«არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები» | Jolo.ge


«არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები»

«არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები»

არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები,

რომლებიც სულ იყვნენ, სულ არიან და სულ იქნებიან შენში.

ეს ადამიანები იმ დროს იბადებიან შენს ცხოვრებაში, რის მერეც ბავშვი აღარ ხარ.

მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, სად წავა და ვინ დაიკავებს შენს ადგილს მის ცხოვრებაში,

რომელი ცის ქვეშ იცხოვრებს,

რომელ მდინარეში შევა ორჯერ, ოთხჯერ თუ ოცჯერ,

შენ კიდე შენს მდინარეს მიუყვები და იცი რომ არასოდეს გამოირიყებით ერთმანეთის ნაპირზე, რადგან სხვადასხვა კალაპოტში მიედინებით,

სადაც ერთი კენჭიც კი არაა მსგავსი.

მაგრამ ეს ადამიანები თავის კალაპოტიანად გიყვარს შენი რუტინის, შენი ყოველდღიურობის, შენი საზრუნავის, შენი აზროვნების, შენი სტატუსის, შენი ღირებულებების, შენი დაწესებული “პლანკის” მიღმა, რადგან ისევ შენს თავს გაგონებს, როცა ორი მდინარის ერთ სათავეში იდექით, სანამ ცხოვრება თავის იარლიყებს და სიგელებს მოგაწებებდათ.

არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები, რომლებიც სულ იყვნენ, სულ არიან და სულ იქნებიან ყველაფრის მიღმა.

ნანახია:(264)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ღამის ძილი ქალებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მამაკაცებისთვის

ღამის ძილი რომ ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში სქესსაც თავისი როლი აქვს.


„…მაგრამ, მე მაინც მინდა ვიცოდე“

“ამდენს რომ ვმსჯელობ, იმიტომ ვმსჯელობ, რომ ჩემმა ცნობიერებამ მოსვენება დაკარგა და ვერც სანუგეშოს რასმე ვხედავ ჩემს გაჩენაში, თორემ ამაზე ფიქრით


ბიზნესრჩევები მილიარდერისგან, რომელმაც საინვესტიციო გამოცდილება 12 წლის ასაკში მიიღო

მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატი, წარმოშობით არაბი კარლოს სლიმ ელუ, რომლის ქონება 72 მლრდ დოლარია, წლების განმავლობაში ლიდერობდა მილიარდერთა რეიტინგში. კარლოს სლიმი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*