არტთერაპია ყველასთვის — კოლაჟირება (ღია შეხვედრა) | Jolo.ge


არტთერაპია ყველასთვის — კოლაჟირება (ღია შეხვედრა)

არტთერაპია ყველასთვის — კოლაჟირება (ღია შეხვედრა)

არტთერაპია არის თანამედროვე ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი უნიკალური და ეფექტური მიმართულება, რომელიც იყენებს ხელოვნების სხვადასხვა სახეს და ეყრდნობა ადამიანის შემოქმედებას.

ის წარმატებით გამოიყენება, როგორც სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის დაძლევისთვის, ასევე შემოქმედებითი ნიჭის დახვეწისა თუ განვითარებისთვის, პედაგოგიკაში — სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის, მოსწავლეთა შსაძლებლობების გაფართოებისთვის.

არტთერაპიული მიდგომები წარმატებით გამოიყენება სოციალურ სფეროშიც, სპეციალურისაჭიროებისა და ხანდაზმული ასაკის ადამიანების მხარდაჭერისთვის, თვითშეფასების ამაღლებისა და მენთალური სისუსტის თავიდან აცილებისთვის.
გარდა ამისა, არტთერაპიული სავარჯიშოები ძალიან სახალისოა და საშუალებას გვაძლევს საინტერესოდ გავატაროთ დრო ახლობლებთან ერთად, ყოველგვარი თერაპიული მოლოდინების გარეშეც.

ამჯერად გაგაცნობთ არტთერაპიის ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებას, რომელსაც კოლაჟირება ქვია. თქვენ საშუალება გექნებათ გაარკვიოთ თქვენი პოტენციალი ყველაზე აქტუალურ სფეროში, შეაფასოთ თქვენი წარსული, აწმყო და შეიხედოთ მომავალში — ყოველგვარი ჯადოსნობის გარეშე, ასევე დარწმუნდებით არტთერაპიის უსაზღვრო შესაძლებლობებში.

კოლაჟირება წარმატებით გამოიყენება მიზნის მიღწევის სწორი დაგეგმარებისთვის, ადექვატური და ეფექტური გზებისა და საშუალებების მოძიებისთვის.
ეხლა თქვენც სცადეთ!
შეხვედრისთვის აუცილებელია სამუშაო მასალა:
1) ქაღალდი ფორმატით A3 ;
2) 3-4 ჟურნალი ფერადი ილუსტრაციებით (ნებიმიერი,
თქვენთვის მისაღები);
3) მაკრატელი;
4) წებო;
5) კარგი, შემოქმედებითი განწყობა;

შეხვედრაზე ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდა და განვითარება — ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, მედიკოსებს, პედაგოგებს, სოციალურ პედაგოგებს, სოციალურ მუშაკებს და სხვა.

წამყვანი — ეთერ ფილიპოვიჩი, მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, სერტიფიცირებული ტრენერი, ნლპ პრაქტიკოსი, არტქოუჩი, ქართული მეტაფორული ბარათების ნაკრებების ავტორი.

შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 სთ.

დასწრების საფასური — საჩუქრად.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია — გამოგზავნეთ შეტყობინება ე-მისამართზე:
art-info.course@yandex.ru
სათაურის ველში მიუთითეთ «კოლაჟირება»

კონტაქტი: +995 599 471 477

შემოგვიერთდით! ერთად დავგეგმოთ თქვენი ახალი წარმატება!

ნანახია:(64)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ცვლილებები გარდაუვალია!!! — დაიწყეთ მთავარით თამარ კვარაცხელიასთან ერთად

მიუხედავად გამოსასვლელი დღისა ვმუშაობ და ჩემთვის ამ ყველაფერს მოაქვს სიხარული. ისე, რომ დააკვირდე როგორი შეუთავსებელი რამეა,სამუშაო და სიხარული… მაგრამ, ნება მომეცით


საგვარეულო პრაქტიკების სემინარები თბილისში; 23 -24 მარტს

როგორც პარაფსიქოლოგებისგან ცნობილია ახლო ნათესავებს ერთმანეთთან „უხილავი ძაფები“ აკავშირებთ, ეს არის ის ენერგეტიკული კავშირი, რომელიც წინაპრებისგან გაუცნობიერებელი პროგრამირების სახით, ჩვენდა უნებურად, მემკვიდრეობით გვერგო.


«ცხოვრების არსის საიდუმლო» – შენი შინაგანი ხმა

იცი თუ არა, რა ძალა აქვს შენს შინაგან ხმას, რა სასწაულებს ახდენს და როგორ უნდა მოუსმინო მას? — ამ და სხვა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<