როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება | Jolo.ge


როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება

როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება

რატომ არის ზოგი უზომოდ ბედნიერი და ზოგიც უბედური? 

რა ფაქტორები განაპირობებს მას?

სად ვეძებოთ ის?

კითხვები ბედნიერებაზე. შევეცდები დღეს გავცე ჩემი მოკრძალებული პასუხი.

თავი რომ იგრძნონ ბედნიერად, ხალისიანად და იყვნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, ადამიანების უმარავლესობა ელოდება გარეშე ფაქტორების ცვლილებას.

ელოდება:

აი, საყვარელმა ადამიანმა, რომ „ის“ აჩუქოს, ბედნიერი იქნებოდა…

აი, ეს, რომ ჰქონდეს ან ფლობდეს, მის სიხარულს საზღვარი არ ექნება…

აი, ოჯახი და შვილები, რომ ჰყავდეს…

აი, ის ადამიანი (ქმარი, შვილი, ძმა, სიდედრი/დედამთილი. მეზობელი) რომ არ უშლიდეს ხელს…

სია ამოუწურავია და ყველას თვისი ბედნიერების საზომი აქვს. ადამიანები ნადირობენ, გაუაზრებლად დასდევენ კუდში ბედნიერებას, ვერა და ვერ იჭერენ ამ მოუხელთებელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სირბილში იტაცებენ ხოლმე იმ ყველაფერს, რაც მათი აზრით მოუტანს ბედნიერს. ის კი არსად ჩანს…

უნდა გაგიწბილოთ იმედები.

სინამდვილეში ყვეალფერი ხდება პირიქით.

იმისათვის, რომ ცხოვრებაში მიიღოთ ის, რაც ასე ძალიან, ძალიან გაგხდით ბედნიერს, არ არის საჭირო კუდში სდიოთ ან ეძებოთ სხვაგან.

ბენიერების აუცილებელი პირობაა –  შეიძინოთ  უმიზეზოდ ბედნიერების,  უპირობო სიყვარულის, განუსაზღვრელიმადლიერების განცდა, პატიების უნარი და დამატებით პოზიტიური აზროვნება… და არა შემდეგ, ან მოგვიანებით როცა ყველაფერი კარგად იქნება, არამედ, დღეს და ამ წუთას, ახლავე იყოთ ბედნიერი.

 

b87bfdfed324472013cba131023d8db3

წარმატებული ადამიანი თავისი ოცნებით, სურვილით და მიზნით, შინაგანად ქმნის  პატარა ბედნიერების მაგნიტს, რომელიც შემდეგ რეალურად მოიზიდავს შემთხვევებს, მოვლენებს და საშუალებებს, რომელზეც არდე არც კი უფიქრია. ძალიან ხშირად, ასეთ მოვლენას ხალხში ბედს, იღბალს, გამართლებას უწოდებენ.

ყველასათვის ცნობილი ფრაზაა: „ნივთი იბადება ორჯერ – ჯერ გონებაში, შემდეგ რეალობაში“. სწორედ, ეს პრინციპი მუშაობს ბედნიერების შემთხვევაშიც.

როცა ვსაუბრობ ხოლმე, უმიზეზო ბედნიერებაზე, ვხედავ, რომ ყველას გულში ჰპოვებს ის გამოძახილს. ყველას უნდა იყოს ბედნიერი. ყველა გრძნობს, რომ ცხოვრების არსი ბედნიერებაშია და ამ დროს წუწუნებენ, განიკითხავენ, სძულთ, ეშინიათ, ვარდებიან აპათიაში, შურთ….

ბედნიერება და აპათია, სხვადასხვაენერგეტიკულ ველზე  მდებარეობს. ისინი სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებენ.

გაიხსენეთ თქვენი ახლობელი ადამიანები, რომლებიც ბედნიერნი და მუდამ პოზიტიურები არიან, თითქოს გვიზიდავენ თავისი ენერგიით. ისინი, აბსოლუტური ოპტიმისტები არიან და მარტო კი არ ხვდებიან, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, პრიქით შეუძლიათ პირამდე აავსონ, სადაც კი ნაკლულს შეამჩნევენ. ძალიან ხშირად ისინი სიმშვიდეს და შინაგან სიწყნარეს ასხივებენ და მათ გვერდით, სხვები სიცოცხლით ხალისზე მოდიან.

– როგორ ახერხებენ ისინი ამას? როგორ გავხდეთ ჩვენ ბედნიერები?

– „დავაკოპიროთ“ ბედნიერი ადმაინის ქცევები, შევიძინოთ ბედნიერი ადამიანისთვის მახასიათებელი უნარები.

