„არ არსებობს უნიჭობა — არსებობს მხოლოდ გზას აცდენა, შესაბამისად გზის ძიება და თავიდან პოვნა“ | Jolo.ge


„არ არსებობს უნიჭობა — არსებობს მხოლოდ გზას აცდენა, შესაბამისად გზის ძიება და თავიდან პოვნა“

„არ არსებობს უნიჭობა — არსებობს მხოლოდ გზას აცდენა, შესაბამისად გზის ძიება და თავიდან პოვნა“

…მე მივხვდი რომ ყველა ადამიანი ნიჭიერია… ანუ უნიჭო ადამიანები არ არსებობენ…. არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც ვერ მიაგნო თავის საკეთებელს ….
.

..რა საოცარი განცდაა როცა უმზერ ადამიანს და ხედავ — არაფრითაა გამორჩეული და უცებ….ის იწყებს იმის კეთებას, რაც «მისი საკეთებელია» და ხედავ როგორ იცვლება, ახალგაზრდავდება, ლამაზდება ადამიანი…..

მახსოვს ერთხელ მე და ჩემი გოგოები სავახშმოდ შევედით ( არ მახსოვს რა ერქვა იმ ადგილს) და ჭამის მეტი არაფერი გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში ასე გვეგონა….შევუკვეთეთ…
სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, უცაბედად მევიოლინე კი არა და კაცი შევნიშნეთ ვიოლინოთ ხელში — გეგონებოდათ, რომ შემთხვევით დააჭერინეს 2 წუთით…..

ეს კაცი არც სიმპატიური იყო და საერთოდ უსახური და უღიმღამო ადამიანები რომ არიან აი, ისეთი გახლდათ…

ცოტა ხანში ამ კაცმა ვიოლინო თავ ქვეშ ამოიდო და…..
გათენდა,
განათდა,
გამოიდარა,
აღარ გვშიოდა 🙂

თავად თითქოს მხრებში გაიშალა, გალამაზდა, გამაღლდა…ნაკვთებიც შეეცვალა და მისი უღიმღამობა და უსახურობა რადიკალურად შეცვალა მომხიბვლელმა აზრიანმა გამომეტყველებამ და ღიმილმა…

თითქმის აღარაფერი გვიჭამია, რადგან დავპურდით მისი გასაოცარი მუსიკით…..

აგრეთვე არა ერთხელ გინახავთ ალბათ — მოდის მოფუზული , რაღაცნაირი….უეცრად ავა სცენაზე, ან თავის კაბინეტში, ან გაკვეთლს ახსნის, ან ფუნჯს დაიჭერს ხელში და სულ სხვა ადამიანი შეგრჩებათ — ძალიან საინტერესო და სიმპათიური 🙂

ხოდა…
არ არსებობს უნიჭობა — არსებობს მხოლოდ გზას აცდენა, შესაბამისად გზის ძიება და თავიდან პოვნა 🙂
ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ ჩემო ნიჭიერებო 🙂
მიყვარხართ 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(242)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს მაგრამ მთავარია…

იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს. ეს იოლია. ძალიან იოლი. მთავარია ის, დაინახო ამ „არაფრის“ მიღმა


სარკისებრი ნეირონები

სარკისებრი ნეირონები წარმოაგენენ,  თავის ტვინში ნეორონებს, რეომლებიც ღიზიანდებიან როგორც გარკვეული მოქმედებების შესრულებისას, ასევე სხვისი ქმედებების ყურებისას. ისინი ასევ მონაწილეობენ თანაგრძნობის


ინტუიცია და სწრაფი გადაწყვეტილება

ადამიანს ზოგჯერ, გიწევს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება – დრო არ ითმენს. თუ თქვენ მოგიწიათ სწრაფად გადაწყვეტილების მიღება და შიშობთ, იქნება თუ არა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*