„არა აქვს მნიშვნელობა წარსულის სიმძიმეს, შენ ყოველთის შეგიძლია დაიწყო თავიდან“… | Jolo.ge


„არა აქვს მნიშვნელობა წარსულის სიმძიმეს, შენ ყოველთის შეგიძლია დაიწყო თავიდან“…

„არა აქვს მნიშვნელობა წარსულის სიმძიმეს, შენ ყოველთის შეგიძლია დაიწყო თავიდან“…

ბუდას გამონათქვამები

1.  გზა ცაში არ არის, გზა გულშია

2. ყველაფერი გონებაშია, რასაც ფიქრობ ის ხდები

3. თუ პრობლემა მოგვარებადია, მაშინ დარდი რაღა საჭიროა? და თუ ასე არაა, დარდი ვერაფერს გიშველით.

4. ჩვენ ვერავინ გვიხსნის, საკუთარი თავის გარდა, ეს არავის ძალუძს და არც უნდა შეძლოს. ჩვენ თავად უნდა ვიპოვოთ ჩვენი გზა.

5. ჩვენ ისევე უნდა ვიზრუნოთ საკუთარი სხეულის ჯანმრთელობაზე, როგორც სულზე, რადგან წმინდა გონება და ჯანსაღი აზრები მხოლოდ ჯანსაღ სხეულში ბუდობს.

6. ჩვენ ყოველ დღე ხელახლა ვიბადებით და რასაც დღეს ვაკეთებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ნუ იქექები წარსულში, ნუ ფიქრობ მომავალზე, ერთადერთი ჭეშმარიტი დრო აწმყოა.

7. ვისაც შეუძლია იფიქროს, მას ყველაფერი შეუძლია.

8. ნებისმიერ პაექრობაში, როგორც კი ბრაზს ვრძნობთ, იმ წამსვე ჩვენ ვწყვეტთ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას და ვიწყებთ საკუთარი ეგოსთვის ბრძოლას.

9. მე ვერ ვხედავ რა კეთდება, მე ვხედავ რა რჩება.

10. ნუ აკაკუნებთ ყველა სხვა კარზე, დააკაკუნეთ საკუთარი გულის კარებზე.

11. ჩვენ ფორმას ჩვენი ფიქრები გვაძლევს, ჩვენ ის ვხდებით, რასაც ვფიქრობთ. გონების განწმენდას ჩრდილივით სდევს თან უსაზღვრო სიხარული, რომელიც არასოდეს გვტოვებს.

12. თავად მოიპოვე ხსნა, ნუ დაელოდები მას სხვისგან.

13. თქვენ ვერ იპოვით გზას, თუკი თავად არ გახდით გზა

14. გრძნობდე ვინმეს მიმართ ბრაზს, ნიშნავს სვამდე საწამლავს და ელოდე, როდის მოიწამლება ის ვიღაც.

15. საკუთარი თავის დამარცხება გაცილებით უფრო დიდი გამარჯვებაა, ვიდრე სხვებზე გამარჯვება.

16. თუკი სასწაულის დანახვას შევძლებთ უბრალო ყვავილში მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება შეიცვლება.

17. არა აქვს მნიშვნელობა წარსულის სიმძიმეს, შენ ყოველთის შეგიძლია დაიწყო თავიდან.

18. შენ კარგავ, როცა ებღაუჭები.

19. იყავით მადლიერი, იმისათვის რაც მოგეცათ. თუნდაც მცირედისთვის.

20. ჭეშმარიტი რელიგია სიკეთეა.

ნანახია:(1143)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კარებზე ალბათ ის ღმერთი იდგა, შენ რომ მოგაცილა სახლამდე…

სახლში დაღლილი მოვედი. შვილებმა, რა გვიყიდეო. ერთი კი გავუღიმე და უხალისოდ მივაწოდე მათთვის წამოღებული ტკბილეული… მეორე ოთახში გაიქცნენ, გადახედეს სასუსნავს


როგორ დავძლიოთ სირთულეები?!

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, დგება რთული დღეები, რომელთა გადასალახავად დიდი ნებისყოფა და ძალისხმევაა საჭირო. ამ დროს მთავარია, ამ


ეს თქვენს შვილს გააბედნიერებს…

ყველა მშობელს სურს მისი შვილი ბედნიერი იყოს, ამისთვის არაფერს იშურებენ, ხარჯავენ უკანასკნელ კაპიკებს და უყურებენ მათ გახარებულ სახეებს, მაგრამ ეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*