არ ჩაიკეტოთ სახლში, გამოდით, დაანახეთ სამყაროს და ადამიანებს , რომ ძლიერები ხართ

by admin | Сентябрь 26, 2018 09:39

ხშირად ვიღებ შეტყობინებებს: თუ როგორ გავბედე რომ, ჩემი » ნაკლი» საჯაროდ დავანახე ადამიანებს… საიდან ასეთი გამბედაობა?! 
რატომ არ ვიკეთებ ხელის პროთეზს… ასე რატომ დავდივარ??…
შენ შეძელი, მე არ შემიძლია!
მე მახინჯი ვარ….
შენ ძლიერი ხარ მე ასეთი არ ვარ და ასე დაუსრულებლად……
[1]პირდაპირ გეტყვით😊 მართლები ხართ!!
რაზეც ფიქრობთ სწორედ იმას იზიდავთ🙈
დამერწმუნეთ სანამ არ შეწყვეტთ იმაზე ფიქრს რომ,
არანაირი სახის ფიზიკური შეზღუდვა განაჩენი არ არის, ისეთები როგორებიც ჩვენ ვართ არ შეიძლება უყვარდეთ და არ შეგვძლია ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არაფერი შეიცვლება!!!

ჩემო ძვირფასებო არ ჩაიკეტოთ სახლში, გამოდით დაანახეთ სამყაროს და ადამიანებს , რომ ძლიერები ხართ. ცხოვრება საოცარი, ლამაზი და საინტერესოა. სულ ცოტა ხნის წინ მეც ვფიქრობდი ამ «სიმახინჯით»რომელიც ხელის ადგილზე მაქვს ვერაფერს გავაკეთებდი, მეგონა, ძალიან სუსტი ვიყავი, თურმე ასე არაა. დავუპირისპირდი იმას რისიც მეშინოდა!
ყოველ დღე ახალ რაღაცას ვსწავლობდი და ვაკეთებდი. უამრავი შესაძლებლობა აღმოვაჩინე ჩემს თავში, ისეთი ორი ხელით რომ არ შემეძლო 
მე ისეთივე ადამიანი ვარ როგორიც მთელი ცხოვრება ვიყავი, არაფერი შეცვლილა, იმას თუ არ ჩავთვლით რომ სხეულის ერთი ნაწილი მაკლია და ნაწილთან ერთად რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი😁😜
მე სრულყოფილი ვარ!!!
უზომოდ მადლიერი და ბედნიერი რადგან, ყოველი დღე მაძლევს­ შესაძლებლობას, კიდევ უკეთ დავინახო და აღვიქვა როგორი გულუხვია სამყარო🎁🎊💫💖
სალომე გოგეშვილი

ნანახია:(241)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/09/სალ.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ar-chaiketot-saxlshi-gamodit/