…არ თქვათ უარი ოცნებაზე…

by admin | Март 16, 2019 11:53

…არ თქვა უარი შენა ოცნებაზე, მან ხომ შენ ამოგირჩია… რაღაცნაირად შემთხვევით თუ კანონზომიერად ერთმანეთს შეხვდით, ან დაიბადა შენში… 
… ბავშვობის შთაბეჭდილებები ძალიან მძაფრია, რადგან სულ ახლახან დაიწყო ყველაფერი, და ეს ყველაფერი გასაოცრად შთამბეჭდავია, გაჩნდი სადღაც ცხოვრებაში და ყველაფერი ამოუცნობია შენთვის, შენი თავიც კი, ვინ ხარ და აქ რატომ ხარ, ძალიან უხარია ბავშვს სამყარო… სევდა იმის შესახებ რომ, ცნობიერებით და გაზრდილმა, არ შემიძლია განვიცადო ის შთაბეჭდილებები და ის განცდები რასაც ბავშვი განიცდის როდესაც ცხოვრებას იკვლევს… წარმოიდგინეთ ასეთი რამ, ახლა გაჩნდით რომელიღაც ზღაპრულ გარემოში ან ნახატში და სრულიად უცნობი სამყარო გადაიშალოს თქვენს თვალწინ… მაგრამ ეს სამყარო მაინც აგებული იქნება იმ ნაწილებისგან რასაც უკვე იცნობ, საკუთარი თავიც კარგად ნაცნობია შენთვის, .. ხედავთ ბავშვობის განცდის შეუძლებლობას?!…
… ხოდა ბავშვი რაღაცას, გარკვეული თუ გაურკვეველის გამო წააწყდება მის გონებაში და იწყებს ოცნებას… ხომ აქვს ჯადოსნური სამყარო ამოუცნობი სადაც გაჩნდა და ეხლა კიდევ მომავალში რომ ექნება იმაზე ფიქრობს… ეს არის გასაოცარი განცდა…
… ხოდა აი ვიზრდებით და ყველაფერი ჩვეული ხდება, მაგრამ გვრჩება ბავშვობაში ჩვენი თავის მიერ დანაპირები ზღაპრული რამ, რისი მიღებაც გვსურდა…
ამიტომ არ თქვათ უარი ბავშვობის ოცნებაზე… ესაა გზა რომელიც მიგიყვანთ და სუნს მაინც განგაცდევინებთ მაშინდელი სიახლის, აღტკინების, ინტერესის, წადილის, სიმარტივის, და ბედნიერების…
…არ თქვათ უარი ოცნებაზე…

გაუძღვე შენს ცხოვრებას წინ! — ნიშნავს არ ელოდო მოვლენებს სანამ მოხდებიან, არამედ იმოქმედო და შენ თვითონ შექმნა ისინი.

სიყვარულით თქვენი ანნა კვანტრიშვილი ♡

ნანახია:(187)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ar-tqvat-uari-ocnbaze/