აპატიე საკუთარ თავს — ჩვენს თავთან პოზიტიური დიალოგი ჩვენს ბედს ცვლის | Jolo.ge


აპატიე საკუთარ თავს — ჩვენს თავთან პოზიტიური დიალოგი ჩვენს ბედს ცვლის

აპატიე საკუთარ თავს — ჩვენს თავთან პოზიტიური დიალოგი ჩვენს ბედს ცვლის

ამ ბოლო დროს, ბევრი საუბრობს წყენის მავნებლობაზე და რომ აუცილებელია განთავისუფლდე მისგან.

სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად  რთული. მე ვიტყოდი, ძალიან რთული.

თუმცა, გაცილებით რთულია, როცა წყენა გაქვს საკუთარ თავზე.

როდესაც (შენი აზრით) დააშავე და ვერ პატიობ თავს. ვერ თავისუფლდები წყენისგან. სწორედ, ცხოვრების ამ მომენტზე გროვდება, მთელი ნეგატიური ენერგია, რომელიც გაცლის სასოცოცხლო ძალებს.

ზოგჯერ ვამბობთ: „მე ვცადე , მაგრამ მაინც ვუბრუნდები წარსულს, ვერ ვივიწყებ რაც მოხდა. ვუბრუნდები იმ დანაშაულის გრძნობას, ზოგჯერ სულაც არ ვფიქრობ მასზე, თითქოს დამავიწდა, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში, მტკივნეულად თავს მახსენებს, ისევ და ისევ“.

რატომ ვერ ვთავისუფლდებით წყენისგან?

რა, თქმა უნდა, ის, რაც მოხდა ეწინააღმდეგება  საკუთარ თავზე წარმოდგენას, ჩვენში ჩადებულ ფასეულობებს, ჩვენი სულის მდგომარეობას.  ამიტომაც, მოვდივართ საკუთარ თავთან კონმფლიქტში. ჩვენში იღვიძებს კრიტიკოსი, დამსჯელი. ხშირ შემთხვევაში, გვიფიქრია: „მე რომ შემეძლოს სიტუაციის უკან დაბრუნება, აუცილებლად მოვიქცეოდი სხვანაირად“.

ამ დროს, ყველაზე მთავარი პროგრამა, რომელიც არ გვიშვებს და ხელს გვიშლის წინსვლაში, მდგომარეოს შემდეგში: „მე არ ვარ ბედნიერების ღირსი, მე არ უნდა მომსვლოდა ეს, ამიტომაც ვისჯები. სხვებს ყოველთვის კარგად აქვთ ცხოვრება აწყობილი, მე რანაირად მექნება კარგად? მე არ დამიმსახურებია“.

ალბათ გეცნოთ აღწერილი სიტუაცია?thkovelinas1

წარმოიდგინეთ რას გრძნობს ადამანი რომელიც ყოველდღიურად მიათრევს წყენების სავსე ტომარას და ამატებს ახალსაც? (იხ. იგავიკარტოფილის ტომარა) ეს წყენები, დროთა განმავლობაში გადაიქცევა რკინის ლოდებად.  გულში გაჩნდება უამრავი შინაგანი კონფლიქტი. აივსება ურთიერთსაწინაარმდეგო სურვულებით. მისი სული ვერ მისცემს ვერავის სითბოს და შთაგობენას. სხვებს გაუნაწილებს, მხოლოდ და მხოლოდ ფორიაქს და ავადმყოფურ მდგომარეობას.

სხვა არა აქვს და რა მისცეს?

თუ ძალიან თვითკრიტიკულია და პროცესი მიშვებულია, ასეთი ადამიანი, ხდება ძნელად განკურნებადი. წამალი დროებითა, რადგან ემოციური საცობები(რა არის ფსიქოსომატიკა), რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა, წამლით არ გაიწოვება. სხეული განაგრძნობს ავადმყოფობას, რამდენიც არ უნდა უმკურნალო. სანამ ახალგაზრდა ორგანიზმია კიდევ არაუშავს, აი 40 წლის ზემოთ, მიდის დაგროვილის გარდაქმნა სომატურ გამოვლინებაში.

ძალინ ხშირად, მსგავს მოვლენებს ვაწყდები კომენტარებში ან თუნდაც „პოსტებში“. შინაარსი თავად ავტორზე მეტყველებს და გვაწვდის ინფორმაციას თუ რა დამოკიდებულებაში იმყოფება მოცემული პიროვნება, არა ადრესატთან, არამედ პირველ რიგში, საკუთარ თავთან.

