არ აღზარდოთ ნარცისი! | Jolo.ge


არ აღზარდოთ ნარცისი!

არ აღზარდოთ ნარცისი!

ნარცისებად არ იბადებიან, მათ ქმნიან. თანამედროვე კვლევების თანახმად, ნარცისიზმი ერთ-ერთი მზარდი „დაავადებაა“, რაც ჯანსაღი ურთიერთობების სერიოზულ დეფიციტს იწვევს. ნარცისი ადამიანი იმდენადაა შეყვარებული საკუთარ თავზე, რომ ფიქრობს, სამყარო მის გარშემო უნდა ტრიალებდეს.

 

თუ თქვენ გსურთ თქვენი შვილი გაიზარდოს ჯანსაღი ამბიციების ადამიანად და თავი სამყაროს ცენტრად არ მიაჩნდეს გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

 

თავად ნუ აქცევთ მას სამყაროს ცენტრად — რასაკვირველია, ყველა მშობელს უყვარს შვილი, თუმცა მისი გაღმერთება საჭირო არ არის. როდესაც თქვენ მას აგრძნობინებთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, ის სწავლობს, რომ ყველა ადამიანი თანაბარია.

 

აუხსენით, რომ მანიპულირება არასწორია — ნარცისები თვლიან, რომ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც თავად სურთ. აუხსენით, რომ მანიპულირება და სიხარბე წარმატებას ვერ მოუტანს.

 

მიეცით საშუალება დამარცხდეს — დიახ, ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ მარცხი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა.

 

ასწავლეთ რეალური ურთიერთობა — ასწავლეთ ბავშვს ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი კავშირები.

 

უთხარით „არა“ — როდესაც მას ყოველთვის ყველაფერზე ეთანხმებით, რასაკვირველია, უყალიბდება აზრი, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებია.

 

შეწყვიტეთ ქება — ბავშვს სჭირდება სითბო და არა გამუდმებით იმის გამეორება, რომ ის ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და ნამდვილი საოცრებაა.

 

ასწავლეთ განსხვავება სიყვარულსა და მოწონებას შორის — ნარცისებს ხშირად სიყვარული და მოწონება ერთმანეთში ერევათ. ასწავლეთ მას რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი გრძნობა.

ნანახია:(2923)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სხვებსაც გაუზიარეთ ეს „რეცეპტი“, — იცით, რამდენ ბავშვს გააბედნიერებთ?“

— ჩემი შვილი საშინლად ჭირვეულობს, არაფრის გაკეთებას არ მაცდის, — მეუბნება ახლობელი, — ნეტავ, რა უნდა? — ალბათ შენი სიყვარული,


ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილებისთვის!

ბავშვებისათვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულის, თანადგომის, ყურადღების გამოხატვას მშობლების მხრიდან. ეს უნდა ხდებოდეს ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში. რამდენი წლისაც არ


როგორ უნდა აღვზარდოთ სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ბავშვი — დიდი მოაზროვნის შეხედულებები

უდიდესი ბრიტანელი მოაზროვნე ჯონ ლოკი, რომლის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე, ბავშვისადმი მკაცრი  მოპყრობის წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ მაგარი ხელი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<