«არასოდეს დაიხიოთ უკან მაშინ, როდესაც თქვენ იცით და გჯერათ თქვენი სიმართლის» | Jolo.ge


«არასოდეს დაიხიოთ უკან მაშინ, როდესაც თქვენ იცით და გჯერათ თქვენი სიმართლის»

«არასოდეს დაიხიოთ უკან მაშინ, როდესაც თქვენ იცით და გჯერათ თქვენი სიმართლის»

სტუდენტობის წლებში ბანკში ნივთები დავალომბარდე. როცა ლომბარდის პროცენტის გადახდის ფული არ მქონდა, გადავწყვიტე ლომბარდს ჩემი ნივთები გაეყიდა. ბანკში დავრეკე და ჩემი გადაწყვეტილება დავაფიქსირე.

გული არ დამწყვეტია, არც ვინმე დამიდანაშაულებია. დალომბარდებაც და გაყიდვაც ჩემი გადაწყვეტილება იყო.

რამდენიმე თვეში, ბანკიდან დამირკეს და მითხრეს რომ ნივთებს გაყიდიდნენ თუ პროცენტს არ გადავიხდიდი. გაკვირვებულმა ვუთხარი, რომ რამდენიმე თვის წინ, ბანკს ნივთების გაყიდვის უფლება თავად მივეცი.

აღმოჩნდა რომ ჩემი განცხადება დაფიქსირებული არ იყო და ყოველ დღე ლომბარდს ჯარიმა ემატებოდა.

მაშინ ბანკების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი,( სიმართლე გითხრათ, არც ჩემი თავისა და უფლებების შესახებ :)) გარდა იმ უამრავი სტერეოტიპისა რაც გაგებული მქონდა, მათგან კი ყველა ამ «დიდებულ» გამონათქვამს ჰგავდა: «დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვილია მათალი».

ერთი სიტყვით, სხვა ადამიანების გამოცდილებაზე გაკეთებული დასკვნების საფუძველზე, შემეშინდა რომ ამ ამბავს,რამე უფრო ცუდი გაგრძელება შეიძლებოდა ჰქონოდა და თავის დავცვის მაგივრად, ლომბარდს ნება მივეცი ჩემთვის საკმაოდ დიდი ჯარიმა დაეწერა.

რამდენიმე დღის წინ ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს რომ დაზღვეა, რომელიც გავაუქმე,გაუქმებული არ იყო და ჯარიმას მაკისრებდნენ.

ლომბარდის გამოცდილების ამბავი «დეჟავუსავით»გამახენდა, მაშინ როცა მეგონა დავიწყებული მქონდა. რაღაც მომენტში ვიფიქრე არაფერი გამოვა მაშინდელივით მეთქი, მაგრამ მე მაშინვე ვიგრძენი რომ ეს შესანიშნავი გამოცდა, რომელსაც ცხოვრება მთავაზობდა, შესნაიშნავი შანსი იყო იმისა რომ ძველი არასასურველი მსხვერპლის გამოცდილება, გამარჯვებულის გამოცდილებით ჩამენაცვლებინა. ასეც მოვიქეცი მე ვიბრძოლე, ვიბროძოლე იმისთვის რისიც მჯეროდა, ვიბრძოლე ჩემი სიმართლისთვის.

დღეს დამირეკეს და მითხრეს რომ ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მე სიხარულის, საკუთარი თავის პატივისცემისა და გამარჯვების განცდა დამეუფლა.

და აი ასე იწერება ყოველ დღიურად ჩემს თავში ახალი პროგრამები, რომ დიახაც გაუვა კია არა, არ ასებობს დიდი და პატარა კაცები, ჩვენ თავად ვქმნით ვიღაცეებისგან დიდებს, ვიღაცეებისგან პატარებს და მათთან მიმართებით ჩვენი თავი ან დიდი,ან პატარა გვგონია.

ცხოვრება კი არ არის სასტიკი, არამედ ის შედეგი რომელსაც ჩვენ, ჩვენი ქმედებების შედეგად ვიღებთ.

ჩვენზეა დამოკიდებული, ცხოვრებისგან გამოგზავნილ ყველა მოვლენას, სიტუაციას თუ გამოცდას როგორ გამოვიყენებთ, ვიტყვით იმას რომ ცხოვრება, ვინე ან რამე დაუმსახურებლად მოქვექცა თუ მისი საშუალებით გავძლიერდებით, ვისწავლით, გავიზრდებით, დავამსხვრევთ სტერეოტიპებს და ღირსეული ცხორებით ვიცხოვრებთ.

არასოდეს დაიხიოთ უკან მაშინ, როდესაც თქვენ იცით და გჯერათ თქვენი სიმართლის. გჯეროდეს საკუთარი თავის, იყავით გამბედავები და შუპოვრად იარეთ იმ გზისკენ რაც იმ შედეგამდე მიგიყვანთ რაც გულით გსურთ.

ეს ცხოვრება ჩვენია, პასუხისმგებლობაც ჩვენ გვაქვს მასზე, ნუ შეზღუდავთ თქვენს თავს სხვისი გამოცდილებით. ნუ იტყვით უარს მილიონიან იდეაზე იმის გამო რომ სხვა დროს არ გამოგივიდათ ან სხვას არ გამოუვიდა. პირიქით არასოდეს დაიხიოთ უკან მაშინ როდესაც თქვენ იცით და გჯერათ. გჯეროდეთ ცხოვრების გამოცდების რომ ის თქვენი ცხოვრების შესაცველად მოდის. გჯეროდეთ თქვენი ცხოვრების მთავარი პერსონაჟის, საკუთარი თავის!

მარიამ ტატუაშვილი

ნანახია:(446)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბრაზილიაში დავით დეფის მოთხრობა წიგნად გამოიცა

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოეტი და რომანისტი დავით დეფი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. ბრაზილიაში მისი მოთხრობა წიგნად, ორ ენაზე


ფილმი ''კომა'' ხვალიდან უკვე თბილისის კინოთეატრებში

თბილისის კინოთეატრები ხვალიდან ახალ ქართულ მხატვრულ ფილმს „კომას“ უჩვენებენ. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელიც მოგვითხრობს როგორ ხვდება ახალგაზრდა მამაკაცი ციხეში,


''ეგარი''-ს სოლო კონცერტები სტოკჰოლმში

ქართული ეთნო ჯაზჯგუფი „ეგარი“-ს სოლო კონცერტებმა სტოკჰოლმში ანშლაგით ჩაიარა. 23 მარტი, შვედეთი. სტოქჰოლმის საკონცერტო დარბაზი. „Stallet Folk & Världsmusik“. მაყურებელთა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*