„ასეთ ადამიანებზე რომ არ მოგიყვეთ, არ შეიძლება“ | Jolo.ge


„ასეთ ადამიანებზე რომ არ მოგიყვეთ, არ შეიძლება“

„ასეთ ადამიანებზე რომ არ მოგიყვეთ, არ შეიძლება“

ასეთ ადამიანებზე რომ არ მოგიყვეთ ხოლმე არ შეიძლება

გუშინ როგორც იცით კარგარეთელის კუთხეში რომ იჯდა, ის ბებო გადავიყვანეთ სახლში. ბებო ჯექსონამ წაიყვანა და მე დავრჩი დარჩენილი ყუთები და ნაგავი რომ გადამეყარა.

დიდი ხნის ნაგროვები გაფუჭებული საჭმელი მუყაოს დიდ ყუთში იყო და სანაგვესთან მივიტანე, ძაღლებს და კატებს შეაჭამოს იქნებ ვინმემ-თქო…

ამ დროს მოხუცი «სტაიანშჩიკი» მოვიდა და შეიძლება ზოგი რამე საჭმელად ვარგოდეს და ავიღებ აქედან რამესო, და დაიწყო ძებნა იმ ძველ ყუთში

მე გზის აქეთ დიდ პარკებში ვყრიდი ნაგავს და 10 წუთის შემდეგ ეს სტაიანშჩიკი მოდის და დიდი პარკი მოაქვს, დავხედე და ას ლარამდე ხურდა იყო შიგნით — ყუთის ძირში ვიპოვეო, სიმწრით ექნება მოგროვილი და ალბათ აღარ ახსოვდაო, მოხუცია და მიუტანეო

თვითონ მშიერმა, ქუჩაში რომაა სულ, მეორე ასეთივე ადამიანს რამხელა სითბო მისცა
ადამიანი ქუჩაშიც ინარჩუნებს ადამიანობას, ადამიანი ყველგან და ყველანაირ პირობებშიც ადამიანია, ეხლაც მებღავლება რომ მახსენდება გეფიცებით
ფოტო მისი არაა, არ დაწეროო, კარგი კაცობისთვის მადლობა არ მინდაო
#სიკეთეგადამდებია — თქო გეუბნებით

აკა სინჯიკაშვილი

 

 

ნანახია:(43)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გოგა ჩანადირის ისტორია მალდივებსა და ქართულ ანბანზე

მალდივებზე გერმანული წყვილი და მე მყვინთავის კურსს გავდიოდით. გამოცდის ჩაბარებამდე ვიდეოგაკვეთილებს გვიტარებდნენ და ღია წყალში ჩასაყვინთად გავყავდით. ვიდეოგაკვეთილები ლელქაშებით დახურულ


პირველი ქალი, რომელმაც 196 ქვეყანაში იმოგზაურა

კასი დე პეკოლი 27 წლის ამერიკელი მოგზაურია, რომელმაც 196 სუვერენული ქვეყანა ყველაზე მოკლე დროში, 18 თვეში მოინახულა. ამგვარად ის გინესის


28 მაისს გარბენი ლისის ტბაზე — იგემეთ შეჯიბრისა და სირბილის აზარტი

,,მობრძანდით 28 მაისს ლისის ტბის ლამაზ გარემოში. თუ აქამდე არ გირბენიათ, ირბინეთ ჩვენთან ერთად, განიცადეთ სირბილის და შეჯიბრის ჟინი, ნახეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*