„არ გეცნობა?“ — შეეკითხა მიქელანჯელო

by admin | Сентябрь 18, 2016 16:07

მიქელანჯელო იმყოფებოდა მარმარილოების ბაზრობაზე. ერთ-ერთ დახლთან მან შეამჩნია ქვა და გამყიდველს ჰკითხა აზრი მის შესახებ. მფლობელმა უთხრა:

– თუ ამ ქვით ინტერესდებით შეგიძლით წაიღოთ უფასოდ, რადგან დიდი ხანია დევს და ტყუილად იკავებს ადგილს. 12 წელია არავის არ შეუმჩნევია და არ უკითხავს მასზე. მე ვერ ვხედავ მასში რამე პოტენციალს.

მიქელანჯელომ წამოიღო ქვა. მუშაობდა მასზე თითქმის მთელი წელი და შექმნა შეიძება ითქვას, ულამაზესი  ქანდაკება რაც კი ადამიანის ხელს შეუქმნია.

როდესაც მან დაასრულა მარმარილოზე მუშაობა, თავისთან მოიწვია, სავაჭრო დახლის მეპატრონე, რათა ეჩვენებინა ნამუშევარი.

მეპატრონე თვალებს არ უჯერებდა.

– სად იშოვე ასეთი ულამაზესი მარმარილო? – ჰკითხა გამყიდველმა

– არ გეცნობა? – შეეკითხა მოქელანჯელო. – ეს სწორედ ის მახინჯი ქვაა, რომელიც შენი მაღაზიის წინ 12 წელი  მოლოდინში იყო.

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(333)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ar-gecnoba-sheekitxa/