არ არის აუცილებელი დაელოდოთ როდის გახდებით მდიდარი … | Jolo.ge


არ არის აუცილებელი დაელოდოთ როდის გახდებით მდიდარი …

არ არის აუცილებელი დაელოდოთ როდის გახდებით მდიდარი …

«არ არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა უმნიშვნელო კეთილი საქმე. ნებისმიერი საქციელი წარმოქმნის ტალღას, რომელსაც არ აქვს ლოგიკური დასასრული.»

 სკოტ ადამსი

ალბათ გსმენიათ ასეთი რამ „მარტო შენ რას გახდები, შენ გამოასწორებ ამ ქვეყანას“ და მსგავსი ნეგატიური სტერეოტიპული რწუმნებულებები რომლებიც ხშირად გვიკარგავენ მოტივაციას და მოქმედების სურვილს თუნდაც ყველაზე კეთილშობილი განზრახვა გვამოძრავებდეს.

კი ბატონი მე არ გადავალ წითელ შუქზე, მაგრამ მერე რა ამით წესრიგი დამყარდება? მე არ დავაგდებ ქუჩაში ნაგავს, მე დავუთმობ გზას ქვეითს მაგრამ ეს რამეს შეცვლის? ან როცა ხედავ რომ ვიღაცას ძალიან უჭირს, ავად არის და დიდი თანხა სჭირდება. ჩვენ არ გვაქვს საშუალება რაიმე სოლიდური დახმარება გავუწიოთ 1 და 2 ლარის გადარიცხვა კი უაზრობასდ მიგვაჩნია. ოკენაში წვეთიაო ვფიქრობთ.

ახლა მახსენდება ერთი იგავი ამ თემაზე. ერთხელ, ერთ სოფელში, მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ თითოეული ოჯახის წარმომადგენელი უნდა გამოსულიყო საღამოს მას შემდეგ რაც ძროხას მოწველიდენ და თითო ვედრო რძე ჩესხათ დიდ ავზში, საერთო საჭიროებისთვის. ღამით ავზი გაივსო მაგრამ აღმოჩნდა რომ წყლით იყო სავსე. რადგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ იფიქრა რომ ჩემი ერთი ვედრო წყალი რას შეეტყობაო და რძის მაგივრად წყალი ჩაასხა ავზში.

ალბთ ხშირად გსმენიათ ან თავადაც გიფიქრიათ: მოიცა ჯერ გავხდე მდიდარი, გავხდე პარლამენტარი ან მთავრობის წევრი და მერე შევძლებ კეთილი საქმების კეთებას…

მაგრამ, არ არის აუცილებელი დაელოდოთ როდის გახდებით მდიდარი, ჯანმრთელი, ძლიერი, ძალაუფლების მქონე იმისთვის რომ აკეთოთ სიკეთე. აკეთეთ კეთილი საქმეები, ყოველ დღე, თუნდაც ეს იყოს ერთი შეხედვით წვრილმანი, მაგრამ აკეთეთ, განავითარეთ საკუთარ თავში სიკეთის კეთების ჩვევა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

ნანახია:(82)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

თქვენი დროის 17 შთანმთქმელი

„ინტელექტიკას“ საინტერესო პოსტი, წაიკითხეთ, იმოქმედეთ, გამოათავისუფლეთ დრო და მიიღეთ ბევრად უკეთესი შედეგი. ? სიჩქარე საქმის კეთებისას ? საქმეებში პრიორიტეტების არარსებობა


7 თვისება, რომლებიც სიღარიბეზე გაპროგრამებენ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს  გარკვეული ჩვევები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ტვინის ფიზიკურ მდგომარეობაზე … ეს ჩვევები პრაქტიკულად, პირდაპირ აპროგრამებენ გონებას სიღარიბეზე! ამიტომ მათგან


„ უბრალოდ სიყვარული და ამ სიყვარულში «მეც» ვქრები“…

„ცხოვრება სიყვარულია, სხვა ყველაფერი კი გამოგონილი გაუგებრობა“ — ბაირონ ქეითი ბაირონ ქეითის «სამუშაოს» სკოლაში ბევრი ღრმა და საოცარი რამ გამოვცადე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*