„არადა, მალე თქვენი შვილები და შვილიშვილები საკუთარ ქვეყანაში ხელის ბიჭებად აღმოჩნდებიან“… | Jolo.ge


„არადა, მალე თქვენი შვილები და შვილიშვილები საკუთარ ქვეყანაში ხელის ბიჭებად აღმოჩნდებიან“…

„არადა, მალე თქვენი შვილები და შვილიშვილები საკუთარ ქვეყანაში ხელის ბიჭებად აღმოჩნდებიან“…

მოკლედ, ახალგაზრდებო:

ერთი ობიექტიდან გარკვეული შემოსავალი მაქვს და ათამდე ადამიანიც არის დასაქმებული. დასაქმებულებთან, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ისედაც, არ ვარ ავტორიტარი «ნაჩალნიკი». არასრულფასოვნების კომპლექსის ჩახშობა არ მჭირდება.

ამას წინათ ამ ჩემ კუთვნილ ტერიტორიაზე მავანმა უძრავი ქონების სააგენტომ ირანელი ინვესტორები მოიყვანა. ძალიან გულუხვები იყვნენ, ეგრევე დაახლოებით 50 პროცენტით მეტი შემომთავაზეს, ვიდრე დღეს მაქვს აქედან შემოსავალი. შემომთავაზეს ყოველგვარი ვაჭრობის, წუწუნის გარეშე. მართლაც, ობიექტი კარგ ადგილას არის…

პირდაპირ და ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: არ მივაქირავე. ასე მოვიქეცი იმიტომ, რომ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, მალე ირანული დიასპორის კომპაქტური თავშეყრისა და საქმიანობის ადგილად გადაიქცეოდა, როგორც ეს აზიურ დიასპორებს სჩვევიათ ხოლმე. ეს კი ნამდილად არ სჭირდება ჩემს პატარა ქვეყანას და ქალაქს.

მეორე, იქ მომუშავე ადამიანები(ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები), რა თქმა უნდა, უმუშევარი დარჩებოდნენ და ჩემთვის ფული ყველაფერი არ არის…

მესამეც, არ უნდა გააკეთო თვითონ ის, რის გულისთვისაც სხვას აგინებ. კიდევ კარგი, უსაქმოდ და მიგდებული არ მაქვს იქაურობა, და ის დამატებითი შემოსავალი, რაც მე უნდა მიმეღო, მეტ ზიანს მოუტანდა ჩემს ქვეყანას პერსპექტივაში, ვიდრე მე — სარგებელს. ღორის ბოლო — სამზარეულოს დანაა.

ასე ვფიქრობ, თუ გაიზიარებთ ამ პოზიციას. არადა, მალე თქვენი შვილები და შვილიშვილები საკუთარ ქვეყანაში ხელის ბიჭებად აღმოჩნდებიან…

ცოტნე გამსახურდია

წყარო:.facebook

ნანახია:(271)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გოიმი “შკოლნიკი” თუ კაი ტიპი ”ოროსანი” – ბავშვის არჩევანი ადრეულ ასაკში

ალბათ ხშირად გაგვჩენია შეკითხვები: • რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა სკოლაში ფრიადებზე, თან ყველა საგანი, რომელთა 70% ვერაფერში გამოიყენებს? • უნდა


„აქ, ახლოს არის ცა, ტაძართან დაჩოქილი ღმერთს ელაპარაკები“…

„მამაჩემი ამბობს » მიყვარს უშგული , მაგრამ ზამთარში ცხოვრება ძალიან ძნელიაო»არ მესმოდა მისი. მე ხომ სიგიჟემდე მიყვარს უშგული, მე ხომ


ლამაზი და დაუვიწყარი დღე — „ჩაის სახლის“ საჩუქარი ყველა მოხუცისთვის

წინ 96 წლის მოხუცი მიზის და თბილი თვალებით მიღიმის. რამდენი რამის ამოკითხვა შეიძლება ამ ღიმილიან თვალებში … ის, დღეს მეგობარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*