არ უნდა დაგეთმო! შენ ოცნებებს უნდა გაჰყოლოდი! ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა! | Jolo.ge


არ უნდა დაგეთმო! შენ ოცნებებს უნდა გაჰყოლოდი! ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

არ უნდა დაგეთმო! შენ ოცნებებს უნდა გაჰყოლოდი! ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

შეგიძლიათ დეტალურად აღწეროთ ის რასაც იგრძნობთ ამ სიტყვების მოსმენის დროს? როგორ განიცდით თითოეულ უქმად გაფლანგული დღეს, როგორ ნანობთ, რომ არ გარისკეთ, კიდევ ერთხელ აღარ სცადეთ, სათანადოდ არ დააფასეთ არცერთი შესაძლებლობა და შანსი, რომელსაც ცხოვრება გჩუქნიდათ? თქვენ ყოველთვის ხვალისთვის გეგმავდით დღევანდელ გასაკეთებელს და ამასობაში დღეები წლებად იქცა. თქვენი განუხორციელებელი ოცნებები და მიზნები მტვერ დადებული, სადღაც თაროზე შემორჩა და ყველაფერი მხოლოდ უმოქმედობამ გამოიწვია.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი ასეთ მომავალში, რომ თქვენს გვერდით არაა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ასე ძალინ გიყვარდათ. დარჩით იქ, სადაც ყველაფერი მოსაწყენ რუტინად იყო ქცეული, ვალდებულების გამო აირჩიეთ დარჩენა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც სიყვარული გამქრალი იყო. არ იბრძოლეთ თქვენი ნამდვილი ბედნიერებისთვის, დანებდით პირველივე დაბრკოლებაზე, იგი მარტივად დაუთმეთ სხვას, არ იბრძოლეთ ურთიერთობების დასაცავად, არ გაუფრთხილდით ერთმანეთს, არ თქვით საჭირო სიტყვები, მაშინ როცა ასე საჭირო იყო, არ მოუსმინეთ, არ აპატიეთ და თქვენ საერთოდ არაფერი გააკეთეთ სიყვარულის და ბედნიერების მოსაპოვებლად, მაშინაც კი, როცა ყოველთვის ხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა თქვენი ახალი ცხოვრების  საჩუქარი იყო.

დღეს კი, თმაში ჭაღარა შერეული, სახეზე ნაოჭებისგან დაღონებული, თავს დაბლა ხრით და ნანობთ ყველაფერს რაც არ გააკეთეთ, რაც არ გარისკეთ, რაც არ თქვით, რა შეცდომებიც არ დაუშვით ახალი ბედნიერების აღმოსაჩენად.

მოდით, ვაღიაროთ, ეს ის მძიმე მომავალია,

რომელიც ყველა იმ ადამიანს ელოდება სიბერის ჟამს, რომელიც დღეს არ მოქმედებს,

რომელიც უბრალოდ ზის და ოცნებობს,

რომელიც ყოველთვის ხვალინდელ დღეს და »შესაფერის მომენტს» ელოდება,

რომელსაც ყოველთვის სხვისი გადარჩენის იმედი აქვს,

რომელიც არასოდეს რისკავს და მარცხის ეშიანია,

რომელიც არ იბრძვის სიყვარულისთვის, არ ზრუნავს საკუთარ ბედნიერებაზე, არ ფიქრობს მომავალზე, არ მისდევს საკუთარ ოცნებებს, საჩუქრად არ თვლის ყოველი მზის ამოსვლას, არ აფასებს მეგობრობას, არ გასცემს მეტ სიყვარული, სითბოს და ყველაფერს ყოველთვის სხვისგან ელოდება,

რომელისაც თავის სიცოცხლე უსასრულო ჰგონია…

მაგრამ გახსოვდეს, კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან… ამიტომაც არასოდეს მისცეთ საკუთარ უსუსურობას, შიშს და სიზრმაცეს ოცნებები განუხურციელებლად დატოვოთ.

ვიდრე ცოცხალი ხართ, იცოცხლეთ!

წადით წინ მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემით!…

იმოქმედეთ, სცადეთ დაუსრულებლად, ეძიეთ, გარისკეთ და თქვენი ცხოვრება სიამოვნების თავგადასავალს დაამსგავსეთ.

გახსოვდეთ, რომ მომავალი მას ეკუთვნის, ვინც დღეს მოქმედებს. იცხოვრეთ არა სიკვდილის შიშით, არამედ, სიცოცხლის სიყვარულით!და არავის, არასოდეს მისცეთ უფლება, რომ გითხრას: შენ არ უნდა დაგეთმო! შენ ოცნებებს უნდა გაყოლოდი. ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

ავტორი: მარიამ შარიქაძე

 

ნანახია:(338)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყოველდღიური ბედნიერება თქვენს ხელთაა…  

თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი ყოველდღე, უბრალოდ ამ ბედნიერებას შემჩნევა სჭირდება. მთავარი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ არის ის, რომ გონება


„ბედნიერება, მიზეზის გარეშე“ — ევგენია დრონი

🌷ყოველი პრაქტიკის და მედიტაციის მიზანია–მივაღწიოთ გონების სულიერ — მშვიდ მდგომარეობას და ავიმაღლოთ ენერგეტიკული ველის ვიბრაციები.  რა მოჰყვება ამას?  🌈თქვენი მდგომარეობა


თუ გინდა, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე…

ხდება ხოლმე თქვენს ცხოვრებაში ისე, რომ სხვა ადამიანებს უფრო წინ აყენებთ, ვიდრე საკუთარ თავს? სხვა ადამიანების აზრს, შეხედულებებს, წარმოდგენებს, მოლოდინებს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<