„არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ხართ ახლა“, — შეცვალეთ მომავალი

by admin | Май 8, 2018 04:58

„ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, რომელიც შეიძლება შენს ცხოვრებაში დადგეს,  შეგიძლია იპოვო ის, რისი მადლიერიც იქნები“ — ამბობს ბრაიან ტრეისი.

რა გავლენას ახდენს მადლიერება ჩვენს ცხოვრებასა და ბედნიერებაზე?

ბრაიან ტრეისი: თანამედროვე სამყაროში საზოგადოება დაავადებულია უარყოფითი ემოციებით, დღევანდელ ცხოვრებაში ეს თითქოს ბუნებრივიც არის. მითუმეტეს თუ ადამიანი ისეთ გარემოში იზრდება, სადაც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ყველაფერს „საშინელებად“ აფასებენ.

მაგალითად, ხშირად მოისმენთ: „საცობში გავიჭედე — საშინელებაა! ‘’ „ რა საშინელებაა რომ ჩემმა შვილმა ვერ მიიღო ნორმალური ქულა! ‘’ „ რა საშინელებაა რომ არ დამაწინაურეს! ‘’ …

რა იქნება, რომ უარყოფითის ნაცვლად გავიხსენოთ ისეთი რამ , რისი მადლიერებიც ვართ? დაფიქრდით და გაიხსენეთ თუნდაც ის  მცირედი, რაც არსებობს თქვენს ცხოვრებაში და რითიც  წესით ბედნიერები უნდ იყოთ.

დაფიქრდით, რომ დღეს დილით გაიღვიძეთ! ეს უკვე არც ისე ცუდია 🙂  რადგან ბევრს არ გაღვიძებია! დაფიქრდით იმაზე, რომ თავზე ჭერი გაქვთ, რაც მილიონობით ადამიანს არა აქვს. დაფიქრდით იმ ფაქტზე, რომ თქვენს წინაშე გაშლილია მთელი მომავალი. დაფიქრდით ყველა იმ შესაძლებლობებზე , რომელიც მისაწვდომია თქვენთვის და პრაქტიკულად უსაზღვროა .

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ხართ ახლა, თუ თქვენ პოზიტიურად იფიქრებთ, ყველაფერი დალაგდება… თუ დააკვირდებით ყოველთვის შეიძლება დაინახო ან აღმოაჩინო კარგი მომენტები. თუნდაც ისეთი წვრილმანები, როგორიცაა

საუზმე, რომელიც გქონდათ დილით.

მეგობარი, რომელთანაც მოგიწევთ შეხვედრა…

დაფიქრდით და იყავით უბრალოდ მადლიერები და დღითი-დღე ეს მადლიერების განცდა დადებით გავლენას  მოახდენს თქვენს ყოველდღიურობასა და ცხოვრებაზე.

თუ გინდათ შეცვალოთ მომავალი უნდა იმოქმედოთ ახლავე!

ამიტომ ახლავე აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ყოველივე, რისი მადლიერებიც ხართ…

გააკეთეთ ეს ყოველ დილით და თქვენ გაოცდებით, თუ როგორ გავლენას მოახდენს თქვენზე.

ყოველი დღე გამოიყენეთ იმისთვის, რომ მადლიერები იყოთ იმ თითოეული ადამიანის, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა მიზნობრივად თუ არამიზნობრივად, სახლში თუ სამსახურში.

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის განსამტკიცებლად უბრალოდ მადლობის თქმაა.  ამ დროს საოცარი რამ ხდება: პირველ რიგში უმაღლდებათ თვითშეფასება, ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გრძნობენ თავს, უფრო მეტად მოტივირებულები ხდებიან და უკეთ აკეთებენ თავიანთ საქმეს.  მადლიერების გამოხატვა ადამიანებს შორის განსაკუთრებულ ემოციურ ველს ქმნის.

თუ  ხშირად გამოხატავთ მადლიერებას, თქვენ ბედნიერების გრძნობა დაგეუფლებათ.

დაიმახსოვრეთ, თქვენ ხდებით ის რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობთ.  მადლიერების გრძნობა პრიორიტეტულია ფიქრისთვის, რადგან რაც უფრო ხშირად განიცდით მადლიერების გრძნობას და რაც უფრო ხშირად გამოხატავთ მას, დადებითი ემოციების მატარებელი ხდებით.

შეაქეთ ნებისმიერი წინადადება ან შემოთავაზება, მიეცით დადებითი შეფასება. უბრალოდ თქვით — კარგია. შეაქეთ ადამიანები, შეაქეთ ისინი დაუყოვნებლივ. შედეგად ის მოქმედებები, რომელიც თქვენ დადებითად შეაფასეთ გამეორდება.

თარგმანი

ნინი პატარაია

ნანახია:(392)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ar-aqvs-mnishvneloba-rogor-cxovrebiseul-situaciashi/