„არ შეგეშინდეს“ — შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან ბრიუსელში | Jolo.ge


„არ შეგეშინდეს“ — შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან ბრიუსელში

„არ შეგეშინდეს“ — შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან ბრიუსელში

საოცარი და სავსე დღე იყო გუშინ ბრიუსელში, განცდებით და დადებითი ემოციებით დამუხტული, დიდხანს გამყვება ალბათ ის შეგრძნებები, რომელიც ამ დღემ მომცა. 

ამისთვის უღრმესი მადლობა ბრიუსელში მცხოვრებ ხატია ოზაშვილს, ქალბატონ რუსუდანს და მეუფე დოსითეს. სწორედ მათი დამსახურებით გავიცანი ბელგიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

მათივე ძალისხმევით შედგა ემიგრანტების შეხვედრა შვეიცარიიდან ჩამოსულ ქართველ პოეტთან, სოფო ფოცხვერაშვილთან. ქალბატონმა სოფომ, ისე როგორც საბერძნეთში, აქ მცხოვრებ პატარებსაც ჩამოუტანა წიგნები საჩუქრად და ამით ძალიან გაახარა ისინი.

არასოდეს დამავიწყდება ამ პატარების ბედნიერი სახეები და ანთებული თვალები. არც უცხო აქცენტითა და ომახიანი ქართულით წაკითხული ლექსები. არც ამ ბავშვების მიერ გათამაშებული „კაცია-ადამიანი“, არტისტიზმს რომ თავდადებაც ახლდა თან. ანტვერპენელ პატარა მსახიობებიდან რამდენიმეს საქართველო არასოდეს უნახავს.

 

… არც ის ქართული სიმღერა დამავიწყდება, სამშობლოდან მოწყვეტილმა კაცმა რომ ფანდურზე ააკვნესა. უცხოეთში ეს კვნესაც ტკბილად ჩაგესმის თურმე, მერე სუნთქვას გიკრავს, გული ყელში გებჯინება და უნებურად მოვარდნილ სამშობლოზე ფიქრს აქ მყოფ ქართველებს უკავშირებ… ათასი აზრი გიტრიალებს თავში …

შესცქერი უცხო მიწას შეკედლებულებს და მთელ სხეულში შიში გივლის … გაციებს …

მერე ისევ სიმღერა გაფხიზლებს და სისხლს გიჩქროლებს — არ შეგეშინდესო …

„არ შეგეშინდესო“ — გეუბნება სოფო ფოცხვერაშვილის კეთილი საქმე და პატარებს მომლოდინე მაგიდაზე დაწყობილი წიგნები…

არ შეგეშინდეს! — ეუბნები სასკუთარ თავს და ამ პოეტი ქალბატონის ირგვლივ შეკრებილი პატარა ქართველების ანთებული თვალებით თბები…

 

დეა თავბერიძე

11 დეკემბერი, 2017 წელი

ბრიუსელი

ნანახია:(281)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეს იყო ჩვენს, ორს შორის არსებული ყველაზე გაყიდული ტყუილი“…

ძმა პატარა, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით… ერთი პატიოსანი კაცის შემოსავალი დიდი ფუფუნების გასაქანს არ გვაძლევდა. ძირითადად სტიპენდიით გაგვქონდა თავი და ხშირად


«საშინლად მიხარია რომ ვარ დეფი და არა დათო ტურაშვილი…»

«ვუყურებ «თავისუფალი დემოკრატები»-ს მთელ ამ … აი ამ… რა სახელი შეიძლება ამ გულისამრევ სიმახინჯეს, მთელ ამ სიყალბეს ვუწოდო და «საშინლად


ჯერ ქვეყანას მივხედოთ და მერე ბუსუსებიან პრეზერვატივებსა და მარიხუანაზეც გადავიდეთ!

არც ნაცისტი ვარ, არც შოვინისტი, არც რასისტი და არც სხვა რამ-ისტი. ერთი ზედმეტად უბრალო ხევსური ბიჭი ვარ, ვცხოვრობ თბილისში და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<