„არცერთი ექიმი არ იჯერებდა რომ ამ კაცმა ამოძრავება შეძლო“… | Jolo.ge


„არცერთი ექიმი არ იჯერებდა რომ ამ კაცმა ამოძრავება შეძლო“…

„არცერთი ექიმი არ იჯერებდა რომ ამ კაცმა ამოძრავება შეძლო“…

მამის დღეა და გეტყვით  მამაჩემი ჩვენთან ერთად დაიმტვრა ავარიაში. ოღონდ მართლა დაიმტვრა. არცერთი ძვალი არ დარჩა მთელი. მთელ ტანში ლითონით აუწყვეს ძვლები, რომ უბრალოდ ადამიანის ფორმა ჰქონოდა. ყველა ქვეყნის ექიმებმა თქვეს ფეხზე გავლა კი არა უბრალო წამოჯდომასაც ვერ შეძლებსო…

ორი წელი გაუნძრევლად იწვა და დასტიროდა ყველა ზედ. ყვიროდა, საწოლიდან ხელით რასაც მისწვდებოდა ეჭიდებოდა და ძირს ვარდებოდა გამწარებული. ორი წლის შემდეგ, სახლიდან როცა ყველა გავიდოდა, ტელევიზორს გადამადგმევინებდა ხოლმე სადგამიდან, ზედ გადაემხობოდა ტანით და ცდილობდა ერთი ფეხი ოდნავ მაინც გაემოძრავებინა.

მამაჩემი არაფრით არ შეეგუა ცოცხლად სიკვდილს, ასე წვალობდა გამწარებული ექიმების გარეშე და იცით რა ქნა? გაიარა ! ახლა ოდნავ კოჭლობს და ფეხზე დადის! არცერთი ექიმი არ იჯერებდა რომ ამ კაცმა საერთოდ ამოძრავება შეძლო, მაგრამ დადის!

მაშინ ვისწავლე როგორ აქვს ადამიანს ნებისმიერ რამესთან ბრძოლისას ერთი შანსი მაინც! და თუ შანსი არსებობს, იმედის დაკარგვა ღმერთთან უზრდელობაა და მეტი არაფერი! ჩემი ოჯახის თვალწინ მომხდარი სასწაულია მამაჩემი და უტეხობის მაგალითი!

ჩვენ სულ ასე ეჭვით ვუყურებთ ერთმანეთს, როგორც ფოტოზე, მაგრამ ორივემ ვიცით როგორ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის! გილოცავ მამა 

აკა სინჯიკაშვილი

ნანახია:(51)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შენ გმირი ხარ, ახლა მე მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე!” – მასწავლებლის ემოციური წერილი მოსწავლეს

„მე შენი მასწავლებელი ვარ. მე უნდა გასწავლო ოცდაცამეტივე ასო. მე უნდა გასწავლო, რომ ხმოვნების გარეშე ვერ ვიმღერებთ. მე უნდა გასწავლო,


„თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე“

ეს პაოლო იაშვილის ამაღელვებელი წერილია, რომელიც მან თვითმკვლელობის წინ შვილს დაუწერა. პაოლო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს. თუმცა, პოეტმა


„სექსი მოქმედებაც არის, ფიქრიც, მადლიერებაც და დასვენებაც“- ხვიჩა მებონია

«დილით იფიქრე, დღისით იმოქმედე, საღამოს გამოხატე მადლიერება, ღამე კი დაიძინე» (უცნობი ავტორი) პატარა განმარტება «პროვოკატორებისთვის», რომლებიც იკითხავენ «აბა სექსი?» :


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*