არაფერს აქვს აზრი შინაგანი ძალის გარდა !!! | Jolo.ge


არაფერს აქვს აზრი შინაგანი ძალის გარდა !!!

არაფერს აქვს აზრი შინაგანი ძალის გარდა !!!

💪🏼 მიღება — ძალაა!
🧟‍♀️ წინააღმდეგობა — სისუსტე!

💪🏼 სიმშვიდე — ძალაა!
🧟‍♀️ დაჭიმულობა — სისუსტე!

💪🏼 ცნობიერება — ძალაა!
🧟‍♀️ ინსტიქტურობა — სისუსტე!

💪🏼 სიყვარული — ძალაა!
🧟‍♀️ შიში — სისუტე!

💪🏼 მოქმედება — ძალაა!
🧟‍♀️ დაყოვნება — სისუტე!

არაფერს აქვს აზრი შინაგანი ძალის გარდა !!!

შინაგანი ძალა — ერთადერთი რამაა, რაზეც შეგვიძლია გავლენის მოხდენა.

აზრი არ აქვს ყვირილს, ფიცებას, მტკიცებასა და დარწმუნებას. ეს სისუსტეა. უფრო სწორად — არაა საჭირო ამის კეთება ემოციურად.

თუ თვლი, რომ ვიღაც არაა მართალი — მტყუანი ხარ შენ… იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ხდება — ეს ისაა, რაც უნდა ხდებოდეს.

ერთადერთი, რისი გაკეთებაც შენ შეგიძლია — ესაა საკუთარი შინაგანი ძალის გაძლიერება, მაგალითად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება; სხეულის გაჯანსაღება; ჯანმრთელობის გაძლიერება…

შენი გავლენის ზონა — შენ თავად ხარ!
სხვა — არაა შენი გავლენის ზონა!
გარემოებები — არაა შენი გავლენის ზონა!

შენ არ შეგიძლია შეაჩერო წვიმა… მაგრამ შეგიძლია შეიცვალო დამოკიდებულება წვიმის მიმართ და სიამოვნება მიიღო.

დამოკიდებულება — შენი გავლენის ზონაა!

შინაგანი ძალა — ეს არის შეგეძლოს რთული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი თავის მართვა დისკომფორტის ზონაში.

საკუთარი თავის მართვა დისკომფორტის ზონაში, იგივე თვითმენეჯმენტი — ეს შენი გავლენის ზონაა და ამ გასაღებზე დაპატრონებით, შენ შეძლებ მიიღო ყველაფერი, რაც კი მოგესურვება.

საკუთარი თავის მართვა დისკომფორტის ზონაში — უნდა აქციო შენს უნარად… არაცნობიერი კომპეტენციის დონეზე.

პირადად მე, დიდი ხნის მანძილზე მეძინა და სიზმარში გავრბოდი… გიცდია სიზმარში გაქცევა? თან რომ გარბიხარ, მაგრამ მკვდარი წერტილიდან რომ ვერ იძვრი…

ახლა კი, გავიღვიძე… ვგრძნობ, რომ სხეულში პროცესები წავიდა — ნამდვილი ცხოვრების პროცესები… თითქოს სქელი ყინული გადნა და სხეული გათავისუფლდა.

იმისათვის, რომ ნამდვილი შედეგი დაიდოს, საჭიროა გუნდი. შეუძლებელია დიდი გარღვევის მოხდენა გუნდის გარეშე. მხოლოდ თანამოაზრეთა გაერთიანებითაა შესაძლებელი ფენომენალური შედეგების მიღწევა.

ეს უნარია — ყველაზე რთული უნარი… და მე ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა უკეთ გამომდის… მე ვიცი, რომ თუ კარგად ავითვისებ ამ უნარს, მივაღწევ აბსოლუტურად ყველა მიზანს, რასაც დავისახავ. ნამდვილად უმოწყალო და ცოფიანი აზრია.

თუ შევძლებთ შევუთანხმდეთ ერთმანეთს და მყარად დავეყრდნობით ერთმანეთის ძლიერ მხარეებს, ამით ჩვენ მოვახდენთ ერთმანეთის სუსტი მხარეების კომპენსირებას.

თუ შევძლებთ და დავივიწყებთ საკუთარი ამპარტავნების შესახებ… თუ ავდგებით და საკუთარ თავსა და გამარჯვებებს მივუძღვნით გუნდს… თუ გავაქრობთ პირადი გამარჯვების განცდასა და უაზრო ამბიციებს… თუ გავიმარჯვებთ საკუთარ ბნელ მხარეებზე და თავიდან მოვიხსნით ეგოცენტრიზმის გვირგვინს, სასწაულებიც არ დააყოვნებს.

მხოლოდ ერთი გზა არსებობს ამ სასწაულის მოქმედებაში მოსაყვანად… და ეს არის საკუთარი თავის მართვა… მხოლოდ საკუთარი თავის და სხვა არავისი…

გიორგი თვალაძე

ნანახია:(647)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„იმისათვის რომ თქვენს თავს ის მოხდეს, რაც თქვენ გინდათ“…

… თუ დაკვირვებიხართ, როგორ უყვართ ადამიანებს «თავიანთი რეალობიდან» რომ იყურებიან ხოლმე მხოლოდ 🙂 „მთავარია სიყვარული (ან მეგობრობა, ფული, ჯანმრთელობა, ერთგულება,


იყავით საკუთარი რეალობის ალქიმიკოსები! 

გადარჩენა, ჯანმრთელობა, ენერგია, შეუძლებელია სიყვარულის გარეშე. მოდის რაღაც კრიტიკული სიტუაცია, ანუ რაღაც ისე არ მიდის როგორც თვქენ გინდათ. ამ სიტუაციაში


უკეთესად გაუგეთ საკუთარ თავს

ეს ტესტი დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და აღმოაჩინოთ დამალული წაინააღმდეგობები, რომელიც  რეალობაში გიშლით ხელს. მაშ დავიწყოთ: პრაქტიკულად, ყველა ჩვენთაგანს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*