არ შეიცოდოთ მამაკაცი | Jolo.ge


არ შეიცოდოთ მამაკაცი

არ შეიცოდოთ მამაკაცი

მოგესალმებთ ძვირფასებო!

ზაფხულის დასაწყისში ჩავერთე ონლაინ პროგრამაში, რომელიც ქალისა და მამკაცის ურთიერთობებს ეხებოდა. ეს იყო „ქალის  ენერგიები“ . ამ კურსის განმავლობაში იმდენი გააზრება მოვიდა და იმდენ კითხვას გაეცა პასუხი, რომ სურვილი გამიჩნდა, მცირედი მაინც გამეზიარებინა თქვენთვის. ხშირად ქოუჩ-სესიებზე არის მოთხოვნა-კითხვარი, რომელსაც ეს თემები გასცემს პასუხს, და თუ სრულებით არა, ყოველ შემთხვევაში გარკვეულწილად შექმნის წარმოდგენას:

რატომ არ გისრულებს საყვრელი მამაკაცი სურვილებს ?

რატომ წუწუნებს ან უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ?

რატომ არ მუშაობს  ქმარი და არც აპირებს მუშაობას ?

რატომ ვერ ხედავს და არ აფასებს თქვენი მეუღლე თქვენ შრომას ოჯახში და

რატომ თვლის რომ „ქალი უნდა იყოს კუხნაში“ ?

ამ თემებიდან კიდევ სხვა ბევრი რამ, შეიძლება შეიტყოთ

რადგანაც ქოუჩ-სესია არ წარმოადგენს ტრენინგს ან ლექციას და სესიაზე ქოუჩი არ იძლევა რჩევებს, გადავწყვიტე ბლოგის საშუალებით განვიხილო ამ სახის საინტერესო საკითხები. თუ კი  ეს ვინმეს დაეხმარება დაალაგოს და მოაწესრიგოს ურთიერთობები მოხარული ვიქნები!

ამ რუბრიკას დავარქვი „ მამაკაცისკენ მიმართული სამი ქალური წყევლა“ და დავყავი სამ თემად.

I  არ მისცეთ მამაკაცს ფული

II არ დაუწუნოთ მამაკაცს საჩუქარი  

III არ შეიცოდოთ მამაკაცი

დღეს ვისაუბრებ მესმე  საკითხზე.10810033_387811614711150_518877027_n

 

წარმოიდგინეთ:  ჩემი საწყალი ქმარი!

დიალოგი: „ჩემი ქმარი იმდენს მუშაობს, ცოდოა“, „მეცოდება, რა ქნას“….

წარმოიდგინეთ? კარგი…

რას გრძნობთ, ამ დროს?

გიჩნდებათ სიბრალულის გრძნობა…

თქვენში იღვიძებს დედობრივი ინსტიქტი ანუ ირგებთ „დედის როლს“…

სულ დაგავიწყდათ – თქვენ ხართ ცოლი და არა დედა ქმრისთვის!

მოდი დავფიქრდეთ:

საერთოდ, ვინ ეცოდებათ – ძლიერი თუ სუსტი?

ვის უყურებენ ზემოდან – ძლეირს თუ სუსტს?

შეცოდება, წარმოადგენს ზემოდან ყურებას. როდესაც მამკაცს უყურებთ ზემოდან ართმევთ ენერგიას, უკარგავთ საკუთარი თავის რწმენას. აგრძნობინებთ, რომ ხართ მასზე გაცილებით ძლიერი. და რაც მეტად გეცოდებათ, მით მეტად ასუსტებთ. შეცოდება  ნიშნავს – ის არარობაა და მისი არ გჯერათ (თუმცა, არ ეუბნებით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს).

გეცოდებათ? ნება თქვენია!!!

თქვენ შეიძლება შეგეცოდოთ ვაჟიშვილი (თუმცა, არც ეს არის კარგი), მაგრამ საყვარელი მამაკაცის შეცოდებას – დაადეთ ტაბუ!!!

ნორმალური შეგნების, ნამდვილ მამკაცს შეცოდებაზე აქვს ჯანსაღი რეაქია – ბრაზდება.