სხვების მიმართ დამოკიდებულება – ეს გვერდითი მოვლენაა, შინაგანი სამყაროს პროექციაა გარეთ გაუცნობიერებლად გადმოღვრილი.

საკუთარი თავის პატიებას აქვს, ძალიან დადებითი შედეგები. ამ დროს, უნდა გავითვალისწინოთ, ერთი რამ, როცა საკუთარ თავს ვპატიობთ, ამით კი არ ვიხსინით პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა. არამედ, ვართ საკუთარი თავის შეცნობაში. იმის გარდა, რომ ვსწავლობთ საკუთარი თავის მიმღებლობას, იმავდროულად, ვანებებთ თავს სხვების განკითხვას, ვიღებთ მათ ისეთებად, როგორებიც არიან და კარგად გვესმის მათი. ჩვენ თავთან პოზიტიური დიალოგი, მიზიდულობის კანონის თანახმად, მოიზიდავს პოზიტიურ მოვლენებს და ცვლის ჩვენს ბედსაც კი.

პატიებით, პირველ რიგში, მოგვცილდება ემოციონალური პრობლემები და სომატური (სხეულის ტკივილი) შეგრძნებები. როდესაც ჩვენ ჩაბღაუჭებულები ვართ დანაშაულის გრძნობას, ჩვენი ემოციები იფარება სქელი კანით („სქელკანა“ გახსოვთ გამონათქვამი), რკინის ჯავშნით.

დანაშაულის გრძნობა და აზრები, რომლებიც არის წყენებთან დაკავშირებული, გადაიქცევა ჩვენს მყარ პროგრამებად, რომელიც ზემოქმედებს ჩვენს ჯანმრთლობაზე და თავად ბედზეც.

თუ ადამაინი ისწავლის საკუთარი თავის მიღებას, სიყვარულს (ჩარლი ჩაპლინი. 70 წლის იუბილეზე წარმოთქმული სიტყვა.), პატიებას, გაშვებას შეუმცირდება ტრაგედიები  ცხოვრებაში.

მუდმივად თანმდევი დანაშაულის გრძნობა – ეს არის სულის ციხე, სადაც სული იწყებს ნელ-ნელა ლპობას.

პირიქით, საჭიროა მოძიებული იქნას სულისთვის მხარში მდგომი განაჩენი და არა პირიქით, გამოტანილ იქნას გამატყუნებელი განაჩენი – „სამუდამო ტანჯვა“. რომელიც გასაჩივრებას არ დაექვემდებარება და მოყვანილი იქნება სისრულეში. შესაბამისად, მთელი დარჩენილი ცხოვრება  სასჯელია მოხდით. ამ დროს მსაჯული ხართ თქვენ და არა ჯადო, სამყარო…..

არ არის საჭირო,  სასჯელის მოფიქრება.

თუ ასე არ მოვიქცევით – დიდხანს არ დაგჭიდებათ ლოდინი. დამსჯელებად შეიძლება გადაიქცნენ, უსაყვარლესი ადამიანები.  ნეგატიური  დამოკიდებულება საკუთარ თავთან, ვრცელდება ახლობლებზეც და გარემოებები განლაგდება ისე, რომ  ჯამში მოვიზიდავთ  ტკივილს.

საკუთარი თავის პატიება –  წარმოადგენს ფსიქიკურ სტაბილურობის და ემოციური ჯანმრთელობის გასაღებს.msxverpli

როცა გავიაზრებთ პატიების ძალას, მშვიდად შევხედავთ დაშვებულ შეცდომებს, ამას დაემატება ის, რომ პატივს ვსცემ სხვების აზრს და თავის მხრივ, ადამიანებსაც ექნებათ შესაბამისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.

აი, ასეთი წრე იკვრება.

პირადად ჩემი მიდგომა და პრაქტიკა შემდეგია და თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ.

პირველი, იმ წუთებიდან, როგორც კი ვიწყებ საკუთარი თავის განსჯას, ვჩერდები და ვფიქრობ – ჩემს პოზიციებზე, ფასეულობებზე, წესებზე… შესაძლოა ზედმეტად კრიტიკულად ვუდგები თავს? ხშირ შემთხვევაში, ასეც ხდება ხოლმე.

