fbpx

,,არასოდეს მისცე შენში არსებულ გმირს დანებების უფლება”

ავტორი ჟოლო
1,004 ნახვა

“არ არსებობს ქვეყნად იმაზე ნეტარი წამი, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანისაგან სიყვარულს იგრძნობ.” /თამაზ ჭილაძე/

,,არასოდეს მისცე შენში არსებულ გმირს დანებების უფლება” – /ფრიდრიხ ნიცშე/

“ისე არ წახვიდე ამ ქვეყნიდან, რომ ეს სასწაული არ იგემო – გეძინოს იმ ადამიანთან, ვინც გიყვარს.”

/გაბრიელ გარსია მარკესი/

“შემჩნეული მაქვს, ვისაც ყველაზე ნაკლები ესმის, ყველაზე მეტს ის კამათობს.” /ანტონ ჩეხოვი/

ბედნიერება პეპელას ჰგავს. რაც მეტად ცდილობ დაიჭირო იგი, მით უფრო გარიდებს თავს. მაგრამ შენ თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტან, იგი მოვა და ნაზად მოიკალათებს შენს მხარზე. /ჰენრი დევიდ თოროუ/

,,ვგრძნობდი, რომ ვერ შემცვალა ჩემმა თამაშმა, სხვები ავიყოლიე, მაგრამ საკუთარ თავს კი ვერ ვაჯობე, ვერ ვაჯობე ჩემს დარდს და განცდებს, ისე ღრმად ყოფილა კაცში საკუთარი თავი, რაც მეტს მიჰყვები, უფრო მეტსა თხრის თხუნელასავით, უფრო გეკარგება და შენ ისევ შიშველი ინსტინქტების ამარა რჩები”.  /ბესიკ ხარანაული/

იყავი ყურადღებიანი შენი ფიქრების მიმართ. ის არის საწყისი შენი ქმედების. /ლაო-ძი/

“სახლში ჩემი მარტოობა მელოდება, ცოდოა მარტო.” /ჯემალ ქარჩხაძე/

,,შენს წერილს ვპასუხობ და საწოლში ვწვები. ვცდილობ, მშვიდად ვიყო, მაგრამ გული ისე ხმამაღლა მიცემს, რომ მთელ სხეულს ესმის. ეს გული შენ გეკუთვნის. არ არსებობს ამის გამოხატვის სხვა გზა. არც ერთი სიტყვა არაა საკმარისად ძლიერი”. /ფრანც კაფკა/

“თუ გინდა ამოიყვანო ლაფში და სიბინძურეში ჩაფლული ადამიანი, ნუ გგონია, რომ ხელის გაწვდენა იყოს საკმარისი. შენც უნდა ჩახვიდე მასთან ლაფში და სიბინძურეში. იქ მაგრად ჩასჭიდო ხელები და შენს თავთან ერთად ამოათრიო სინათლისკენ.” /გურამ დოჩანაშვილი/

“მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი, ეცადე შენც”…!
/ჩარლი ჩაპლინი/

”…ნამდვილი სიყვარული იწყება იქ, სადაც სანაცვლოდ არაფერს ელიან… /ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი/

-ბებოო?
-რაო, შვილო?
-სიყვარული რა არის?
-სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს.❤️ /გოდერძი ჩოხელი/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment