„აქ ქალს, ბავშვს და საქონელს ერთი ფასი აქვს“ … | Jolo.ge


„აქ ქალს, ბავშვს და საქონელს ერთი ფასი აქვს“ …

„აქ ქალს, ბავშვს და საქონელს ერთი ფასი აქვს“ …

თუ გინდათ ღრმა დეპრესია აიკიდოთ ორ წუთში, ქართლის სოფლებში ჩაიარეთ მანქანით და ყველაფერს დააკვირდით გარშემო. სახლებს, ეზოებს, მაღაზიებს, ხალხს, ცხოველებს, განსაკუთრებით იმ სეზონებზე, როცა ცივა.

დაბომბილს გავს ყველაფერი. საილენთ ჰილი, გოსთ ვილიჯი.
ქალი გადმოდის ქუჩაზე, თავისივე ზომის თივის ბრიკეტი მოუგდია ზურგზე, ძლივს მოათრევს. ჭუჭყიანი აცვია ყველაფერი. რა რაზე შემოუცვამს არ აინტერესებს, ფეხები გაფლაშულ ფლოსტებში წაუყვია. სახეზე აღარაფერი ეკითხება, არც ტანჯვა, არც დაღლა. ამ ყველაფრის მიღმაა უკვე, რუტინაა ჩვეულებრივი.
ორ ქალს წინ ძროხები გაუგდია და მიყვებიან. თმის დავარცხნას აბა რა აზრი აქვს, როცა კალოშები ნეხვში გაქვს ამოსვრილი და კაბის ქვეშ ჩაცმული დიდი ზომის სპორტული შარვლის ტოტები კი მთლიანად ტალახში ამოვლებული.
სოფლის ცენტრში წყაროსთან ქალები დგანან ვედროებით. მერამდენე გზას ეზიდებიან სახლში ვინ იცის, დაწითლებულ-დამსკდარი ხელებით. იქვე, წყაროს უკან, ტირიფის ქვეშ უბნის მამრები შეყრილან და დომინოს ურახუნებენ. წვერ-თმაგაბურძგნულები, მოუვლელები, ისევე როგორც მათი ცოლები. გამომეტყველებაზე, მეტყველებაზე, ქცევებზე ეტყობათ ნიჰილიზმი, უსარგებლობის განცდა, უაზრო ყოფა, შრომა შრომისთვის და არა შრომა დასვენებისთვის ან ოდესმე ადამიანურად ცხოვრებისთვის.
გაველურებული, შეშინებული მზერა უცხო ადამიანების თუ ჩავლილი მანქანების მიმართ.
— ადე შე მამამიჯმულო, დიდი სკამი გამომიტანე.
— შალვამ გამოგიტანოს.
— კიდეე! გამომტყუებ ეხლა კაი სახრესა, პატრონი კი მოვტყან შენი! —
ერთ-ერთი მიმართავს პატარა ბავშვს.
მეორემ იქვე მოძუძგულ ძაღლს ფერდში ისეთი წიხლი ამოსცხო, ძაღლმა წკმუტუნით გააყრუა იქაურობა.
ყველა ერთად კი მშვიდად და აუღელვებლად უყურებს, როგორ მიათრევენ წყლით სავსე ვედროებს ქალობაშეშლილი ქალები, ის ქალები რომლებიც კაცებს ტოლს არ უდებენ არაფერში სოფლებში. ზუსტად ისევე ვირივით მუშაობენ, როგორც კაცები, ვენახებშიც, ბაღებშიც, ბოსელშიც, საქონელსაც უვლიან, სახლშიც ყველაფერი მათი გასაკეთებელია. ზამთარ-ზაფხულ გარეთ რეცხავენ სარეცხს, ცივ წყალში ავლებენ, თავიანთივე ათი გზა მოთრეული წყლით. მაგრამ აბა რაღაცა ვერ მოასწროს ან ისე ვერ გააკეთოს, უმალ დედის ტრაკის გინებას მიიღებს.
აქ ქალს, ბავშვს და საქონელს ერთი ფასი აქვს. ამჩემფეხებს ვისაც უნდა ეწყინოს. ასეა ეს.
და ზოგადად, ესეთი ყოფა რაღაც პირველყოფილური, მარტო გაჭირვების ბრალი არაა.

Margot Lescaut

ნანახია:(70)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სოფელიქართლი

Related Articles

პატარა თვალთმაქცი მაწანწალას ბიზნეს ტრიუკი

„მათხოვრებისნაირი კრეატიული ბიზნეს-ფენა არ არსებობს. უცებ უღებენ დროს ალღოს“ — წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლელა კოდალაშვილი და ერთი პატარა მაწანწალას


ვანო ჯავახიშვილი: „ბეწვზე ვართ გადარჩენილები“… (ვიდეო)

 „სასაცილოა ქართველების საქმე საერთაშორისო ასპარეზზე სატირალი რომ არ იყოს“! —  ეს სიტყვები სოციალურ ქსელში, ვანო ჯავახიშვილის შოუს მოჰყვა…  „ყველაზე კარგი


ეკა ხოფერია დღეს იუბილარია. როგორ მიულოცა ქალიშვილმა ჟურნალისტ დედას დაბადების დღე?!

«დე, დღეს მთელი დღეა ნამდვილი პრინცესასავით გეპყრობა ყველა და გრცხვენია კიდევაც, მაგრამ ამ ყველაფერს იმსახურებ და არა მხოლოდ 1 დღით,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*