არ შეცვალოთ პარტნიორი, შეცვალეთ ურთიერთობები

წყვილების, ოჯახების დანგრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ორი ადამიანი ცდილობს ერთმანეთი შეცვალონ, შედეგს კი ვერ იღებენ. ამის შემდეგ იწყება კამათი, გამუდმუდმებული ჩხუბი და ხშირად ყველაფერი წყვილის დაშორებით სრულდება.
ურთიერთობების ექსპერტი ჯილ კოფენდერი ამ თემაზე საკუთარ გამოცდილებას და გამოსავალს გვთავაზობს:
«ჩემთან ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან: ჩემი მეუღლე/შეყვარებული/ მეგობარი რომ ასე იქცეოდეს, ჩვენი ურთიერთობა იდეალური იქნებოდა. ამ დროს ყველას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს.
უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდეთ, რომ ადამიანები არ იცვლებიან თუ თავად ვერ ხედავენ საჭიროებას და ამ შემთხვევაშიც იცვლებიან ისე, როგორც თავად მიაჩნიათ სწორად. ამიტომ რა აზრი აქვს გამუდმებით მის შეცვლაზე ზრუნვას? იმაზე ზრუნვა, რომ პარტნიორი შევცვალოთ ხელს გვიშლის მისი დადებითი თვისებების დანახვასა და დაფასებაში.
ურთიერთობა ცეკვასავითაა, როდესაც ერთი პარტნიორი დგამს ნაბიჯს, მეორე იძულებულია მიყვეს მას, რადგან თუ ნაბიჯს არასწორად გადადგამს ცეკვა დაირღვევა.
ამიტომ, უბრალოდ შეცვალეთ მოლოდინი, მიიღეთ ისეთი, როგორიც არის და თქვენ მასში უამრავ დადებით თვისებას აღმოაჩენთ.»
ნანახია:(4215)-ჯერ
Comments
Related Articles
შიში წარუმატებლობის წინაშე
ჯეკ კენფილდს თავის ერთ–ერთ წიგნში მოყავს შედეგები გამოკითხვისა, რომელიც ჩაატარეს ღრმად მოხუცებულ, ავადმყოფ ადამიანებთან. ისინი პასუხობენ კითხვაზე: „რას შეცვლიდით თქვენს
როგორ გადავიდეთ სიტყვიდან საქმეზე
მოდით ნუ დაველოდებით საუკეთესო მომენტს, შესაბამის განწყობას და ვარსკვლავების განლაგებას. ჯობია თქვენი პირველი მოქმედება იყოს სპონტანური, პაუზის გარეშე: “გადავწყვიტე გავაკეთოსა”
მიზნის ძიება
ადამიანების ცხოვრების გასავლელი გზა ერთმანეთს ჰგავს. თითქოს, ვიღაცას დაუწაესებია – საბავშვო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი… ამ გზას ის გადის ” ავტოპილოტის”