმართეს მონაწილეების მეგობრებმა და ახლობლებმა.

მე პირადად, როგორც ქოუჩი ამ მეთოდს ვიყენებ  ქოუჩ-სესიებზეც, მხოლოდ, ოდნავ გართულებული ფორმით (ალბათ ზოგიერთებს გაეცინება:) ), ვიყენებ მას, როგორც ერთ-ერთ მეთოდთაგანს, პოზიტიური აზროვნების განსავითარებლად.

ჩემმა პარტნიორებმა (ზოგიერთებმა), გამოსცადეს  მისი მოქმედება და აღიარეს შედეგი.:)

თავადაც გავიარე პოზიტიური აზროვნების ჩვევამდე დასაყვანად ზემოთხსენებული გზა და დამერწმუნეთ, ის მუშაობს ფანტასტიურად.:)

რატომ ასეთი მარტივი მეთოდი? 

რატომ არის ცხოვრება წუწუნის გარეშე ასეთი ეფექტური?

აქ მთავარია თავად განწყობა. დილიდანვე, თავლებს როგორც კი გახელთ თქვენ b2იცით, რომ არ უნდა იწუწუნოთ და არ უნდა თქვათ ნეგატივი. მაშინ, საინტერესოა, რაღაცა ხომ უნდა თქვათ? თუ არა ნეგატივი, მაშინ მოგიწევთ შენიშნოთ ყველაფერში და განსაკუთრებით იქ, სადაც ადრე ვერც კი ამჩნევდით კარგი, დაინახოთ პოზიტივი. პოზიტივი საკუთარ თავში, გარშემო, ახლობლებში, ნივთებში, გარემოებებში და მთელს სამყაროში…

იზრდება და მატულობს თვითშფასება, აკონტროლებ შენს აზრებს და იმას რას ამბობ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის. ასევე ვურჩევ წაიკითხონ წიგნი უილლ ბაუენი  „ცხოვრება წუწუნის გარეშე“( Will Bowen – „Complaint free Relationships“)

თითქოს ყველამ იცის პოზიტიური აზროვნების შესახებ, ამაზე ვსაუბრობ თემაში გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე, მაგრამ ცხოვრება წუწუნის და მუდმივი უკმაყოფილების გარეშე, რატომღაც არ მცირდება.

მოდი, ვისწავლოთ ცხოვრება გააზრებულად და პოზიტიურად!

ჩაატარეთ ექსპერიმინტი. გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შედეგები ბლოგზე!

ეს იქნება, სახალისო და სასრგებლო ექპერიმენტი მონაწილეთათვის.

წარმატებებს გისურვებთ!

ქოუჩი და წრამატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში  

თამარ კავრაცხელია

წყარო: zrda.wordpress.com

ნანახია:(839)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«კი მაგრამ აქამდე როგორ ვცხოვრობდი ასე უაზროდ?»

არსებობს სივრცე, რომელიც სამუდამოდ ცვლის ცხოვრებას. ამ ცვლილებების შემდეგ შენ ფიქრობ: «კი მაგრამ აქამდე როგორ ვცხოვრობდი ასე უაზროდ?» ჩვენს საყვარელ


„სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ“ – სასწაულმოქმედი რეცეპტი

– ნახვამდის, ძვირფასო და დაიმახსოვრეთ: აპატიეთ, აპატიეთ და კიდევ ერთხელ, აპატიეთ! სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ! გისურვებთ ჯანმრთელობას! შემდეგი! – ექიმო, გამარჯობათ!


„ის რომ ბედნიერი ყოფილიყო“ …

«გზაზე მოხუცი მამაკაცი იდგა და მოწყალებს ითხოვდა. ჩამოიარა მხედარმა და მოხუცს მათრახი გადაჰკრა. — მოხუცმა თვალი გააყოლა მხედარს და ბედნიერება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<