არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან  | Jolo.ge


არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან 

არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან 

არ შეეჩვიოთ ერთმანეთს…ეს არც თუ ისე რთულია…
როცა ერთმანეთს ვეჩვევით, ერთად ყოფნის სურვილი თავისუფალი არჩევანის ჯანსაღ განცდას კარგავს და ავადმყოფურ მიჯაჭულობაში გადადის….

არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან
როცა ეჩვევი იმ თვალით ვეღარ უყურებ, როგორც ადრე…თითქოს ადამიანი იგივეა, თვალებიც, ხმაც, ქცევაც, თუმცა შენი მისადი დამოკიდებულება სულში ვარდების ყვავილობას აღარ იწვევს.

არ შეეჩიოთ ერთმანეთს, რადგან შეჩვევისას ვკარგავთ ერთმანეთით აღფრთოვანების უნარს…ყველაზე საოცარი რამ შეიძლება გახდეს ჩეულებრივი, თუ მას გააჩეულებრივებ.

არ შეეჩიოთ, რადგან მონატრება ამოვარდება დღის წესრიგიდან და ის რაც არასოდეს მოგენატრება ყოფითობის თაროზე გადაინაცვლებს და მონატრების სურვილი სხვაგან იჩენს თავს.

ამისათვის, თქვენ სერიოზულად მოგიწევთ საკუთარი თავით და ურთიერთბით დაკავება:

*ცვალეთ საკუთარი „მე“ ები და ნუ შეგეშინდებათ გახელოვნურების, რადგან გაბრაზებულიც, პოეტურიც, ქარიზნატულიც, დაბნეულიც, შეყვარებულიც, ლირიულიც, სევდიანიც — ეს ყველა თქვენ ხართ — უბრალოდ მიეცით თავს უფლება იყოთ ის ვინც ხართ.

*სხვა და სხვა გვარი საკეთებლით დაკავდით — ითამაშეთ ფეხბურთი, გამოაცხვეთ რაიმე, იცეკვეთ, დალაშქრეთ მთები, მოაწყვეთ პოეზიის საღამოები….

*გაუზიარეთ ერთმანეთს გრძნობები და განცდები და აღარასოდეს მოუბრუნდეთ მათ — ეს მოგცემთ საშალებას სიტუაციებში არ ჩარჩეთ.

*ეძებეთ ერთმანეთში საუკეთესო და საღამოობით ერთმანეთს გაუზიარეთ დაკვირვების შედეგები — ერთმანეთის 10 დღევანდელი პოზიტივი.

*როცა ერთმანეთზე გაბრაზდებით, 50 მდე დაითვალეთ — შემდეგ 3 საუკეთესო საქციელი გაიხსენეთ და თუ მაინც მოგინდებათ გამოხატვა -თქვით ყველაფერი.
ოღონდ მხოლოდ იმისათვის , რომ გამოუშვათ გარეთ წყენა, რათა გული ისევ მზად იყოს უყვარდეს თავდავიწყებით

ავტორი: ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(1165)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ქალის ოთხი მდგომარეობა (როლი) — მხოლოდ ქალებისთვის

ქალის 4 მდგომარეობა, უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვი – ქალის ოთხი როლი. პირველ რიგში, განვიხილავ როლს რომელიც თანამედროვე საქართველოში მეტად პოპულარულია ან ქალების დიდი


განქორწინების წინ, ცოლის უკანასკნელმა თხოვნამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

ისტორია, რომლის შესახებაც გვსურს, დღეს მოგითხროთ, ინტერნეტის მომხმარებლებს შორის ძალიან პოპულარული გახდა, რადგან მასში ღრმა შინაარსი დევს. „სახლში ვახშმად დავბრუნდი


„საიდან მოდის ეს სისასტიკე? სისასტიკე, რომელსაც აფრქვევს ეს სხეული?“…

„როგორ ხდება ასე, რომ ისეთ ადამიანიც კი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია ბუნებას, სისხლი ეყინება ამ არაამქვეყნიური სილამაზის ნახვისას? საიდან მოდის ეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*