არ გაჩერდე! გააგრძელე! ეს ცუდად ყოფნა დროებითია | Jolo.ge


არ გაჩერდე! გააგრძელე! ეს ცუდად ყოფნა დროებითია

არ გაჩერდე! გააგრძელე! ეს ცუდად ყოფნა დროებითია

როგორ ფიქრობთ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სულიერი ცხოვრებისთვის მოვევლინეთ ამ ქვეყნად??? მე ვთვლი, — ჩვენ ვართ სულები, ადამიანური გამოცდილებისთვის მოვლენილი დედამიწაზე.

ჩვენი მისიაა დავამყაროთ ბალანსი სულიერებასა და სხეულს შორის.

🍃 მერწმუნეთ, არც სულიერება და არც მხოლოდ სხეულზე ზრუნვა მოგცემს სრულ კმაყოფილებას, რადგან გვექნება შეგრძნება, რომ რაღაც გვაკლია.

ამიტომ არსებობს ტრადიციებში განსხვავებული პრაქტიკები, რომელიც ემსახურება სხეულისა და სულის ერთიანობას. სულმა უნდა შეავსოს სხეულის თითოეული უჯრედი. 💤 სული ზემოთ მიისწრაფის და ეს არის სულისა და სხეულის მუდმივი ჭიდილი. 💤

პრაქტიკები, ლოცვა, მანტრა, პრანაიამა, მარხვა. წმინდავს სხეულის უჯრედებს რომ სულს სხეულში გაუმარტივდეს (უხეშად რომ ვთქვა) ყოფნა.

ამ დროს ადამიანი უფრო გაცნობიერებული ხდება, მისი ქმედებები არ არის დამოკიდებული სხეულის დაბალ ვიბრაციებზე. 🔴 ამ დროს შეიძლება ადამიანმა თვითონ ვერ გააცნობიეროს რა ხდება მის თავს, რადგან წმენდა არ არის ყოველთვის სასიამოვნო. მას ზოგჯერ ემოციური მომენტი დაჰყვება, ზოგჯერ კი ფიზიკური ტკივილიც, რომელიც ⭐ წმენდის შემდეგ ისევე სწრაფად ქრება როგორც გაჩნდა.

ამას გარშემომყოფები ამჩნევენ და ხშირად გესმის «რა კარგად გამოიყურები» ან «რა საოცარი აურა გაქვთ» . არადა შენ შიგნით ისეთი ძვრები მიდის ყველაფერს გრძნობ იმ კარგად ყოფნის გარდა. 🍀🍀🍀სადღაც უკვე ბრაზობ საკუთარ თავზე — რას წამოვიწყე ეს წმენდა და მთელი ამბები. 😊😊😊

მინდა დაგამშვიდო. 🧘‍♀️ ეს დროებითია და თუ ადამიანები შენს გარშემო ამას ამჩნევენ, სულ მალე მას უკვე შენც შეიგრძნობ, უბრალოდ ეს გონებაა, რომელიც ხელს გიშლის, ბოლომდე შეიგძნო იმ ცვლილებების ძალა, რომელიც შენშია…
🕊გონებას ყოველთვის ახსნა სჭირდება, რატომ ხდება? რატომ მტკივა? საით მივდივარ? ეს საშიშია? მოდი არ გვინდა…. გავჩერდეთ!..
🟡 ბევრ ადამიანს აშინებს ეს გონების შემოტევა, მაგრამ თუკი ჩერდები უფრო ცუდად ხდები, ვიდრე აქამდე იყავი.
იცი რატომ ? იმიტომ რომ შენ იცი, სადღაც შიგნით, შენი ინტუიცია გკარნახობს, არ გაჩერდე! გააგრძელე! ეს ცუდად ყოფნა დროებითია. 🦋
ამ დროს მხოლოდ გზის გაგრძელებაა გამოსავალი. ნაბიჯ — ნაბიჯ წინსვლა, პრაქტიკა და შუქიც ნელ-ნელა უფრო მკაფიო გახდება, გვირაბის ბოლოს.

✍ხშირია შეკითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ამიტომ, როგორც დაგპირდით, გააქტიურდა ჩვენი ▶️ იუთუბ არხი, სადაც მე ვისაუბრებ იოგაზე, მის ფილოსოფიაზე, უამრავ საინტერესო პრაქტიკებზე … ასევე თუ როგორ გადავიტანოთ რთული პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში.
გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვისვით კითხვები და მე სიამოვნებით გიპასუხებთ 🙏

მარინა კვატაია

ნანახია:(620)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გენიალური „შერეკილების“ 100 წელს მიღწეული გმირი ფილმიდან (ვიდეო)

„გამოვიყენოთ ყოველი წუთი, არ დავხარჯოთ და არ გადავყაროთ სადღაც მოუსავალში ის ძვირფასი მომენტები, რომლებიც არ ბრუნდება“… გია ჯაჯანიძის საოცარი სტუმარი,


«ამაყი ვარ, რომ საკუთარი კეთილდღეობის გამო არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს ვაზელინი»

…და მაინც, ამაყი ვარ, რომ საკუთარი კეთილდღეობის გამო არასოდეს, არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს ვაზელინი : ) სუულ «პადზემკაში» რომ დავუკრა —


10 ადგილი საქართველოში, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა ნახო

10 ადგილი საქართველოში, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა ნახო: 1. თუშეთი 2. აბულის ციხე 3. ზემო სვანეთი 4. ტობავარჩხილის ტბები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<