„ ასე შევრჩი ნენა ბაბუაშენს — ერთიო რომ თქუა ორის თქმაი ვინ აცალა“… | Jolo.ge


„ ასე შევრჩი ნენა ბაბუაშენს — ერთიო რომ თქუა ორის თქმაი ვინ აცალა“…

„ ასე შევრჩი ნენა ბაბუაშენს — ერთიო რომ თქუა ორის თქმაი ვინ აცალა“…

შვილიშვილმა, რომელმაც თავის გურულ ბაბუას ცოტა არ იყოს და აუტანელი ხასიათი შეატყო, გაკვირვებულმა კითხა ბებიას:

— ბებია რამ გადაგრია ამას რომ წამოყეი ცოლად?

-ვინ შემეკითხა ნენა? შამუარდა ეზოში ჩემსას, მსტაცა წელში ხელი და შემიგდო ცხენზე.

მამაჩემს ავი ძაღლი ყავდა ნენა, გამუარდა აი ძაღლი, გადოუდგა ცხენს წინ და არ უშობდა. გაი ძაღლო იქითო უთხრა, არ გევიდა ძაღლი. ამეიღო ამ შეჩვენებულმა მაუზერი, გაი ძაღლო იქითო უთხრა მარა კიდო არ წევიდა ძაღლი. დოუთვალა ნენა, ერთიოო ორიოო და სამზე გამოუშალა ფეხი მაუზერს და მოკლა აი ძაღლი ადგილზე.

წამომიყვანა ასე და მოვადექით ადიდებულ სუფსას, გაჩერდა ცხენი, ვერ შებედა წყალს ნენა. გაი ცხენო წყალშიო უთხრა, არ მივა ცხენი. ამეიღო მაუზერი. გაი ცხენო წყალშიო კიდო უთხრა, რო არ წევიდა დოუთვალა ნენა ამ ცხენსაც და ქე მოკლა ადგილზე. შემიგდო მხარზე და გამიყვანა წყალში.

ერთი წისქვილი იყო ნენე და შემიყვანა იქინე, გეიძრო აი სობელი ტანსაცმელი მიაფინა კედელთან და წამოწვა ნარზე. მოი ქალო აგერო მითხრა, მე გაჭირრვებული ევიტუზე კუთხეში. ამეიღო მაუზერი, მოი ქალო აგერო მითხრა კიდომ და არ დეიწყო დათვლაა … ერთიო რომ თქუა ორის თქმაი ვინ აცალა ნენა ერთი გამოხეული ნიფხავი მეცვა და ქე გადავაფარე მაუზერის ლულას. ასე შევრჩი ნენა ბაბუაშენს.

ნანახია:(10481)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„კიდევ კარგი ალკოჰოლზე არაფერი იკითხა, თორემ ნახავდა რა ანეგლოზიც უჯდა წინ“

ცოტა ხნის წინ სისხლი ჩავაბარე და ანკეტას ავსებენ: — ნახევარი საათი სიგარეტი ხომ არ მოგიწევიათ? — არა,საერთოდ არ ვეწევი. —


ლექს-სენის დამატყვევებელი ღიმილი (ვიდეო)

ქართული შოუბიზნესიდან „გაუჩინარებული“ ლექს-სენი, „სიცილისა და პოზიტივის კარნავალმა“ მონატრებულ თაყვანისმცემლებს დამატყვევებელი ღიმილით დაუბრუნა. ბევრისთვის საყვარელმა რეპერმა სიცილში გამოწვევას  ასე უპასუხა. ნანახია:(78)-ჯერ


გამოწვევა სიცილში და სათამაშო პატარებს (ვიდეო)

„სიცილისა და პოზტივის კარნავალი» სიცილის „ჩელენჯში“ იწვევს პატარა მოხალისეებს, გამოვლინდება 2 გამარჯვებული ბავშვი, რომლებსაც სათამაშოების ქსელი «ჭიტა»  სპეციალურად მათთვის შერჩეული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<