არ გაჩერდე ინდაურების გვერდით (იგავი) | Jolo.ge


არ გაჩერდე ინდაურების გვერდით (იგავი)

არ გაჩერდე ინდაურების გვერდით (იგავი)

ერთმა კაცმა ტყეში იპოვა არწივის კვერცხი. წამოიღო სახლში და დაუდო ინდაურს გამოსაჩეკად.

ასე გამოიჩეკა ბახალა ჭუკებთან ერთად და იზრდებოდა მათ გვერდით.

ნელ-ნელა მართვე დაემსგავსა მათ: კაკანებდა, იკიკნებოდა მიწაში ჭიების ძებნაში, აბარტყუნებდა ფრთებს და ცდილობდა აფრენას.

ერთი სიტყვით ინდაურობდა…

გავიდა წლები.

ერთხელ, უკვე კარგად გაზრდილმა არწივმა, დაინახა ცაში მონავარდე მთის ფრინველი… რომელიც საოცარი გრაციოზულობით ლახავდა ქარის წინაღობებს, მხოლოდ იშვიათად თუ შეარხევდა ფრთებს.

მოხიბლულმა არწივმა იკითხა:

– ვინ არის?

– ეს არწივია, ფრინველთა მეფე – უპასუხა მეზობელმა – ის დაბადებულია ცისთვის, ჩვენ კი ინდაურები მიწისთვის.

რადგანაც სჯეროდა ინდაურული წარმოშობის –

აი, ასე ინდაურულად, ინდაურების გვერდით იცხოვრა და ინდაურად მოკვდა არწივი.

გინდათ თუ არა, გჯერათ თუ არა, გარემოცვა ზემოქმედებს თქვენზე —  დღეში 24 საათი და კვირაში 7 დღე. გახსოვდეთ ეს!

ჯიმ რონმა თქვა:

„თქვენ წარმოადგენთ საშუალო არითმეტიკულს იმ ხუთი ადამიანისა, ვის გვერდითაც ატარებთ მთელ დღეს“.

ამავე დროს, გარემოცვის შემზღუდველი შეხედულებები და რწმუნებულობები არ წარმოადგენს, თქვენი წარმატების საზომს და ყოველთვის შეგიძლიათ შექმნათ სასურველი.

ამ იგავის მორალი არის შემდეგში:

არწივებთან რომ იფრინოთ, არ გაჩერდეთ ინდაურების გვერდით!

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(5329)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სინამდვილეში არაფერია — „შეუძლებელი“ !

„შეუძლებელია“ — ეს უბრალოდ გრძელი სიტყვაა, რომელიც პატარა კაცუნებმა მოიფიქრეს გულის დასამშვიდებლად, იცხოვრონ იმ ცხოვრებით რომელიც ფეხქვეშ მიუგდეს და აღარ


„იდეალური ქმარი ის კაცია, რომელიც თვლის, რომ იდეალური ცოლი ჰყავს“ — ბერნანდ შოუ

ჯორჯ ბერნანდ შოუ — გამონათქვამები „თუ ლაპარაკი ისწავლეთ ეს ნიშანია იმისა, რომ გაიზარდეთ. თუ ისწავლეთ გაჩუმება ეს ნიშანია იმისა, რომ


„აუცილებლად თქვენ თავში უნდა ეძებოთ პრობლემები“

„თუ თქვენ ხშირად გაქვთ პრობლემები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან, თუ თქვენ გაკეთებულ სიკეთეს ვერ ხედავენ, ხშირად გტკენენ გულს და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<