მაგრამ თუ მამკაცმა,  უკვე მოახერხა გამხდარიყო ინფანტილური – დიდი სიამოვნებით დაგიდებთ თავს მუხლებზე, ითამაშებს მსხვერპლის როლს (ცნობიერის 3 დონე). შეგაცოდებთ თავს, მოგიყვებათ – რა რთული ბავშვობა ჰქონდა, როგორი რთულია სამსახურის შოვნა… დაიწყებს თქვენით მანიპულირებას – რა კარგად გრძნობს თქვენ გვერდით თავს… თქვენ კი ფიქრობთ: როგორ ვუყვარვარ!!!

გადაწყვიტეთ:

თუ თქვენ მეუღლედ, ნამდვილი მამაკაცის ნაცვლად გჭირდებათ პატარა ბავშვი, მაშინ გააგრძელეთ იგივე ტემპით შეცოდება…

კეთილი მგზავრობა ამ ეკლებზე… 🙂 😦

დაფიქრდით,

რაში გაწყობთ „მხსნელის და გადამრჩენელის“ როლის მორგება?

მოგწონთ, რომ ზრუნავთ?

გგონიათ, რომ უყვარხართ?

აქ არსებობს ერთი  მაგრამ, რომელიც შეიძლება გამოგეპაროთ….

შეცოდებით ააქტიურებთ იმ სამკუთხედს, რომელსაც მსხვერპლი-აგრესორი-მხსნელი ჰქვია და რომლისგანაც თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ მანამ, სანამ არ გამოუტყდებით თავს, რომ იმყოფებით მოცემულ მდგომარეობაში.

რატომ ირგებს ქალი ძალიან ხშირად „მხსნელის“ „გადამრჩენელის“ როლს?

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამით ქალი ცდილობს მიიქციოს მამკაცის ყურადღება. აჩვენებს, რომ არის ძალიან კარგი, თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი. რაც მთავარია, ის აგრძნობინებს (ზოგიერთი არა თუ აგრძნობინებს, ეუბნება კიდეც. თუმცა, შედეგში დიდი განსხვავება არ არის) მამაკაცს – „ხომ ხედავ ჩემი დახმარების გარშე არაფერი შეგიძლია… ხედავ, მე როგორი კარგი ვარ შენთვის და სხვა ასე არ მოგექცევა… ჩემნაირად არავის ეყვარები… ჩენს გარეშე ვერაფერს შეძლებ…“

ბლა-ბლა-ბლა……

შედეგად რას იღებთ?

მამკაცი დუნდება, ხდება ინფანტილური და ამართლებს ქალისგან გაშვებულ ენერგიებს!!!

რატომ აკეთებთ ასე? …და მაინც რატომ?

ის ხომ გარემოებების (სახელმწიფო, მთავრობა, არ გაუმართლა…) მსხვერპლია. მას სჭირდება გვერდით დგომა, დახმარება. აბა, ვინ თუ არა ცოლი? ა. ბატონო თქვენც აქვე ხართ თქვენი  გადამეტებული მზრუნველობით. დიდი ამბავი, ამდენ რამეს აკეთებთ და ბარემ გადაწყვიტეთ მისი პრობლემებიც (წადით, იმუშავეთ 3 სამსახურში.. სიგარეტის ფულიც კი არა აქვს… ცოტაც გაუძელიო გეუბნებათ..), ქალები თურმე მეტად გამძლეები ყოფილან….

როდესაც, ქალი  დაიღლება „ბეჰემოთის ჭაობიდან ამოთრევის“ მცდელობით და „დაიკიდებს“, იმიტომ რომ მეტი აღარ შეუძლია, კაცი ხვდება აგრესიული (ის ხომ მიაჩვიეს, ტვირთის შემსუბუქებას ისე, რომ ბოლოს მთლიანად ქალის სათრევი გახდა მთელი ოჯახი).

… და შედეგად გგონიათ დაგიფასდებათ?

კი როგორ არა…kak-vernut-sebe-radost-zhizni-esli-vi-zamuzhem-1036-52505

ამ დროს მამაკაცი, იწყებს ახალი „მხსნელის“ ძიებას, რომელმაც არ იცის მისი სისუსტეები… ან მიეძალება ალკოჰოლს…

ესეც დამსახურებული მადლობა „გარჯისთვის“.

გამოყავით დრო და გაერკვიეთ ამ სამ პუნქტში, ზემოთ მოცემულ სამ „წყევლაში“ რომელიც მიმართულია მამკაცისკენ!

