„ასევეა სიყვარულიც… აი, ამაზე ღირს დაფიქრება.“ … | Jolo.ge


„ასევეა სიყვარულიც… აი, ამაზე ღირს დაფიქრება.“ …

„ასევეა სიყვარულიც… აი, ამაზე ღირს დაფიქრება.“ …

 

«არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ხელოვნების ნიმუშით, მუსიკალური ნაწარმოებით ან ბუნების მშვენიერი პეიზაჟით მოიხიბლება და არ წამოიძახებს: — რა სილამაზეა! რა მშვენიერებაა!.. მაგრამ დაამტკიცებ ამ სილამაზეს?!.

სილამაზეს ხაზებისა და საღებავების არსებობით ვერ დაასაბუთებ, არც ამ საღებავებსა და ხაზების ნებისმიერი შეთანხმება მოგვცემს აუცილებლად სილამაზეს. როდესაც მზის ამოსვლას ან მის ჩასვლას ვუმზერთ და შევძახებთ: — რა მშვენიერია! ამის ახსნა არ შეგვიძლია.

იგივე ხდება მუსიკასთან დაკავშირებით: ვისმენთ მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელსაც სადღაც, ჩვენი ცნობიერების, ჩვენი ბუნების, ჩვენი არსებობის სიღრმეში გადავყავართ; და ყოველივე ამას — როგორც სილამაზეს — ისე განვიცდით. ასე ვუკავშირდებით ამ სილამაზეს, სილამაზე აისახება ჩვენში, როგორც განცდა, როგორც ჩვენი პირადი შინაგანი გამოცდილება.

ასევეა სიყვარულიც. ვიღაც გვიყვარს არა იმიტომ, რომ იგი განსაკუთრებულად ლამაზი, ჭკვიანი ან ნიჭიერია; ჩვენ ის იმიტომ გვიყვარს, რომ იგი თითქოს ჩვენი მიმართულებით ასხივებს, რაღაც ისეთს, რაც გვატყვევებს; ვუცქერთ ადამიანს და მასში სილამაზეს ვხედავთ…

და ეს გამოცდილება სიყვარულისა და სილამაზისა, რომელიც გამოსჭვივის მხატვრობაშიც, მუსიკაშიც და ბუნებაშიც, არის სწორედ იგი, რომელსაც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში — I საუკუნეში, ქრისტიანული ეპოქის გარიჟრაჟზე რომ დაიწერა — რწმენა ეწოდება.

ეს არის რწმენა… მაგრამ იმაზე კი არ არის დაფუძნებული, რისი დამტკიცებაც შესაძლებელია, რასაც ხელით შეეხები და დაინახავ, არამედ ესაა უშუალო, პირდაპირი გამოცდილება.

აი, ამაზე ღირს დაფიქრება. იმიტომ, რომ, თუკი ჩვენ განვიცდით სიყვარულს, ბუნებას, ხელოვნებას და საკუთარ რელიგიურ გამოცდილებას, როგორც იმ მშვენიერებამდე აღმაღლებულებს, რომელთან შეერთებითაც ვიძენთ სიღრმესა და სიფაქიზეს და სრულიად განვახლდებით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გრძნობებში არის რაღაც ჭეშმარიტება, რაღაც რეალობა. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც შეგვიძლია, რომ დავსვათ საკითხი იმ რელობის შესახებ, რომელიც ამ გრძნობების მიღმა არსებობს».

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

დავით ბრეგვაძე

ნანახია:(100)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ მოვიპაროთ მინიმუმ 5 წელი

  წლების მატება ბევრი ქალბატონისთვის მტკივნეული საკითხია, თუმცა ბევრმა იცის როგორ გამოიყურებოდეს ყოველთვის ახალგაზრდულად. გაითვალისწინეთ რამდენიმე ხრიკი და მინიმუმ 5


როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი სიცილის მანერის მიხედვით

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის წამყვანი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიცილი საუკეთესო, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. არც თანამედროვე მედიცინა უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღიმილი არაერთი


„ყოველი დღე არჩევანია! … და ეს არჩევანი შენზეა“ — თამარ კვარაცხელია

შენ ირჩევ… მხოლოდ და მხოლოდ შენ ადგენ საზღვრებს და ამ საზღვრებში ქმნი შენს სამყაროს. ჯერ შიგნით მერე გარეთ. არჩევანი შენს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*