ასე სძინავთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს | Jolo.ge


ასე სძინავთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს

ასე სძინავთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს

ვერძი

ზოდიაქოს პირველი ნიშანი ვერძი ჰიპერაქტიურია და ძილის პრობლემები ხშირად აქვს. ამ ნიშნის სუსტი წერტილი თავია, რაც ამ კუთხით სხვადასხვა დაავადებებს განაპირობებს. იმისთვის, რომ ამ ნიშანმა მშვიდად და მალე შეძლოს ჩაძინება, ვერძმა დღის განმავლობაში უნდა დახარჯოს თავისი საოცარი ენერგია, რადგან დაღლის გარეშე ლოგინშიც არ გაჩერდება და დილამდე იმოძრავებს. თუ ვერძს ბოლოსდაბოლოს ჩაეძინა, მძაფრ და ემოციურ სიზმრებს ხედავს. ამ ნიშნის მარტივი ჩაძინებისთვის სასარგებლოა გრილ ოთახში ძილი და მშვიდი მუსიკის მოსმენა.




  

კურო

კუროს კარგად ჩაძინებისთვის კომფორტი, ფუმფულა საწოლი და ბალიშები, მდიდრული საძინებელი და სიჩუმე სჭირდება. ოთახი აუცილებლად დალაგებული და მყუდრო უნდა იყოს. ამ ნიშანს ძილთან დაკავშირებით პრობლემა უმეტესწილად არ აქვს. სძინავს მშვიდად და უწყვეტად. სიზმრები, რომლებსაც კუროები ხშირად ხედავენ, ძირითადად, შინაარსიანია და ერთგვარ მოთხრობას ჰგავს, რომლიდანაც გამოღვიძება არ სურთ. ძილისმოყვარულ კუროებს მაღვიძარა სჭირდებათ, რადგან შეუძლიათ, მშვიდი ძილით შუადღემდე ინებივრონ.

 

ტყუპები

ტყუპებს რამდენიმესაათიანი ძილიც ყოფნით ნაყოფიერად მუშაობისა და კარგი განწყობისთვის, თუმცა ამ რეჟიმით მათი დიდხანს კარგად ყოფნა ეჭვქვეშ დგება. ამ ნიშნის გონება მუდმივად ახალი იდეებისა თუ პროექტების გენერირებით არის დაკავებული, რაც ფიქრსა და გააზრებას მოითხოვს, ამიტომაც ჩაძინება უჭირთ, რადგან ლოგინშიც ზოგჯერ გათენებამდე ფიქრობენ. ტყუპებს ჩაძინებისთვის ძალიან დაეხმარება მედიტაცია ან იოგა. მათ ტვინს დასვენება და საფიქრალისგან დროებით მოშორება სჭირდება.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებს ძილთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად აქვთ. მთავარი მიზეზი ან დეპრესიული განწყობა და დაძაბულობაა, ან კოშმარები, რომელთა გამო, უკიდურეს შემთხვევაში, ჩაძინების შიშიც კი ვითარდება. ჩაძინებამდე ბევრს მოძრაობენ, ბევრს ფიქრობენ, ათას წვრილმანზე დარდობენ და ამ აურზაურის შედეგად, ქვეცნობიერიც სიზმარში არასასიამოვნო სცენებს ქმნის. ჩაძინებამდე კარგი იქნება, თუ პოზიტიურ მოვლენებზე იფიქრებთ, სასაცილო ამბებს გაიხსენებთ და თავს ხელი შეუწყობთ, მშვიდად ჩაიძინოთ.


ლომი

თუ ლომი დასტრესილი და დაძაბული არ არის, მარტივად ეძინება და დილამდე არ ეღვიძება. კუროს ნიშნის მსგავსად, ლომებსაც უყვართ ფუფუნება და მდიდრული აპარტამენტები. საძინებელიც ფუმფულა და კომფორტული უნდა იყოს, ძვირფასი თეთრეულით გაშლილი. ამ ნიშანს საძინებელის კედელზე ხშირად უკიდია საყვარელი ადამიანების ფოტოები. ამ გზით ლომები პოზიტიურ განწყობას იქმნიან. მათთვის ემოციური და ფიზიკური სიახლოვე ძალიან მნიშვნელოვანია. ლომი ძილში ხშირად სასიამოვნო, ღიმილისმომგვრელ სიზმრებსაც ხედავს.

ქალწული

თუ საძინებელი ოთახი მოუწესრიგებელია და ქალწული თავადაც გადაღლილი და გონებრივად არეულია, მარტივად ვერ იძინებს. მისი გონება, ტყუპების მსგავსად, მომართულია ფიქრის, ანალიზისა და კრიტიკისკენ. ამ ნიშანს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძილი ჰაერივთ სჭირდება. ქალწულებო, თუ ბევრი მიზეზის გამო, რაც გადაწყვეტას მოითხოვს, ჩაძინება გიჭირთ, აიღეთ ბლოკნოტი და ჩამოწერეთ ის საკითხები, რომელთა შესახებ ფიქრს დილიდან დაიწყებთ. ეცადეთ, ძილის წინ გონება მსუბუქ და სასიამოვნო თემებზე გადართოთ.

სასწორი

სასწორებს ან ძალიან დიდხანს სძინავთ ან საერთოდ არ სძინავთ. თუმცა მცირე ძილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათთვის სრულებით საკმარისია. ამ პერიოდის მერე უკვე იწყება მუდმივი ძილისკენ მიდრეკილება და შეუძლიათ, შუადღემდე მოუბეზრებლად ინებივრონ. ამ ნიშანს ჰარმონიის და შინაგანი წონასწორობის მისაღწევად ბალანსი სჭირდება ყველაფერში, რაც ძილის მოწესრიგებასაც უზრუნველყოფს. სასწორის საძინებელი ყოველთვის მოწესრიგებული და ესთეტიკურად გალამაზებულია სხვადასხვა აქსესუარებით.

