„არასოდეს არავისი არაფერი არ შეგშურდეს და შენ წარმატებული იქნები“ — კახი კავსაძე | Jolo.ge


„არასოდეს არავისი არაფერი არ შეგშურდეს და შენ წარმატებული იქნები“ — კახი კავსაძე

„არასოდეს არავისი არაფერი არ შეგშურდეს და შენ წარმატებული იქნები“ — კახი კავსაძე

-უკაცრავად

-გისმენთ, — მპასუხობს ქალბატონი

-ბატონ კახისთან ვრეკავ

-დიახ

-თუ შეიძლება სთხოვეთ

-ახლავე

ეძახის…

კახის არ ესმის, ხმამაღლა საუბრობს… რამდენიმე წამიც და ხმას უფრო უმაღლებს… სიტყვებს ვერ ვარჩევ, მხოლოდ ყვირილი ისმის…

ჩხუბობს, გაბრაზებულია… უუუჰ რა ცუდ დროს დავრეკე, — ვეუბნები ჩემ თავს, ვერ დავითანხმებ…

უნდა დაითანხმო… და-ი-თან- ხმო — მიბრუნდება პასუხი წამებში… პასუხს, განწყობის ასამაღლებლად ჩემმა ოპტიმისტმა მემ კახის შვილიშვილის ინტერვიუდან ამონარიდიც მოაყოლა — „ბაბუს და მამას ერთნაირი სტილი აქვთ საუბრის, იმდენად ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ უცხოს ჩხუბი ჰგონია“ …

-ეს შენ გინდა ასე და მოიგონე რაღაც — უკვე ღიმილით ვუბნები ჩემს „სუპერფექტურ მეს“

-ვიღაც გოგონა რეკავს — გამოვყავარ ხმას ფიქრებიდან

ნაბიჯების ხმა მიახლოვდება, ვღელავ

-გისმენთ ბატონო

-ბატონო კახი, თქვენი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ვარ , თხოვნით გირეკავთ.

-დიახ

-მონაწილეობას ვიღებ ტრენინგში „სუპერეფექტურობა“

-სად ბატონო?

-„სუპერეფექტურობა“, „წარმატების ტრენერი“ ხვიჩა მებონია ატარებს და ძალიან უცნაური დავალება მოგვცა, წარმატებულ და ცნობილ ადამიანთან ერთად ვიდეო უნდა გადაიღოთო. მე თქვენ აგირჩიეთ, ნუ მეტყვით უარს.

-… პაუზა …. უუუჰ…

-სულ 5 წუთს წაგართმევთ, მხოლოდ ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდე, — მივაყარე სულმოუთქმელად ,

-მე წარმატებული ვარ?

-ჩემთვის და სხვა ბევრისთვისაც წარმატებული ხართ ბატონო კახი…

— ძალიან გჭირდებათ ეს ვიდეო გადაღება თუ რაღაც?

-ძალიან , ამაზეა დამოკიდებული ჩემი და ჩემი გუნდის გამარჯვება… გთხოვთ ნუ მეტყვით უარს.

-როდისთვის გინდათ?

-აი, ამ წამსაც რომ მითხრათ მოდიო, გამოვფრინდები და რამდენიმე წუთში თქვენთან გავჩნდები …

-ალო… ბატონო კახი

-დიახ ბატონო

— უკვე თქვენს სადარბაზოში ვარ, სიხარულისგან ისე დავიბენი დამავიწყდა მეკითხა — რომელ სართულზე ხართ?…

დეა თავბერიძე
წყარო: ნიუპოსტი

ნანახია:(440)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„უმუშევრობა საქართველოში და მუქთამჭამელები“ — ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში გაშუქებულ უმუშევრობის თემას ვრცელი სტატუსით ეხმაურება.   ცოტნე გამსახურდია: „თავიდანვე გეტყვით: არც იაფფასიან


„რომ არ დავივიწყოთ რანი ვართ“ — ქართული გარემო ბრიუსელში

ემიგრანტ პოეტ ქალბატონს, სოფო ფოცხვერაშვილს „ჟოლოს“ მკითხველი უკვე კარგად იცნობს; ინტერნეტ-ჟურნალში გამოქვეყნებული მასალებიდან გამომდინარე, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ შვეიცარიაში მცხოვრები


რატომ ვრჩებით “შინაბერები” და როგორ გადავჭრათ “პრობლემა” მარტივად?

„ეს სტატია მათთვისაა, ვინც ეძებს, ეძებს და ვერ პოულობს, უფრო სწორად ელოდება და ჰორიზონტზე არაფერი ჩანს“ — წერს ბლოგერი გურამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*