არ მოიწყინოთ ღმერთში! არც მოაწყინოთ ღმერთი!

by admin | Май 12, 2018 13:15

გისურვებდით თქვენს სიცოცხლეში ყველაზე მაღალი ფსონი უმაღლეს ღირებულებებზე დაგედოთ! იყავით ერთგული მეგობრები-იპოვეთ და თანაუგრძნეთ თქვენს წილ ქრისტეს ერთმანეთში და მეგობრობა არასოდეს მოგწყინდებათ!…

იყავით თქვენი ერის ღირსეული შვილები-დააფასეთ ღვთის უკიდეგანო წყალობა, რომ საქართველოს მადლიანი ისტორიული წარსულის აწმყოში გამგრძელებლები ხართ -საზეპირო ერის მისტიური შვილები, ღვთისმშობლის კალთას შეფარებულები და მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულები!

დააფასეთ მიჯნურობა — ორი მოსიყვარულე გულის მიერ ერთად მოკრებილი ბეღელი და ამ ბეღელში გამოზრდილი სიცოცხლის თავთავები-მზის სიმხურვალეში გამობრწყინვებულნი! ..

ყური დაუგდეთ თქვენი სატრფოს მიერ მოძღვნილი სერენადის -სულის სიმფონიის ზეციურ ჟღერადობას და აქაც იპოვეთ ქრისტე! მასთან ერთად აღმოაჩინეთ ერთმანეთის ცისკრის მიღმიეთში სასუფევლისაკენ მიმავალი უმშვენიერესი ბილიკები და ერთად აიარეთ გოლგოთა უფალთან შესახვედრად!

არ მოიწყინოთ ღმერთში! არც მოაწყინოთ ღმერთი! აინთეთ გულის სიმების ჩირაღდნები და სხვასაც გაუნათეთ ქრისტეში ნაპოვნი ციცინათელებით ცხოვრების გზა!…

მამა გურამ ოთხოზორია

ნანახია:(120)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ar-moiwyino-gmertshi-arc-moawyino-gmerti/