«არ შემატოვეს წარსული, არ დამითმეს აწმყო და მომავალს მპირდებიან» | Jolo.ge


«არ შემატოვეს წარსული, არ დამითმეს აწმყო და მომავალს მპირდებიან»

«არ შემატოვეს წარსული, არ დამითმეს აწმყო და მომავალს მპირდებიან»

«წვიმამ ჩამორეცხა ნამუსი თბილისს და მტკვარს გაატანა.
ქალაქი გარინდული დამახვედრა დილამ.
არ ვიცი რა ვთქვა!
ყველაფერი წყალსაც წაუღია, თუკი სიტყვაა მძიმე.
არაფერია იმაზე საშინელი, როცა ძაღლები გღალატობენ.
,,ერთგულება გაბოზდა და იმრუშა ღალატთან…“
მახსენდება მეგობარი, ძმა, თანამესულე.
ჩემი ძმები ყველაზე დიდი ღირებულებაა, რაც გამაჩნია.
გუშინ კახპის წინ მტირალი ჯიპიანი ვნახე, რომელსაც ღიპდამახინჯებული იერი შესხეულებოდა.
არაფერი მაქვს კახპების საწინააღმდეგო, უბრალოდ პატიოსან კახპებს გავურბივარ.
დღე გიჟია, ღამე სატირა.
გხედავ უსამართლობავ და შენს თვალებს ვეძებ, რომ შიგ ჩაგაფურთხო.
ამიერიდან გლოვაა ჩემი მტერი, სევდაა ჩემი ლევკემია, ნაღველი კი, ამომაჭრას ვინმემ, სანამ დავთვერი და წყევლას მივახიე.
ცდა ბედის მონახევრე სანამაა, მანამ არ ღირს არაფრად.
არ შემატოვეს წარსული, არ დამითმეს აწმყო და მომავალს მპირდებიან.
ვიცინი.
სიცილის დედა ვატირე, სახეს მინაოჭებს.
სიბერე მინდა, ტკბილი სიბერე, მაგრამ ოცნებასაც კაცი მოუკლავს.
მარტივია ცხოვრება, ჩვენ ვართულებთ, ჩვენ ვებრძვით თავს და ვანადგურებთ.
ღამეა.
ცამ დახურა თბილისი.
ქალაქი იძინებს.
მე კი, ვდგავარ თაბორზე და ვდარაჯობ.“

 

 

ირაკლი დეისაძე

ნანახია:(332)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე“ — რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს

,,ჩემო მედიკო! კი არ მაგონდები, მელანდები, რამდენიმეჯერ გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდებოდი ქუჩებში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა


‘წვიმა რაჭაში’

ადამიანებს თუ უნებურად მზე იზიდავთ და მისკენ ილტვიან, რაჭაში ხშირად დავრწმუნებულვარ, რომ წვიმასაც კი მისი ხიბლი აქვს, ზეცა წვიმის წყალს


„ის იატაკის ჯოხი რაღაც სხვანაირად ეჭირა, მტკიცედ, აი კვერთხი რომ უჭირავთ ხოლმე“…

„ეს იოანას ბაღის მეგობარი ანია და მისი დედაა. ერთი უცნაური რამ შემემთხვა ამ ქალთან დაკავშირებით, ჩემი ფიქრების პასუხად“ — წერს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*