ასტროლოგიის კურსი „ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლის“ პროგრამში | Jolo.ge


ასტროლოგიის კურსი „ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლის“ პროგრამში

ასტროლოგიის კურსი „ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლის“ პროგრამში

„იმისათვის, რომ იცოდე ზუსტად  რა არის შენი მისია,  რა მიმართულებით უნდა იმუშაო, როდის სჯობს დაიწყო ან არა ახალი საქმე, ან როდის „იგეგმება“ ცხოვრებაში შენგან დამოუკიდებელი თავგადასავლები, — მნიშვნელოვანია ზოგადი ასტროლოგიური ინფორმაციის ფლობა, რასაც  მსმენელები პირადი და ინდივიდუალური მუშაობის შედეგად „ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლაში“ მიიღებენ “ — ამბობს ამავე სკოლის დამფუძნებელი ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი.

მომავალი სპიკერები, კურსის განმავლობაში, მიიღებენ ინფორმაციას თუ რა ასტროლოგიური მონაცემების ცოდნა და გათვალისწინებაა სასურველი პირადი და საქმიანი ცხოვრების წარმატებულად წარმართვისთვის; ამავე პროგრამის ფარგლებში,  შეადგენენ და განიხილავენ თავიანთ პირად ასტროლოგიურ რუკებს, რაც ხელს შეუწყობს მათი მიმდინარე თუ სამომავლო საქმიანობის ორიენტირების განსაზღვრას.

ანუკა ლომიძე, პირველი ასტრო-ეზოთერული ელ.ჟურნალის Astrologia.ge  პროექტის ხელმძღვანელი: „ქოუჩინგის და სპიკერობის სკოლისა“ და ჩვენი პროექტის თანამშრომლობა, ვფიქრობ, ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს კურსის მსმენელთა სამომავლო წარმატებულ საქმიანობაში.

Astrologia.ge  ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის, „აჰუაჰუ — ფონდი კულტურის განვითარებისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც 2011 წლიდან დღემდე, პოპულარული ენით ავრცელებს ყოფით ცხოვრებაში თუ საქმიან სფეროში, ნებისმიერი ჩვენგანისთვის მარტივად გამოსაყენებელ ეზოთერულ ინფორმაციას.

ცოდნას, რომელიც ოთხი ათას წელიწადზე მეტს ითვლის და რომლის აღდგენაც თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. ჩვენ პირველივე დღიდან, ვთანამშრომლობთ საუკეთესო სპეციალისტებთან ამ სფეროში, რომლებიც გვეხმარებიან პროფესიულად დამუშავებული მასალების მომზადებაში, მკითხველთან ნდობით აღჭურვილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და ჟურნალის შინაარსის სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის საინტერესოდ დაგეგმვაში.

„ვამზადებთ მასალებს ერთმანეთისთვის, ვვითარდებით ერთად“ — დაახლოებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს ჩვენი ერთგული მკითხველისა და ძირითადი გუნდის ურთიერთობის ფორმატი.

ასტროლოგია და „ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა“

ასტროლოგიური ცოდნა ნებისმიერი საქმის წარმართვაში შეიძლება ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ, იმისთვის რომ ვიყოთ მეტად ეფექტურები, შედეგზე ორიენტირებულები და გაანალიზებული გვქონდეს შესაძლო რისკებისა თუ მარცხის თავიდან აცილების, არასასურველ სიტუაციებთან გამკლავების შესაძლებლობები.

ასტროლოგიური ცოდნა შეიძლება გავითვალისწინოთ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაგეგმვისას, ახალი ინიციატივების განხორციელების დაწყების ან დასასრულებელი საქმიანი ურთიერთობებისა თუ პროექტების დახურვისას.

კურსის განმავლობაში შევეხებით ისეთ საკითხებს როგორიც არის საქმიანი ცხოვრების მთვარის კალენდრის მიხედვით წარმართვა, სხვადასხვა სტიქიებისა თუ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ურთიერთთანამშრომლობის დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრა. გავიგებთ ჩვენი პირადი ასტროლოგიური რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელ სფეროში, რა ფორმატით, როგორი დატვირთვით სჯობს საქმიანობა. სად ვიქნებით უფრო ეფექტურები და სად მოგვიწევს ენერგიის დაზოგვა.

პროექტთან მიმართებაში, ვისურვებდი რომ ყველა მსმენელმა მაქსიმალურად აითვისოს და სასიკეთოდ გამოიყენოს პროგრამების ავტორების მიერ შეხვედრებისას შეთავაზებული ინფორმაცია და მალევე გადაიტანოს წარმატებულ პრაქტიკაში.

დეა თავბერიძე

 

ნანახია:(104)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მიეცით თავს უფლება, მიიღოთ ცხოვრებისაგან ის, რისი მიღებაც გსურთ“….

…და აი 2018 წლის პირველი ტრენინგით — ტრადიციული «პირველი გამაჯანსაღებელით» ველოდები თქვენთან შეხვედრას:))) …განეწყვეთ თქვენი ცხოვრების შესაცვლელად… შექმენით მოლოდინი… მიეცით


„ქალურობის სკოლა: რიგითი ქალიდან ქალღმერთამდე»

პროგრამა „ქალურობის სკოლა: რიგითი ქალიდან ქალღმერთამდე»- ეს არის ფსიქოტექნიკებისა და ენერგეტიკული პრაქტიკებისაგან შედგენილი უნიკალური პროგრამა თქვენი ქალური თვითმყოფადობის, მიმზიდველობის, წარმატებისა


შეცვალე სამყარო შენს ირგვლივ და აიხდინე ოცნება — თამარ საგინაშვილის ერთდღიანი ვორქშოფი

რა გაღელვებთ ყველაზე მეტად ახლა? რომელი თქვენი პრობლემის მოგვარება გააუმჯობესებდა თქვენს ცხოვრებას მომენტალურად? ჩემი გამოცდილებით ადამიანებს ყველაზე მეტად ის აწუხებთ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*