არჩევანი ყოველთვის შენ გეკუთვნის – ნეინეი 4

by admin | 25 августа, 2020 09:12

ნურასოდეს გახდები შენი ცხოვრების მსხვერპლი

ნუ იქცევი საკუთარი თავის ჯალათად,

ნუ დაემონები წარსულს

ნუ იტრიალებ ჩაკეტილ წრეზე …

ნუ გამოიცხოვრებ თავს გადახდენილ ტკივილს ხელახლა

ნუ გაამძაფრებ ახალ–ახალი ემოციებით

უბრალოდ გაუშვი…

როგორ?

ცნობიერად

გააჩერე გაუაზრებელი ფიქრი

ასჯერ დატრიალებული წყენა

ასიათასჯერ განცდილი საყვედური…

ბრაზი, თვითგვემა …

გააჩერე და

გადაერთე ენერგიის სხვა ტალღაზე…

არჩევანი ყოველთვის შენ გეკუთვნის.

ნეინეი 4

«თუ გული უბრალო და ნათელია » — ნეინეი 

«ხსნა? – შენშია!» – ნეინეი 3

ნანახია:(1219)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/archevani-yoveltvis-shen-gekutvnis/