სისტემატიურად განმეორებადი ქცევები და აზრები ტვინში ქმნიან ნეირონულ ბილიკებს. ამ0,,69815624,00 დატკეპნილ ბილიკებს ჩვევები ჰქვია და ის ავტომატიზმამდეა დასული. თუ წლების მანძილზე თავს ვთვლიდით უბედურად – გვექნება ნეგატიური ნეირონული მარშრუტი გაკვალული და შესაბამისად გვექნება, უარყოფოთი გამოხმაურებები, რეაქციები.

აი, რატომაც ვერ გავხდებით ბედნიერი, თუ რამე არ შევცვალეთ.

ჩვენს გონებასთან ხუმრომა არ შეიძლება. ბედნიერებისთვის, საჭიროა ახალი ნეირონული ბილიკის გაკვალვა და ახალი უნარ-ჩვევების დანერგვა. კარგი იქნება, ამისთვის თუ სპეციალისტს მიმართავთ, დამოუკიდებლად ტექნიკების გამოყენება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ როცა ადამიანი აღწევს ზრდასრულ ასაკს, ტვინი ფიზიკურად აღარ ვითარდება ანუ „იყინება“ და აქედან გამომდინარე ადამიანს ვერაფერი შეცვლის. გახსოვთ ქართული ანდაზა: „კუზიანს სამარე თუ გაასწორებსო“. სრული სიცრუეა!!! თანამედროვე მეცნიერებამ დადგინა, რომ ტვინი მოქნილია. როცა ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვმოქმედებთ სხავანირად ვიდრე ადრე, ტვინი იცვლება და პრაქტიკულად, თავიდან ტკეპნის ბილიკს ახალი უნარ-ჩვევისთვის.

ვისკონსის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი, რომელიც სწავლობს ტვინის შესაძლებლობებს დოქტორ რიჩარდ დევიდსონი ამბობს: „ვიცით რა ტვინის მოქნილი შესაძლებლობები, ამის საფუძველზე, ჩვენ ისეთ მოვლენებს როგორიცაა ბედნიერება და გულმოწყალება შეიძლება მივუდგეთ როგორც უნარებს, რომელიც არ განსხვავდება ისეთი ჩვევებისგან, როგორიცაა – გიტარაზე დაკვრა ან ტენისის თამაში… თქვენ შეგიძლიათ, ავარჯიშოთ ტვინი და გახდეთ ბედნიერი“. მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანია ბედნიერი დაბადებიდან, დანარჩენმა გაიაზრა რა მისი აუცილებლობა, შეიძინა ბედნიერად ყოფნის ჩვევა.

დასასრულს მინდა მოვიყვანო დალაი ლამას სიტყვები წიგნიდან: „ბედნიერების ხელოვნება“:

„უნდა დაიწყოთ იქიდან, რომ გაერკვეთ იმ ფაქტორებში, რა განაპირობებს თქვენს ბედნიერებას და რა განაპიობებს თქვენს ტანჯვას. ამის მერე, საჭიროა ეტაპობრიsun_1ვად გამორიცხოთ თქვენი ცხოვრებიდან ის ფაქტორები, რომლებსაც მიჰყავხართ ტანჯვამდე და გააძლიეროთ, ისინი რომელსაც გაჰყავხართ ბედნიერებამდე. ამაშია მთელი იდეის არსი“.

მე რაღა დავამატო? ალბათ, მხოლოდ ის, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, არჩევანი გააკეთეთ ბედნიერებაზე. 

დღეს სულ ეს იყო.

გისურვებთ წარმატებებს თქვენი ბედნიერების ფაქტორების განსაზღვრაში და შემდგომ მის ხორცშესხმაში.

თუ, თემაში მოყვანილი აზრები თქვენთვის მისაღებია, მოიწონეთ, გააზიარეთ სოც. ქსელებში და დამიტოვეთ თქვენი შეხედულებები ბედნიერებაზე კომენტარებში.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(5822)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გონების ვარჯიში

ალექსის კასტორი, ფლორიდელი ფსიქოლოგი-კლინიცისტი, რომელსაც „ტვინის მწვრთნელი” შეარქვეს, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას მარტივი სავარჯიშოებით გთავაზობთ.  ეს ქალბატონი ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონს


დუალურობა სიცოცხლის არსი

თეთრი – შავი. აღმოსავლეთ – დასავლეთი ცივი – ცხელი მაღალი – დაბალი განვითარება – დეგრადირება დაბადება – სიკვდილი ყველაფრი პოლარულია.


10 საშიში ურთიერთობა, რომლებსაც ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები გაურბიან

გთავაზობთ არასწორი ურთიერთობების ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, რომლებისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები. ნებისმიერ წარუმატებელ ურთიერთობას მოაქვს ტკივილი, მაგრამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<