„არაფერი დამიშავებია, გარდა იმისა, რომ შემიყვარდა“… | Jolo.ge


„არაფერი დამიშავებია, გარდა იმისა, რომ შემიყვარდა“…

„არაფერი დამიშავებია, გარდა იმისა, რომ შემიყვარდა“…

— ახალგაზრდა ქალი რომ გოუშვა, აბა რა მოლოდინი ჰქონდა..
— ძნელია, ძნელი შორი-შორს ყოფნა..
— კაი ერთი, თუ ქალი ხარ, ჩემი ქმარი წლობით იყო წასული, მარა არავინ შემყვარებია.. რა გამართლებას უძებნი იმ ტუტუცის საქციელს..
— ქმარი, კიდევ ჯანდაბას.. შვილი რაფერ მეიწყვიტა გულიდან, გული გოუხმა მაგას..
— ესეც არ ვარგა კაცად, თვარა რავა გოუბედავდა ამდენს, ამ უბედურ დღეზე გაჩენილს..
— ჩვენი მთავრობა გადაშენდა, რამდენი ოჯახი დაანგია და გააუბედურა..
— მასე მეც ქე მიჭირს, გენაცვალე… მარა კი არ მიმიტოვებია ჩემი კერა.. შიმშილი მირჩევნია, პამპერსების გამოცვლაში აღებულ ფულს..
— მეც მაგ აზრზე ვარ! მეინდომეს ფუფუნება.. ა ბატონო, მაგათი ფუფუნება..
— საწყალ მამამისს კი გოუხეთქა გული და იპარპაშოს ახლა..
— ამ გოგოზე ვერაფრით ვიფიქრებდი.. რა კარგი ბავშვი იყო.. ჩვენს თვალწინ გეიზარდა.. პატიოსანი ჩაბარდა ქმარს და ..
— არა კაცო, არა.. ქალი არაა უკაცოდ დასატოვებელი..
— არც დარჩა უკაცოდ.. ქე იპოვნა შემცვლელი..
ბოლო რეპლიკამ ღიმილის ტალღად გადაუარა, ეზოში შეკრებილ მეზობელ ქალებს..
— ჩუ ქალო, სირცხვილია… რამ გადაგრიათ.. ჭირის დღეზე ვართ, ქორწილში ხომ არა..
ცისარტყელასავით გაიელვა ერთადერთმა საღმა აზრმა..
….
— მაინც რა ნამუსით ჩამოვიდა..
— შავებიც რომ ჩაუცვამს, ამ უსინდისოს..
— საკუთარი უსაქციელობით მთასავით კაცი მოკლა და ახლა რა ატირებს..
— ოჯახზე მაშინ უნდა ეფიქრა, სხვისი სიყვარული რომ გაბედა..
— შეგირცხვეს ქალობა..
მსგავსი შეძახილით გაამხნევეს მამის გასვენებაზე ჩასული ქალი..
….
— ნეტავ, მართლა დამეშავებინა რამე..
ან ოჯახისთვის მეღალატა, ან შენთვის, მამაჩემო… შენს სულს ვენაცვალე.. ხომ დამპირდი ცოცხალი დაგხვდებიო, რატომ მომატყუე მამიკო.. შენ ხომ ვერ იტანდი ტყუილს… შენს ცივ სხეულს გეფიცები, არაფერი დამიშავებია… არ მიღალატია შენი სახელისთვის.. არ შეურცხვენიხარ შენს შვილს.. არა მამაჩემო, არა…
გულში ტიროდა შავებში ჩაცმული ქალი…
….
— შეხედე ამ ტუტუცს, რავა დამუნჯებულა..
— რა აქვს სათქმელი, შენი ჭირიმე..
— მამამისს ხმით თუ არ იტირებდა, ამას ვიფიქრებდი?
— ასე რამ გოუყინა გული..
— ხომ ვამბობდი, ქალი არაა უკაცოდ დასატოვებელი..
…..
— არაფერი დამიშავებია მამაჩემო, გარდა იმისა, რომ შემიყვარდა..
სხვა არაფერი დამიშავებია, შენს სულს გეფიცები!..


ნინო მარგველაშვილი

ნანახია:(49)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

პაატა ქურდაძე: „ქალაქი კი არა ნამდვილი „ფსიხუშკაა“

წიგნების კითხვას გადაჩვეულებს, ტვინის გასავარჯიშებლად, რეალობის უკეთ აღსაქმელად და ამასთანავე სიამოვნების მისაღებად უებარ საშუალებას გთავაზობთ.   ეს სოციალურ ქსელში განთავსებული მწერალისა


„მომინდომა მინისტრობა, ეტრიალა ბაგირზე“…(ვიდეო)

„ამიტომ არის ნათქვამი, რაც იცი ის უნდა აკეთო!)) მომინდომა მინისტრობა, ეტრიალა ბაგირზე სანამ შეუძლია…. კარგი იყო!“)) ამ სიტყვებით ამერიკაში გადახვეწილი


„შენ მართლა 102 წელი უნდა გეცოცხლა“ — სოფო ბედია ეთერ კაკულიას ემშვიდობება (ვიდეო)

„ჩემო საყვარელო ეთო, გული მომიკვდა, ძალიან ვწუხვარ და ვტირი, რომ დაგვტოვე. ძალიან მიყვარხარ, გული ძალიან ჩამწყდა, შენ მართლა 102 წელი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*