აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი | Jolo.ge


აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთავარი მოვლენა:
ყურადღებას ითხოვს 5 აპრილის ახალმთვარეობა. ამიტომ 1-5 აპრილის შუალედში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არ არის (განსაკუთრებით საქმიან ცხოვრებაში).

ამ დროს უნდა გამოირიცხოს დაპირისპირებები და სადავო საკითხების მოგვარება. ზოგ ადამიანში გაძლიერდება აგრესია, ზოგში პირიქით, დეპრესიულობა. ამიტომ, 4-5 აპრილის შუალედში სასურველია თვითკონტროლის და თავშეკავებულების გამოჩენა. 4-5 აპრილს არ არის რეკომენდებული საბუთებზე ხელისმოწერა (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).

ახალმთვარეობის შემდეგ, 6 აპრილიდან მოვლენები შედარებით აქტიურად განვითარდება. მზე ვერძის ზოდიაქოში იმოძრავებს (20 აპრილამდე). ამიტომ 6-19 აპრილი ასე ვთქვათ, განახლების პერიოდი იქნება (თუმცა სულსწრაფობა და იმპულსურობა სასურველი არ იქნება).

ზოგადად პოზიტიური დღეები იქნება: 6-23 აპრილის შუალედი. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება განვითარება, საქმიანობის გაფართოვება, წინსვლა და წარმატებების მიღწევა.

შენაძენებისთვის და ჯანმრთელობისთვის არა სასიკეთოა: 1-5 აპრილი (განსაკუთრებით 4-5 აპრილი)
შენაძენებისთვის და ჯანმრთელობის მოგვარებისთვის შედარებით სასიკეთო დღეებია: 6-18 აპრილი

აპრილის ასტროლოგიური კალენდარი

> 1-6 აპრილი (მერკური-ნეპტუნის შეერთება) — მოიმატებს ილუზიის და მოტყუების ალბათობა. ამ დროს სასურველია ინფორმაციის გადამოწმება და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება.
> 10 აპრილი: იუპიტერი რეტროგრადული გახდება. გაჩნდება სურვილი, რომ ერთბაშად რაღაც შეიცვალოს, რაც შეცდომა იქნება (განსაკუთრებით 10-11 აპრილის შუალედში).
> 17 აპრილიდან მერკური გადავა ვერძის ზოდიაქოში, ამიტომ აზროვნების პროცესი გახდება უფრო აქტიური, ზუსტი, ენერგიული და დინამიკური. ყველა ის მოვლენა თუ პროცესი, რომელიც ბოლო მარტში ბუნდოვანი იყო, 17 აპრილიდან ცხადი გახდება და მოვლენები კონკრეტულ ფორმებს მიიღებენ.
> 19 აპრილი: სავსემთვარეობა. 18-19 აპრილი იქნება მერყევი და ცვალებადი. არ არის სასურველი რისკზე წასვლა. გადაწყვეტილებების მიღება ფრთხილად და წინდახედულად უნდა მოხდეს. არ არის სასურველი სიჯიუტის და რადიკალიზმის გამოვლენა. თუ ამ დღეებში მოვლენები დამუხრუჭდა, ისინი 23 აპრილის შემდეგ დალაგდება.
> 20 აპრილი: მზე გადავა კუროს ზოდიაქოში. პროცესები უფრო შენელდება და უფრო პასიურად განვითარდება. დაძაბული სიტუაციები დამშვიდდება და დასტაბილურდება. მოვლენების მართვა შესაძლებელი იქნება მუდმივი ზემოქმედებით.
> 20 აპრილი: ვენერა გადავა ვერძის ზოდიაქოში, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობები, პირადი ცხოვრება უფრო აქტიური, აჩქარებული და იმპულსური გახდება. მოსალოდნელია სწრაფი „შეყვარება-გადაყვარება“. ამ კუთხით მოიმატებს აგრესიის გამოვლენის ალბათობაც.
> 30 აპრილი: რეტროგრადული გახდება სატურნი. ამიტომ 25-30 აპრილის შუალედში გართულდება სისტემური ცვლილებები. მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან, ასევე ხელისუფლებასთან მიმართებაში პრობლემები შეიქმნას.

ზოდიაქოს ნიშნებისთვის ზოგადად სასიკეთო დღეები:

ვერძი: 4, 9, 13, 18, 22, 26
კურო: 3, 8, 12, 16, 21, 25, 29
ტყუპები: 4, 9, 13, 19, 22, 26
კირჩხიბი: 3, 8, 12, 16, 21, 25, 30
ლომი: 1, 5, 10, 14, 19, 23, 27
ქალწული: 2, 8, 12, 15, 20, 24, 30
სასწორი: 1, 6, 10, 14, 19, 23, 27
მორიელი: 2, 7, 11, 15, 20, 24, 29
მშვილდოსანი: 6, 10, 14, 18, 23, 28
თხის რქა: 2, 7, 11, 17, 21, 25, 29
მერწყული: 5, 10, 14, 18, 22, 28
თევზები: 3, 8, 12, 17, 21, 25, 29

რამაზ გიგაური, ასტროლოგი

ნანახია:(692)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

12 წესი ზოდიაქოს ნიშნებთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად

ადამიანების ხასიათს ასტროლოგიური მოცემულობა და ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. ამიტომ ნებისმიერ ჩვენგანს ურთიერთობაში, ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება. ასტროლოგები თვლიან რომ არსებობს კონკრეტული


2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის — რამაზ გიგაური

ვერძი. იანვარში სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასტაბილურება ან დასრულება. იანვრის ბოლოდან წარმატებული პერიოდი დაიწყება და აპრილის მეორე დეკადამდე გასტანს.


2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის — რამაზ გიგაური

ვერძი ევროპული მეთოდით: წლის პირველ კვარტალი სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ, რომლებიც უპირველეს ყოვლისა დაუკავშირდება თქვენს პირად ცხოვრებას, თუმცა ეს სასიკეთოდ აისახება


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort