„არ გამკიცხოთ, არავის არ განვიკითხავ, მიკვირს უბრალოდ“… | Jolo.ge


„არ გამკიცხოთ, არავის არ განვიკითხავ, მიკვირს უბრალოდ“…

„არ გამკიცხოთ, არავის არ განვიკითხავ, მიკვირს უბრალოდ“…

რუსთაველზე ვიყავი 2 წუთის წინ, იქვე მაღაზიების ჩაყოლებასთან მოწყალების სათხოვნელად გამოსული შუა ხანს გადაცილებული მამაკაცი ზის და «წიგნები ერთ ლარად» გამყიდველს ესაუბრება, მე მეგობარს ველოდებოდი და შევჩერდი, მესმის ამათი საუბარი:

მოწყალების სათხოვნელად გამოსული: არა ძმაო გეუბნები მე შენ, ვიცი, ეს ამერიკა არის ყველაფრის დამანგრეველი, მანდ ებრაელები სხედან და მსოფლიოს ბედს წყვეტენ, უკრაინაშიც მაგათ დაძაბეს, ერაყში შევარდნენ, ახლა ტრამპი ასე ასე და ასე იზამსო…..

წიგნების გამყიდველი: ხო ხო, მეც ვიცი, მაგათ მანდ რო უნივერსიტეტებია მანდედან მიყავთ კადრები, სპეციალურ სწავლებას გადიანო… შენ რაც არ უნდა გააკეთო ვერაფერს შეცვლიო…

ჯერ სიცილი ამიტყდა, (დედას გეფიცებით არ დამიცინია, გეტყვით რაზე გავიცინე), მერე რაც არ უნდა გააკეთო ვერ შეცვლიო რომ ამბობენ, ნეტა რა გააკეთეს საკუთარი თავის ცლილებისათვის, რამდენჯერ დაიწყეს საკუთარი ქმედებების გაანალიზებით, რამდენჯერ აიღეს უკუკავშირი, რამდენჯერ არ იმართლეს თავი, რამდენჯერ დაძლიეს ეგო, რამდენჯერ იყვნენ პროაქტიულები, რამდენჯერ იბრძოლეს და რამდენჯერ წამოდგნენ დაცემის შემდეგ უფრო ძლიერნი? ….

სხედან და წარმატებულ ქვეყნებს და ადამიანებს აკრიტიკებენ, სამყაროს ადანაშაულებენ მათ ყოფაში… ყველაფერს ადანაშაულებენ საკუთარი თავის გარდა…

ეჰ… ამის გაფიქრებაზე დავნაღვლიანდი და მერე ისევ სიცილი ამიტყდა, გურული გამახსენდა, ზის 2 გურული მშიერი, გამხდარი, ჩამქრალ ცეცხლთან, ასტრას ეწევიან… მოქაჩა ბოლო ასტრის ნაკუწზე ერთმა, დაარტყა ნაფაზი და მეორეს კითხა: «რაიო ბიჭო რა მინდაო იმ მათხუარმა რეიგანმა»? მათხუარი რეიგანი 😂😂🤣🤣

ხანდახან რა უცნაური ხალხი ვართ…

პ.ს. არ გამკიცხოთ, არავის არ განვიკითხავ, მიკვირს უბრალოდ…

Zaza Koiava

ნანახია:(312)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დააყენე ეჭვქვეშ შენი შეხედულებები, რწმუნებულებები და შენ, მიხვდები“…

რატომ იბრძვი? ვის ებრძვი და რას ებრძვი? საკუთარ თავს, ცხოვრებას, სამყაროს? როგორ ფიქრობ ვინ გაიმარჯვებს? არა, ჩვენ ბევრი რამის შეცვლა


ყოველდღიურობა, რომელიც მოიზიდავს ბედნიერებას

»ჩვენ ვმღერით არა იმიტომ, რომ ბედნიერები ვართ, არამედ ჩვენ ვართ ბედნიერები იმიტომ, რომ ვმღერით.» უილიამ ჯეიმსი ალბათ ხშირად გსმენიათ, შეიძლება


92 წლის შიმონ პერესის სიტყვები, რომელმაც სამყარო შეძრა…

«შიმონ პერსისი სიტყვები, რომელმაც სამყარო შეძრა,, ასე უწოდეს 92 წლის ებრაელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ისრაელის მე-9-ე პრეზიდენტის შიმონ პერესის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*