არადა სულ სხვა რამეშია წონასწორობა ამ ცხოვრებაში… | Jolo.ge


არადა სულ სხვა რამეშია წონასწორობა ამ ცხოვრებაში…

არადა სულ სხვა რამეშია წონასწორობა ამ ცხოვრებაში…

ზოგჯერ მგონია არაფერი ხდება ამ სამყაროში უანგაროდ… ღიმილიც კი იყიდება, ისე როგორც იის კონები გაზაფხულზე…

ვიღაცა ყიდის, ვიღაც ყიდულობს…

ვიღაც სიკეთეს აკეთებს, მერე კი კართან ელოდება…

ვიღაცას უყვარს და სურს, რომ ისიც უყვარდეთ.

ვიღაცა პატიობს მხოლოდ იმისთვის, რომ მას ეპატიოს…

თითქოს ეს არის ბალანსი ამ სამყაროში…

არადა სულ სხვა რამეშია წონასწორობა ამ ცხოვრებაში… სულ სხვა რამ ათენებს დილას, სულ სხვა რამ ქარგავს დაისს… ეს სიყვარულია… მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული… უპირობო, უმიზეზო, არაფრის გამო, რომ გიყვარს… სამაგიეროს, რომ არ ელოდები და არ ახუნებ შენი მოლოდინით არც ღიმილს, არც სიტყვას, არც მზერას, არც მოფერებას….უბრალოდ გიყვარს… ისე, როგორც გვირილებს უყვართ, მაშინაც კი როცა ძარცვავენ…

nato qadaria

ნანახია:(185)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ცნობილი და ქალებისთვის სასურველი უცოლო ქართველი მამაკაცები

დღეს მსოფლიო უცოლო მამაკაცების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს „ჟოლოც“ შეუერთდა და გამოკითხვის შედეგად ყველაზე სასურველი ქართველი მამაკაცების სია შეადგინა. ცნობილი


„ვიცი, თუ შენი თვალით შევხედავ საქართველოს, საუკეთესო კადრებს წავიღებ» – Kurt Cauch

რამდენიმე თვის წინ მე და ჩემმა ვიდეოგრაფმა სტუმარმა (Kurt Cauchi) დავიწყეთ მოგზაურობა საქართველოს გარშემო და განსაკუთრებული მომენტების აღბეჭდვა. „ვიცი, თუ


ვაჟი, რომელმაც იცის ქალის პატივისცემა — რჩევები მშობლებს

ვაჟების მშობლებს შეუძლიათ შეცვალონ გარემო. დიახ, თუ თქვენ სწორად აღზრდით თქვენს შვილებს, ასწავლით ქალის პატივისცემას სამყარო გაცილებით უკეთესი გახდება. დღესდღეობით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<