 

მორიელი

მორიელის ძილი განპირობებულია მისი განწყობით. მორიელსაც, სხვა ნიშნების მსგავსად, რამდენიმესაათიანი ჩაძინება ჰყოფნის. უმეტესწილად ფიქრით დაღლილი გვიან იძინებს. თუ მორიელს ცუდ ხასიათზე ჩაეძინა, სიზმარიც შესაბამისად არასასიამოვნო იქნება, ხოლო თუ კარგი განწყობით ჩაეძინა, ეს განწყობა პირდაპირ აისახება პოზიტიურ სიზმარზე. ეს ნიშანი ხშირად თავის ემოციებს სხვის დასანახავდ არ ავლენს და გულში ინახავს, რაც დღის ბოლოს გროვდება და ძილის წინ ამოხეთქავს ვულკანივით. ამ ყოველივეს კი შინაგანი ფორიაქი და მღელვარება მოჰყვება. მორიელის ნიშნისთვის სასარგებლოა მედიტაცია და დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე სუფთა ჰაერზე სეირნობა.


 

მშვილდოსანი

მშვილდოსანიც იმ ნიშანთა კატეგორიაში ირიცხება, რომლებსაც მცირეხნიანი ძილი სრულებით ჰყოფნით. ცეცხლის ნიშნის ეს წარმომადგენელი ამოუწურავი ენერგიით არის სავსე და სანამ, ვერძის მსგავსად, კარგად არ დაიღლება, ჩაძინება გაუჭირდება. მშვილდოსნების სიზმრები არც ისე შინაარსიანია. ძირითადად, უაზრო და ულოგიკო სიზმრებს ხედავენ, რომელთა დიდი ნაწილი მეორე დღეს არც ახსოვთ. თუმცა რამდენიმესაათიანი ძილი ყოველთვის საკმარისი არ იქნება. შესაძლოა, დროთა განმავლობაში, ძილის სურვილი მშვილდოსნებს სამუშაო პროცესში გაუჩნდეთ, რაც მათ შრომისუნარიანობას ხელს უშლის.


თხის რქა

თხის რქებს, ზოგადად, ძილის მხრივ პრობლემა არ აქვთ. გამომდინარე მათი თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობიდან, დღის ბოლოს ისეთი დაღლილები ბრუნდებიან სახლში, რომ საძინებლამდე ძლივს მიდიან. ამ ნიშანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ წარმატებული და ნაყოფიერი არსებობისთვის სრულყოფილი ძილია საჭირო. ცდილობენ, გვიანობამდე არ იფხიზლონ და ადრევე მიაშურონ საძინებელს. თუმცა არის მეორე უკიდურესობა. თხის რქაზე სტრესი ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს. სტრესი ამ ნიშნის შემთხვევაში ინსომნიას იწვევს. უძილობა თხის რქის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება.


მერწყული

მერწყულს ხშირად არაკომფორტულად სძინავს, პერიოდულად ეღვიძება და ხელმეორედ ჩაძინება უჭირს. ხშირ შემთხევაში უძილობის გადასალახად ეს ნიშანი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. მერწულები ლოგინში აიპედით თამაშობენ, ჩართული აქვთ კომპიუტერი ან რადიოს უსმენენ. თუმცა ამ გზით მხოლოდ დროის გაყვანა ხდება და არა ძილის მოგვრა. ასტროლოგები მერწყულებს ურჩევენ, ზემოთ ჩამოთვლილი საგნები გვერდზე გადადონ და მათ ნაცვლად კითხვა დაიწყონ. ძილის წინ კითხვას დადებითი შედეგი ექნება და ჩაძინებასაც ხელს შეუწყობს.

 


თევზები

თევზებისთვის ძილი ერთგვარი ოპიუმია. ამ ნიშანს ენერგიის აღდგენისთვისა და კარგი განწყობისთვის ჰაერივით სჭრიდება, მინიმუმ, 8-საათიანი მშვიდი და უწყვეტი ძილი. თევზები ხშირად ფანტაზიურ და ცოცხალ სიზმრებს ხედავენ, გამოღვიძების შემთხვევაში რეალობისა და სიზმრის გარჩევა ხშირად უჭირთ.
ინტუიციაგანვითარებული თევზების ზოგიერთი სიზმარი შეიძლება, წინასწარმეტყველურიც იყოს. მშვიდი მუსიკის მოსმენა თევზების ჩაძინებისთვის ერთ–ერთი შედეგიანი მეთოდია.

 




ნანახია:(1477)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა არ იციან ქართველმა დიეტოლოგებმა

„ ჩემთვისაც უდიდესი გადატრიალება გახდა უახლესი პროგრამა, რომელიც სხეულზე მუშაობით, ავტომატურად და «უმტკივნეულოდ» იწვევს წონის კლებას“ — ამბობს Ideal me-ს ავტორი


ვარსკვლავური ტატუები და მათი მნიშვნელობა

  ტატუ დღესდღეობით იმდენად პოპულარულია ერთ სხეულზე შესაძლოა ათობითაც კი შეგხვდეს. ყველა ადამიანი ცდილობს ტატუ განსაზღვრული მნიშვნელობით გაიკეთოს, უმრავლესობას წარწერები


«ცნობილ ადამიანთა ფსევდონიმები»

— ფსევდონიმი: მარკ ტვენი — ნამდვილი სახელი: სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი — ფსევდონიმი: სტენდალი — ნამდვილი სახელი: ანრი მარი ბეილი —


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*