არასოდეს დაუშვათ, რომ ადამიანი თქვენით იმედგაცრუებული დარჩეს! | Jolo.ge


არასოდეს დაუშვათ, რომ ადამიანი თქვენით იმედგაცრუებული დარჩეს!

არასოდეს დაუშვათ, რომ ადამიანი თქვენით იმედგაცრუებული დარჩეს!

როცა წარმატებული ურთიერთობების ლექციას ვატარებ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, არის: არასოდეს დაუშვათ, რომ ადამიანი თქვენით იმედგაცრუებული დარჩეს!

ამის თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერ ურთიერთობაში, აუცილებელია, ერთმანეთის მიმართ მოლოდინები მკაფიო იყოს. ამიტომ, არასოდეს დამალოთ სიმართლე.

ასევე არასოდეს თქვათ ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არ უთხრათ ის, რაც ზუსტად არ იცით, რომ მოხდება და არ დაპირდეთ იმას, რასაც ზუსტად არ იცით, რომ გააკეთებთ, ან უფრო მეტიც — ზუსტად იცით რომ არ გააკეთებთ. 

ყველაზე დიდი შეცდომა ურთიერთობებში არის ის, რომ დამალო სიმართლე ან თქვა ტყუილი იმისათვის, რომ ადამიანის გული მოიგო, მისი კეთილგანწყობა მოიპოვო, ან არ გააბრაზო, არ გაანაწყენო, ან სულაც, არ დაკარგო ადამიანი.

გახსოვდეთ, როგორც კი სიმართლე გაირკვევა, მაინც არ აგცდებათ ამ ადამიანის განაწყენება, გაბრაზება, და შესაძლოა, დაკარგვაც კი. ხოლო თუ ჩემს ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ და მაინც  გადაწყვეტთ, რომ ასე მოიქცეთ, მაშინ წინასწარ იცოდეთ, რომ ადამიანებს იმედები უნდა გაუცრუოთ და ამაში მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგიძლიათ;

შესაბამისად, ნუღარ გაგიკვირდებათ, რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა თქვენდამი პატივისცემა, სიყვარული, ნდობა და საერთოდ რატომ თქვეს უარი თქვენთან ურთიერთობაზე.  

ნათია ქოიავა

ნანახია:(373)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არ გაჩერდე ინდაურების გვერდით (იგავი)

ერთმა კაცმა ტყეში იპოვა არწივის კვერცხი. წამოიღო სახლში და დაუდო ინდაურს გამოსაჩეკად. ასე გამოიჩეკა ბახალა ჭუკებთან ერთად და იზრდებოდა მათ


ნუ დათვლით სინათლისკენ მიმავალ გზაზე რამდენჯერ დაეცემით

სიბნელეში დიდ ხანს მჯდომ ადამიანს ყველაზე მეტად სინათლე აშინებს. ნუ შეშინდებით სინათლის დანახვისას. ნუ შეგაშინებთ გათენება და ნუ დაარწმუნებთ თქვენს


„ეს გამარჯვებამდე მიგიყვანთ!!“

ცხოვრებაში ბევრ რამეს თქვენ თვითონ ანიჭებთ ძალას, შემდეგ ეს „რაღაც“ ან „ვიღაც“ თქვენივე მინიჭებული ძალით თქვენვე გებრძვით. ამ დროს თქვენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<