თუ იქნებით გულწრფელი და გაავლებთ პარალელებს, ბევრ კითხვას გასცემთ პასუხს და შეძლებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ ცხოვრება. შეძლებთ, გადახვიდეთ  ურთიერთობების ისეთ საფეხურზე, სადაც იარსებებს ნამდვილი სამყაროსეული იერარქია – როცა კაცი მიდის ქალის წინ ოჯახში, მფარელობს და ზრუნავს.

როდესაც ქალი გადაწყვიტავს ცვლილებებს ცხოვრებაში, უნდა იცოდეს, რომ არ იქნება ადვილი. მან თავიდანვე, უნდა გამოავლინოს ძლიერი ხასიათი, გააღვიძოს და გამოიყვანოს გარეთ  შინით ჩამალული „ქალღმერთი“, რომელიც მამკაცის ყველა მცდელობას და მანიპულირებას – დააბრუნოს ყველფერი „როგორც იყო“ ძველ მდგომარეობაში, გასცემს პასუხად: „არა!“

მაგ: „არა, მე არ მოგცემ ფულს, იმიტომ რომ ძალიან გაფასებ და ვფიქრობ, შენ თავდაც მოაგვარებ და მიხედავ  საქმეს!“

რთულია არა მსგავსი უპასუხოთ?

მაგრამ უფრო რთული და მძიმეა, როცა  ეუბნებით: „კარგი, რა პრობლემაა… კი…“

და ამ დროს ისმენ კაცის „ბაიათებს“ : „როგორ კარგი ხარ, ვერ წარმოიდგენ როგორ მეხმარები, გადამარჩინე, მადლობა….“

დარწმუნებული იყავით, იმის მერე რაც კაცი გადალახავს პრობლემას, წავა ქალთან რომელმაც არაფერი იცის მის სისუსტეებზე და მოუყვება: ცოლს მალე უნდა გაშორდეს, ვერ ეგუება და არ უყვარს… მამაკაცი ყოველთვის გაიქცევა ქალისგან, რომელმაც მისცა ფული, დაარღვია იერარქია, დააყენა თვი გაცილებით მაღლა… თუ სხვა ქალისკენ არა, მაშინ ისევ და ისევ, მიეძალება სასმელს, ითამაშებს…..

ეს ხომ ძალიან ცუდია? რა საკითხავია – ცუდია!

ამაში, დამნაშავეები ვართ ქალები!!!

რა არის გამოსავალი იხილეთ შემდეგ თემაში.

დღეს კი გავიაზროთ, რამდენად დამანგრევლად მოქმედებს მამაკაცზე შეცოდება.

გისურვებთ ჰარმონიულ ურთიერთობებს!!!

 

თემა  დაამუშავა, ურთიერთობების ქოუჩმა

თამარ კვარაცხელიამ

წყარო: zrda.wordpress.com

 

გადადით ქვემოთ განთავსებულ მასალებზე და გაეცანით სტატიაში მოცემულ თემებს

„არ მისცეთ მამაკაცს ფული“…

ნუ დაუწუნებთ მამაკაცს საჩუქარს

ნანახია:(355)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

არასდროს გააკეთოთ მამაკაცისთვის ეს 6 რამ!

ყველა გოგონა მხოლოდ ქალურ ბედნიერებაზე ოცნებობს, თუმცა მამაკაცებს ყოველთვის არ ესმით ამის არსი და ბევრი ქალი მამაკაცის როლს საკუთარ თავზე


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგონაზე

თუ თქვენ გსურთ არასოდეს შეაჩეროთ პიროვნული ზრდა, უნდა დაქორწინდეთ გოგონაზე, რომელსაც საკმაოდ რთული ხასიათი აქვს.კაცების უმეტესობა, ბუნებრივია, არჩევანს გააკეთებს იმაზე,


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

მამაკაცები ძლიერ ქალზე ამ 3 მიზეზის გამო ქორწინდებიან

მამაკაცებს არ უყვართ ერთფეროვნება, მალე ბეზრდებათ ის, რასაც ხედავენ, შესაბამისად მიისწრაფვიან იმისკენ, რისი დანახვაც არ შეუძლიათ. ყველასთვის ცნობილია, რომ მამაკაცებს


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*