მეორე, — ვჩერდები და ვფიქრობ, მაშინაც, როცა ვინმეს ვაკრიტიკებ. მე ვთვლი, რომ კრიტიკის ობიექტი, არის ჩემი სარკე. მაშასადამე, რას ვერ ვპატიობ ჩემს თავს? რატომ ვაკრიტიკებ? პასუხიც მოდის. მაგ: თუ მე საკუთარ თავს ვუზღუდავ თავისუფლებას, ზუსტად ანალოგიურად მოვექცევი სხვას (გავაკრიტიკებ ზედმეტი თავისუფლებისთვის, უპასუხისმგებლობისთვის…), თავს მოვახვევ მას ჩვენს პოზიციებს და განვსჯი განსხვავებულ აზრს გამო.

გამომაქვს დასკვნა:  სჯობს შევცვალო  შეხედულებები, დამოკიდებულებები და შევწყვიტო სხვების და საკუთარი თავის შეურაცხყოფა.

ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. „უშეცდომო მხოლოდ ღმერთია“ – არებობს ასეთი გამონათქვამი. აუცილებელია გავიგოთ მიზეზები ჩვენი შეცდომების, გავიაზროთ ისინი, რატომ მოხდა ასე? რა გაკვეთილი უნდა ავითვისო აქედან? როცა გავიაზრებთ და გავუგებთ წარსული შეცდომების მექნიზმს, თვით პატიების პროცესი წარიმართება გაცილებით სწრაფად და მარტივად.

მთავარია, მუდმივად გვახსოვდეს:

„მე ვარ ადამიანი, ჩემი დადებითი და უარყოფითი ხასიათის თვისებებით. ახლის გაკეთების, შექმნის მცდელობაში, შეცდომები მომივა. მათზე ვსწავლობ, რომ გავითვალისწინო მომავალში“.

იმის მიღებით, რომ  არ ვარ იდეალური და მაქვს უარყოფითი მხარე,  ვიხსნი დაძაბულობას, ვხდები თავისუფალი. მე მიყვარს და ვუყვარვარ სამყაროს.

იდეალური ადამიანები ხომ არ არსებობენ?11169893_10153246261529106_3917939276047186849_n

ჩვენი შეცდომების ჯამი და მისგან მიღებული ცოდნა ჩვენ გვძენს  ინდივიდუალურობას, გვხდის განსაკუთრებულს.

თუ ვისწავლით საკუთარი თავის პატიებას, ეს იქნება ძლიან კარგი ჩვევა, რომელიც დაგვეხმარება გავხდეთ უკეთესი  – გავხდეთ ბედნიერი, ვიხაროთ სიცოცხლით და თავად ბდენიერების და სიხარულის ფიალა ავსებულებმა, გავახაროთ სხვებიც. სხვანაირად, რაც თავად არ გაქვს, სხვას როგორ გავუწილადებთ?

მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია:

ათრიოთ წყენა მომავლისკენ, როგორც კარტოფილის ტომარა ან  გაუშვათ და იაროთ მსუბუქად?!

წარმატებები თქვენ, ჩემო საყვარელო მკითხველო.

პატივისცემით ქოუჩი თამარ კვარაცხელია

წყარო: zrda.wordpress.com

ნანახია:(2858)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
თამარ კვარაცხელია

Related Articles

თუ გამდიდრება გსურთ, ეს უნდა იცოდეთ…

თითქმის ყველა ადამიანს სურს ფინანსური კეთილდღეობა, თუმცა ეს ყველასთვის მიღწევადი არ არის. არა იმიტომ, რომ ვიღაც დაიბადა იმისთვის, რომ მდიდარი


გააძლიერეთ თქვენში „მე“-ს განცდა

რამანა მაჰარში ამბობს, საკუთარი თავის შემეცნება იგივეა, რაც ნიანგს ზურგზე შემოაჯდე და მდინარის გადაცურვას შეეცადოო. „ვინ ვარ მე?“ — ეს


‘’როდესაც მოსწავლე მზადაა, მასწავლებელიც ჩნდება’’ 

ყოველთვის მიპოვია ჩემში საიდანღაც ძალა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი.✊ დღეს, აი ეს ნაბიჯი, ეს განაცხადი, ეს გამოწვევა ამის დასტურია.✨ 🙏მადლობა იმ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*