„აქციეთ თქვენი შვილები წარმატებულ ადამიანებად“… | Jolo.ge


„აქციეთ თქვენი შვილები წარმატებულ ადამიანებად“…

„აქციეთ თქვენი შვილები წარმატებულ ადამიანებად“…

ნუ იწუწუნებთ ბავშვთან, ნუ ისაუბრებთ წარუმატებლობაზე, ვალებზე, პრობლემებზე. თუ ეს საჭიროა, მაშინ გააკეთეთ, როდესაც სძინავთ ან როდესაც შინ არ არიან. დაინახოს ბავშვმა როგორი მხიარული, ენერგიული, სიყვარულით სავსე და წარმატებული ადამიანი ხართ.

თამამად გამოხატეთ სიყვარული შვილების მიმართ, რადგან ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული არასოდეს იქნება ზედმეტი.

სიყვარული თქვენი შვილებისთვის , იგივეა რაც წყალი მცენარისთვის.

დათესეთ ბავშვში სიყვარული, იმედი, რწმენა, შრომის სიყვარული, მიზანსწრაფვა, ორგანიზება, წარმატებისკენ სწრაფვა და ფულის მიმართ განუვითარეთ ჯანსაღი დამოკიდებულება — ნუ ჩაუნერგავთ, რომ ფული ბოროტება და „ხელის ჭუჭყია“.

არ არის სულერთი, როგორ იქცევით შვილებთან და რა თემებზე ესაუბრებით მათ. ბავშვების თანდასწრებით რაზე ესაუბრებით მეუღლეს თუ სხვა ადამიანებს. ეს ყურადსაღები ფაქტორია რადგან ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მშობლის სიტყვა და ქცევაა. აქციეთ თქვენი შვილები წარმატებულ ადამიანებად. უქადაგეთ მათ წარმატების, სიმდიდრის, გამარჯვების შესახებ.

ბავშვი „სუფთა დაფაა“ — რასაც მასზე დავწერთ, მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში იქნება დაწერილი.

რამაზ გიგაური

შეიძინეთ „წარმატების 365 გასაღები“ და შეიტყვეთ ბევრად უფრო მეტი წარმატების შესახებ 

იმოქმედე და გახდი წარმატებული

 

ნანახია:(255)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ აღვზარდოთ ბავშვი?! დედა ტერეზას რჩევები მშობლებს

1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს, სულელსა და ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი.


რა გავლენას ახდენს დედის მზრუნველობა ჩვილის შემდგომ ცხოვრებაზე

როგორც ირკვევა, არსებობს კონკრეტული ქმედითი “შხამსაწინააღმდეგო საშუალება” ადრეული სტრესის მავნე შედეგებთან საბრძოლველად და ის ფარმაცევტული კომპანიების ან ყრმა ბავშვების აღმზრდელების


ამ გზით გაცილებით ახლო კავშირი დამყარდება შვილებსა და მშობლებს შორის

🌈👩‍👩‍👧‍👦«შვილებთან, როდესაც ვატარებთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულით როგორ განცდებს გადავცემთ მათ. ☀️შესაძლებელია თბილი სიტყვებით ველაპარაკებოდეთ,მაგრამ გულში სევდას,უიმედობას და აუხდენელი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<